x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ინგა გრიგოლია ხაშურში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - "სხვა შემთხვევაში, არ დამთავრდება ამ ქვეყანაში ქალების ხოცვა"
image
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გუშინ, ხაშურში მომხდარ შემზარავ მკვლელობას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.


როგორც გრიგოლია წერს, იმისთვის რომ მოძალადე დაფიქრდეს საკუთარ შეცდომაზე, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს სასჯელი ფემიციდზე.


"მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს სასჯელი ფემიციდზე, ისე უნდა ისჯებოდეს ქალებზე ძალადობა( არა მხოლოდ ფიზიკური), რომ სასჯელის სიმკაცრემ მაინც დააფიქროს მოძალადე, სხვა შემთხვევაში, არ დამთავრდება ამ ქვეყანაში ქალების ხოცვა. ხოლო სახელმწიფოს, ვინც ამაზე უნდა ზრუნავდეს, სძინავს საღათას ძილით "- წერს გრიგოლია.


11 ოქტომბერს ხაშურში საზარელი შემთხვევა მოხდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა. 30 წლის ნათია გოგალაძე თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.



არსებული ინფორმაციით, ნათია გოგალაძის ყოფილმა მეუღლემ დაპირისპირებამდე მაღაზიაში, სადაც ქალი მუშაობდა ხელყუმბარა შეაგდო. ხოლო მას შემდეგ, რაც იგი არ აფეთქდა, შიგნით შევიდა, ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ავტომატის კონდახით სასტიკად სცემა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ გამნაღმველები.


არსებული ცნობით, ნათია გოგალაძე და ირაკლი დეკანოიძე უკვე 6 წელია გაშორებულები იყვნენ. 11 ოქტომბერს კი სასამართლოში განქორწინების აქტი უნდა გაფორმებულიყო.


ნათია გოგალაძე ორი წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა. მისი ორი მცირეწლოვანი შვილი კი საქართველოში მამასთან ერთად იმყოფებოდა. მოკლულის მეზობლების თქმით, მამა დედას შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევდა და მათთან კონტაქტს სოციალური ქსელითაც უკრძალავდა. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი გოგალაძემ შვილები დაიბრუნა და განქორწინების ბოლომდე მიყვანაც სურდა.


ირაკლი დეკანოიძე დაკავებულია.


ამავე თემაზე:

ვინ იყო გოგონა, რომელიც ხაშურში ყოფილმა ქმარმა მოკლა (ფოტოები)

0
358
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0