x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96719
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458614
ვინ არის ახალგაზრდა ქალი,რომელიც თბილისში "სტაიანშიკად" მუშაობს
image


სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტმა "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" საზოგადოებას გააცნო 38 წლის ქეთი აბ­დუ­ლა­ე­ვა. ახალ­გაზ­რდა დედა თბი­ლი­სში გამსახურდიას გამზირზე(ყოფილი პეკინი)"სტა­ი­ან­ში­კად" მუ­შა­ობს, იგი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლია:


"3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ. მანამდე ჩემი შვილის მამა იდგა, მაგრამ ახლა „ჩაჯდა“ და მე გამოვედი მის მაგივრად. აქაურებმაც კარგად მიმიღეს და მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკავეს და ახლა იხდის სასჯელს.


აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემ ქმარს არაფერი შემოქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე. იმ ფაქტმაც გამათამამა, რომ ხშირად ვხედავ ავტობუსებზე ქალ მძღოლებს. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ერთმანეთს მივცემთ მაგალითს და მეტი შესაძლებლობები გვექნება.


image


აქ, პეკინზე ყველაზე მეტი მუშაობა 2 დან 9 საათამდეა. ამ დროს შვილი ბაღშია და მერე დაქალს გამოყავს. 9-მდე მასთანაა. დღეში 15 ლარამდე გამომდის, მაგრამ ეგეც საქმეა - ქირაში ვიხდი და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. მარტოხელა დედის სტატუსი მაქვს, განცხადებაც დავწერე შემწეობის მისაღებად, მაგრამ ჯერ არ დაუმტკიცებიათ. იმდენი, ვინმე უნდა შეაწუხო, დარეკო, განცხადებები წერო - ამისთვის ვერ მოვიცალე.“-განაცხადა ქეთიმ

0
77
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0