x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344096
  • სურათი:459229
„სალომე ზურაბიშვილს საგვარეულო წყევლა აქვს, შესაძლოა ციხეშიც ვიხილოთ“ - მიხეილ ცაგარელი
image


ასტროლოგმა – მიხეილ ცაგარელმა საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, ახლა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი შესაძლოა ციხეშიც კი ვიხილოთ, თუ ის შეცდომების დაშვებას ძველებურად გააგრძელებს. ასტროლოგის თქმით, მან ზურაბიშვილთან შეხვედრისას იგრძნო, რომ მას საგვარეულო წყევლა აქვს და საჭიროა გამოლოცვის ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი საკმაოდ შეირყევა.


“ვერ გეტყვით, რომ კატასტროფა ელოდება, მაგრამ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შეირყევა. არ ვიცი, მან ამის შესახებ იცოდა თუ არა. თუ კითხულობდა ჩემს პუბლიკაციებს, უნდა სცოდნოდა, მაგრამ ასტროლოგია მას ნაკლებად აინტერესებს. როდესაც წლების წინ ვესაუბრე, ვიგრძენი, რომ საგვარეულო წყევლა აქვს. ამიტომ ვუთხარი, რომ აუცილებლად გამოლოცვა უნდა ჩაიტაროს, რაც მას არ გაუკეთებია. ვუთხარი, რომ საგვარეულო წყევლის გამო, სამშობლოში მუდმივად პრობლემები ექნებოდა. ვხედავთ, რომ ასეცაა, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი მისი პერსონის მიმართ, რაც კარგად გამოჩნდა არჩევნების დროს. მეორეც – ის თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია და შესაბამისად, მე ის გავაფრთხილე, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებს ურთულესი ცხრათვიანი პერიოდი აქვთ. ეს პერიოდი დაახლოებით მაშინ დაიწყო, როდესაც ის საქმიანობას შეუდგა და დამთავრდება 2020 წლის თებერვალში. შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოში და შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან დიდია. მე ის გავაფრთხილე, რომ ზედმეტი ინტერვიუებისგან და განცხადებებისგან თავი შეეკავებინა, ვაფრთხილებდი გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, მაგრამ ამ რჩევებს, როგორც ჩანს, არ კითხულობს. ჩვეულებრივად ცხოვრობს და მოქმედებს. მის ასეთ აქტიურობას კი შეცდომები მოჰყვა.


შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას აქვს, განსაკუთრებით მას, მაგრამ გამოიყენებს კი? თუ არ მოხდა მისი გამოლოცვა, სამშობლოში მას ყოველთვის ეყოლება ფარული მტრები, მის წინააღმდეგ იქნება ინტრიგები შიდა ბრძოლების ფერხულში იქნება და შესაბამისად ხალხი მას ბოლომდე ვერ მიიღებს”, - აცხადებს ცაგარელი.



მისივე თქმით, გამოლოცვას ბევრი დრო არ სჭირდება, მაგრამ ზურაბიშვილის დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ სერიოზული არ არის.


“წლების წინ ვუთხარი, რომ ფრანსუა მიტერენი მინისტრს არ ნიშნავდა ასტროლოგის რჩევის გარეშე. ასტროლოგის რჩევებს ითვალისწინებდა რონალდ რეიგანი. ვლადიმერ პუტინს ორი პირადი ასტროლოგი ჰყავს. ამის მიუხედავად, ზურაბიშვილის დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ სერიოზული არ არის, ჩემდამი ნორმალური კეთილგანწყობა აქვს. მაგრამ ის უფრო მატერიალისტია. მისი მეუღლე, ჯანრი კაშია უფრო დაინტერესდა ჩვენი საუბრებით, ვიდრე თავად ქალბატონი სალომე. ასევე იყო ედუარდ შევარდნაძეც. ქალბატონი ნანული სერიოზულად დაინტერესდა და რამდენჯერმე შევხვდით, მან მითხრა, ედუარდი ასტროლოგიით ვერაფრით დავაინტერესეო. ანუ ბუნებით სალომე ზურაბიშვილი მატერიალისტია, რომელსაც არ უნდა არანაირი კოსმიური კანონზომიერებების მიღება და გაგება. აქედან გამომდინარე უშვებს შეცდომებს. მან, მთავარია 2020 წლის თებერვლამდე მიაღწიოს. თუ იქამდე კატასტროფულ შეცდომებს არ დაუშვებს, მერე გადარჩება. ამ დროს შავი მთვარე მისი ზოდიაქოდან გამოვა და შედარებით მშვიდი პერიოდი დადგება მის ცხოვრებაში, მაგრამ თუ გააგრძელებს შეცდომების დაშვებას, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს და პრეზიდენტი ციხეშიც ვიხილოთ. ახლა მისთვის ცდუნებების პერიოდია, რომელიც უკავშირდება არასწორ გამონათქვამებსა და მოქმედებებს. როცა ადამიანი თვითონ ვერ ხვდება, რატომ გააკეთა ეს, ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებს ზურაბიშვილი ჩემს რჩევებს”, – განაცხადა ცაგარელმა.

1
902
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
902
  
16 ოქტომბერი, 16:06
რაც მალე ვიხილავთ ციხეში მით უკეთესი!!-ადრე თუ გვიან მაგის ბოლო მაინც ეგ არის და არა მარტო მაგისი.
0 1 1