x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გერმანელი ტყვე ქალები. რატომ წამოიყვანეს ათასობით ქალი სამშობლოდან სსრ კავშირში

გერმანელი ქალების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ომის შემდეგ ტყვეობაში მოხვდნენ და წლობით საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრობდნენ, ცნობილი არ არის. საბჭოთა ჯარისკაცების გარდა, მათ მოკავშირეების მეომრებიც ატყვევებდნენ და სამშობლოდან სხვადასხვა მიმართულებით გაჰყავდათ. მხოლოდ მათი რიცხვი კი არა, იმ ბანაკების ზუსტი რაოდენობა და მდებარეობაც კი არ არის ცნობილი, რომელშიც პატიმრები ცხოვრობდნენ. მხოლოდ საბჭოთა ტყვეთა ბანაკებში მათი რიცხვი 2 000 აღემატებოდა.
მონაცემების თანახმად, კერძოდ, თვითმხილველთა მოგონებების მიხედვით, გერმანელი ქალების ყოფა ტყვეთა ბანაკებში, მძიმე და აუტანელი იყო.


image

ვინ იყვნენ ტყვეები და რა დანაშაულისთვის მოხვდნენ ისინი შრომა-გასწორების კოლონიებში?


როგორც დ'ანნ კემპბელი თავის სტატიაში «ქალები ბრძოლაში: II მსოფლიო ომის გამოცდილება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და სსრ კავშირში» (Journal of Military History») წერდა, მსოფლიო ომის ბოლო წლებში, ასობით ათასმა გერმანელმა გოგონამ და ახალგაზრდა ქალმა ხელში იარაღი აიღო. მათი ძირითადი დანიშნულება საზენიტო ქვემეხების მსროლელთა დახმარება იყო. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ დღეს უკვე რთულია იმის გარკვევა, ისინი მოხალისეები იყვნენ, თუ იძულებით გაიწვიეს ფრონტზე, რადგან ნაცისტურ გერმანიაში, იმ დროს, სამხედრო ვალდებულების კანონი არ არსებობდა.



«არ ვიცი ცოცხალი რატომ დავრჩი»


სამხედრო მოსამსახურე ქალების გარდა, სსრ კავშირში, ომის შემდეგ, გერმანიიდან და მისი სატელიტი ქვეყნებიდან ათასობით ქალი წამოიყვანეს. მათ შორის იყო ფრიდა ჰელინსკი პომერანიდან (დოლიცე, პომერანი, პრუსიის პროვინცია 1945 წლამდე), რომელსაც 1945 წელს 19 წელი შეუსრულდა. ის და მისი თანამოქალაქე ასობით გოგონა და ქალი დააპატიმრეს, ვაგონებში შეყარეს და გულაგის გზას გაუყენეს. ფრიდა თავის მოგონებებში წერს, რომ ის 4 წელი, რომელიც მან ტყვეობაში გაატარა, ნამდვილი კოშმარი იყო:
«სატვირთო ვაგონებით, 3 კვირის მანძილზე, დასავლეთისკენ მივდიოდით. მხოლოდ ცარიელ პურს გვაძლევდნენ და გაჩერებებზე ვაგონებიდან გვამები გაჰქონდათ. ჩაგვიყვანეს არხანგელსკში, სადაც ჯერ კიდევ თოვლი იდო, ხოლო პატიმრების უმრავლესობას თბილი ტანსაცმელი არა ჰქონდა. ვცხოვრობდით ხის ბარაკებში და კაშხალს ვაშენებდით. ყოველდღიურად, 9 საათს ვმუშაობდით, შესვენების და სადილის გარეშე».

ამის შემდეგ ფრიდა სატყეო მეურნეობაში მუშაობდა ხის ჭრაზე, ქვანახშირის მაღაროში, ბენტონიტის საწარმოში, სადაც სამშენებლო მასალას მოიპოვებდნენ და ქალები დილიდან საღამომდე, დაახლოებით, 10 კგ-იან ქვებს დაათრევდნენ. 4 წლის მანძილზე, გოგონას საკუთარ ოჯახთან კავშირი არ ჰქონია, რადგან საფოსტო გზავნილები ადრესატებამდე არ მიდიოდა. წერილებს მაკონტროლებელი ორგანოები იქვე ფოსტაში ბლოკავდნენ. 1949 წელს ფრიდამ მოახერხა და თავისი ოჯახის შესახებ წითელ ჯვარს მისწერა... და პასუხიც მიიღო, – მისი ნათესავები ცოცხლები იყვნენ.
1947 წლიდან, უკვე ძალაგამოცლილ, დასნეულებულ ქალებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს (სავარაუდოდ, ხსენებული წერილი, გოგონამ ერთ-ერთ მათგანს გაატანა). ხოლო, 1949 წელს გულაგი ფრიდამაც დატოვა... საბჭოთა ბანაკებში შრომის და ცხოვრების პირობების გახსენებისას ის ყოველთვის იმეორებდა: «არ ვიცი, ცოცხალი რატომ დავრჩი — მძიმე შრომის და ავადმყოფობის გამო, ათობით ჩემი თანამემამულე საბჭოთა კავშირში დაიღუპაო».

imageimageimageimageimageimageimage






1
1022
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1022
  
17 ოქტომბერი, 23:16
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 1