x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ცხოვრობდნენ ძველ მსოფლიოში ქალები – საინტერესო ფაქტები

ქალების ემანსიპაციას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია და დღესაც კი, სრული გენდერული თანასწორობა არ არსებობს. თუმცა, ძველ მსოფლიოში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ეგვიპტეში, რომში, საბერძნეთში და ინდოეთში, ქალებს ბევრი რამის უფლება, გატაცება და ჩვევები ჰქონდათ, რომლის შესახებ, ჩვენთვის ბევრი რამ ცნობილი არ არის.

აქ წარსულის ზოგიერთ ფაქტს გთავაზობთ, რომელიც ისტორიის წიგნებში არც ისე ხშირად შუქდება.



ქალებს და კაცებს ძველ ეგვიპტეში ტახტის მემკვიდრეობაზე თანაბარი უფლება ჰქონდათ


image


ძველი ეგვიპტე ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, იმ პერიოდში, არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით. იქ ტახტის მემკვიდრის სქესს არანაირი მნიშვნელობა არა ჰქონდა და ქალთა უფლებები თითქმის მამაკაცის უფლებებთან იყო გათანაბრებული. თუმცა, არსებობდა კანონი, რომელიც ქალს, ქვეყნის მართვას, მამაკაცთან ერთად ავალდებულებდა. ამის გამო, მაგ., დედოფალი კლეოპატრა 2-ჯერ იყო დაქორწინებული თავის უმცროს ძმებზე. მაგრამ, ეს ყველაფერი ფიქტიური იყო და არც კანონს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა.


ეგვიპტელ ქალებს მაღალი რელიგიური თანამდებობის დაკავების უფლება გააჩნდათ


image


ქალები, ძველ მსოფლიოში, თითქმის ყველა ქვეყანაში არასრულყოფილ ადამიანებად ითვლებოდნენ. თუმცა, ამ მხრივ, ეგვიპტე გამონაკლისს წარმოადგენდა. ქალს ეგვიპტეში შეეძლო «ღმერთის მეუღლის» თანამდებობა დაეკავებინა, რაც სხვადასხვა ღვთაებებთან ასოცირდებოდა. მაგრამ, ყველაზე მთავარი პოზიცია, რელიგიურ იერარქიაში, «ღმერთი ამონის ცოლობა» იყო. ეს ქალისთვის მეტად საპატიო ტიტული იყო, რომელიც მას, სხვადასხვა რელიგიურ ღონისძიებაში, უმაღლესი ქურუმის დახმარების და ღმერთის ქანდაკების მოვლის, მასთან საუბრის უფლებას აძლევდა.



რომაელ გოგონებს «ბარბის» საკუთარი ვერსია ჰქონდათ


image


ძველ რომში გოგონები 12 წლის ასაკში თხოვდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ბავშვობა არც ისე ხანგრძლივი იყო, გასართობად სათამაშოები ჰქონდათ. მათ შორის, ერთ-ერთი ხის თოჯინა იყო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს. ის გოგონას სარკოფაგში იპოვენს და ჩვ. წ. აღრ. II საუკუნით დაათარიღეს. სარკოფაგში იდო პატარა კოლოფიც, რომელშიც თოჯინის სამოსი იყო.


რომაელი ქალები განათლებულები იყვნენ


image


ძველ რომში გოგონებისთვის განათლების მიღება არ იკრძალებოდა. მათ შეეძლოთ სკოლაში სიარული და წერა-კითხვის საფუძვლების შესწავლა. მაგრამ, თუ მშობელი შეძლებული იყო, მას შეეძლო შვილისთვის კერძო მასწავლებელი დაექირავებინა და უფრო კარგი განათლება მიეცა.


რომაელი გოგონები ბიკინებს ატარებდნე და საკმაოდ სპორტულები იყვნენ



image


როგორც სიცილიაში ნაპოვნ და აქ წარმოდგენილ IV საუკუნის მოზაიკაზე ჩანს, რომაელი გოგონები საცურაო კოსტიუმის მაგვარ სამოსს ატარებდნენ და პროგრესი ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნება, თუ მათ სამოსს XIX საუკუნის საცურაო და სპორტულ სამოსს შევადარებთ.

იგივე მოზაიკაზე კარგად ჩანს, რომ რომაელი ქალები სპორტითაც ყოფილან დაკავებულები და თუ გამოსახულებას დავაკვირდებით, თანამედროვე სპორტულ ხელსაწყოებსაც აღმოვაჩენთ. ძველ რომში ქალები სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებში აქტიურად მონაწილეობდნენ და მეტად მდიდარი სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.



ბერძენ ქალებს განქორწინების უფლება ჰქონდათ


image


მიუხედავად იმისა, რომ ქალები ძველ საბერძნეთში მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ და მათი უფლებები მკაცრად შეზღუდული იყო, განქორწინების პროცედურა სავსებით სამართლიანად მიმდინარეობდა. თუ ქალს ქმართან განქორწინება უნდოდა, მას უბრალოდ, უნდა მოენახა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც შეთანხმებას მისი სახელით მიაღწევდა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს უნდოდა განქორწინება, ის ქალს სახლიდან აგდებდა და ქორწინებაც სრულდებოდა.


საბერძნეთში ქალები «კამათლებით» თამაშობდნენ


image


ახალგაზრდა ქალებს საბერძნეთში სხვადასხვა თამაშებით გართობა უყვარდათ. მათ შორის იყო თამაში «knucklebone», რომელიც კამათლებით თამაშს ჰგავს. გოგონები პატარა ზომის ფიგურებს იღებდნენ, ზევით ყრიდნენ, ვინც მეტს დაიჭერდა, გამარჯვებულიც ის იყო. ჩვეულებრივ ასეთ თამაშში მონაწილეობას 5–6 ქალი იღებდა. ხოლო ფიგურები სპილოს ძვლისგან ან ბრინჯაოსგან იყო დამზადებული.



ჩინეთში კაცს ცოლის მიტოვების უფლება ჰქონდა, თუ ის მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდა


image


ძველ ჩინეთში ქალებს არანაირი უფლება არ გააჩნდათ და უფრო მეტიც, ქმრების საკუთრებად ითვლებოდნენ. ქორწინება პროფესიონალი მაჭანკლების მეშვეობით ხდებოდა და ქალი მომავალ ქმარს, პირველად, ქორწილის დღეს ხვდებოდა. გარდა ამისა, მამაკაცს ცოლთან გაყრის უამრავი შესაძლებლობა ეძლეოდა. მათ შორის: ვაჟის გაჩენის უუნარობა, ღალატის მტკიცებულება, დედამთილ-მამამთილის უპატივცემლობა, ვირუსული ან ინფექციური დაავადების გადატანა, ეჭვიანობა და მეტისმეტად ბევრი ლაპარაკი.



ინდოეთში ქალს ქმრის არჩევის უფლება ჰქონდა


image


ეს პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ ძველ ინდოეთში, კაცს და ქალს თანაბარი უფლებები ჰქონდათ... და ეს იმ ფონზე, როდესაც დღეს, გარიგებით ქორწინება, ამ ქვეყანაში ძალიან გავრცელებული მოვლენაა. მაგრამ ძველად, ყველაფერი სხვაგვარად იყო: ქალს არა მარტო საკუთარი სურვილით შეეძლო ქმრის შერჩევა, არამედ, თავადვე წყვეტდა, თუ რა ასაკში უნდა გათხოვილიყო. ინდოელი ქალები ძალიან კარგ განათლებას იღებდნენ და მათ ვედების შესწავლის უფლებაც კი ჰქონდათ.

imageimageimageimageimageimageimage






1
907
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
907
  
19 ოქტომბერი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1