x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაცივარი, «დვორნიკები»...Wi-Fi, თითქმის ყველა საჭირო ნივთი, ქალის გამოგონილია

imageimageსაუკუნეების მანძილზე, არსებობდა აზრი, რომ ქალის ხვედრი - სახლი, ბავშვები და სამზარეულო არის. მაგრამ, ისტორიაში იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც შეძლეს ამ სტერეოტიპისგან თავის დაღწევა და საკუთარი ნიჭის და საოცარი შრომისუნარიანობის წყალობით, გადატრიალება მოახდინეს სამეცნიერო სამყაროში და მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები აჩუქეს:

image

უიტნი ედელინ დატონ ტრეინი
imageგამოიგონა ალფავიტიანი კუბიკები პატარებისთვის. გამოგონების პატენტი 1882 წელს მიიღო.

imageვირჯინია აპგარი


image
სწორედ მისი შექმნილი შკალის მიხედვით აფასებენ ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
imageრუთ უეიკფილდი


image
რუთმა შექმნა შოკოლადიანი ორცხობილის რეცეპტი, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე ის ერთ-ერთ უგემრიელეს ორცხობილად ითვლება.

image

image

ინგრედიენტები:

image

ფქვილი – 200 გრ.

კარაქი – 120 გრ.

შაქრის ფხვნილი – 120 გრ.

კვერცხი – 1 ცალი

მარილი – 1 მწიკვი

სოდა – ¼ ჩ. კ.

შავი შოკოლადის ფილა ან 100 გრ. შოკოლადის წვეთები (მონეტები)

ვანილინი – 1 შეკვრა

image

მომზადება:

image

1. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კარგად > დაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. ცალკე თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ მარილი, ვანილი და სოდა > ერთმანეთს შეურიეთ.

3. შეურიეთ ერთმანეთს ორივე თასში მოთავსებული ინგრედიენტები.

4. დაამატეთ შოლოლადი.

5. ცომი გაყავით 2 ნაწილად > მიეცით ორივე ცომს 5 სმ. დიამეტრის მქონე ძეხვის ფორმა > შედეთ საყინულეში 20 წუთით.

6. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე და როდესაც ამ ტემპერატურაზე გახურდება > საცხობ ფირფიტაზე საცხობი ქაღალდი დაფინეთ > ცომი ფრთხილად დაჭერით 0, 5 – 0, 8 სმ. სისქის ორცხობილებად > დააწყეთ საცხობ ქაღალდზე და თითოეულს, ცენტრში, ოდნავ დააწექით.

7. შედგით ღუმელში 10-12 წთ-ით.

8. როდესაც ორცხობილა გაცივდება, მოაყარეთ დარიჩინიანი შაქრის პუდრა.

imageტაბიტა ბებიტი


image
ტაბიტამ ცირკულარული ხერხის პროტოტიპი გამოიგონა. მოგვიანებით მისი გამოყენება ხე-ტყის საჭრელ საწარმოებში დაიწყეს.
imageჯოზეფინა კოკრეინი


image
ამერიკელი გამომგონებელი, რომელმაც გამოიგონა და 1886 წელს ააგო პირველი მექანიზირებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
imageმარიონ დონოვანი


image
მარიონი იყო პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ჩვილებისთვის ერთჯერადი საფენები გამოიგონა.
imageიდა ფორბესი


image
1917 წელს წყლის ელექტრო გამაცხელებელი გამოიგონა.
imageმერი უოლტონი


image
1879 წელს მერიმ შეიმუშავა კვამლის შემცირების მეთოდი, რომელიც მანამდე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გამოდიოდა ქარხნების, ორთქლმავლების, გემების და საცხობების საკვამურებიდან. უოლტონის სისტემაში, კვამლი წყლის კონტეინერში გადადიოდა, სადაც ჭვარტლი ილექებოდა, ხოლო შემდეგ მისი ჩარეცხვა ქალაქის საკანალიზაციო სისტემაში ხდებოდა.
imageელ დოლორეს ჯონსი - «რკინის ქალბატონი»


image

image

აკუსტიკური ფილტრი, იგივე ავტომობილის მაყუჩი, დოლორესმა 1917 წელს შექმნა. თუმცა მან, მას შემდეგ გაითქვა სახელი, რაც ანალოგიური მოწყობილობა თვითფრინავების ძრავისთვის გამოიგონა.

დღეს ყველა ავტომობილზე ჯონსის მიერ შექმნილი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.
imageანა კონელი


image
სახანძრო კიბე სწორედ ამ ქალბატონმა გამოიგონა.
imageსარა ბუნი


image
1892 წლის 26 აპრილს სარა ბუნმა პატენტი მიიღო საუთავებელი დაფის მოდერნიზებისთვის. საუთავებელი დაფები მანამდეც არსებობდა, მაგრამ დაუთავება უფრო მოსახერხებელი გახდა, რაც სარამ დაფას ერთი გვერდი მოუმრგვალა.

imageimageსტეფანი კვოლეკი


image
1965 წელს დოკ. სტეფან კვოლეკმა შექმნა სინთეტიკური ქსოვილი კევლარი, რომელიც ფოლადზე 5-ჯერ უფტო მტკიცე იყო და ცეცხლგამძლე თვისებები ჰქონდა. მისმა გამოგონებამ სიკვდილს ათასობით პოლიციელი, მეხანძრე და სამხედრო გადაარჩინა. კევლერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტების წარმოებაში დღემდე გამოიყენება.
imageბეტ გრემი


image
ის მბეჭდავ-მემანქანედ მუშაობდა და საკორექციო სითხე Liquid Paper-ი გამოიგონა.
imageმარგარეტ ნაითი


image
მარგარეტმა 1868 გამოიგონა მანქანა, რომელიც ბრტყელძირიან პაკეტებს აკეთებდა.
imageფლორენს პასპარტი


image
1914 წელს ფლორენსმა მაცივრის პატენტი მიიღო.
image

ლილიან გილბერტი



image


პედლიანი ნაგვის ურნა, რომელმაც თავის დროზე დიდი ფურორი გამოიწვია და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ლილიან გილბერტმა და მისმა მეუღლემ ფრენკმა გამოიგონეს. მათ 12 შვილი ჰყავდათ და გამუდმებით რაღაცეებს იგონებდნენ, რომ დიასახლისებისთვის საქმიანობა გაემარტივებინათ.

image

ბიულა ლუიზა გენრი

imageimageimageამ ქალბატონმ ცხოვრების მანძილზე 49 პატენტი მიიღო და 110 ნივთი გამოიგონა: მუშაობდა საკერავი მანქანის, საყინულის კამერის, საბეჭდი მანქანის, მექანიკური თოჯინების, ავტომატიზირებულ ქოლგების და სხვა მოწყობილობების შექმნაზე.

image

მერი ანდერსონი


image
მერიმ 1903 წელს მანქანის მინების საწმენდები გამოიგონა, რადგან ეცოდებოდა მძღოლები, რომლებიც იძულებულები იყვნენ, წვიმაში და ქარბუქში, ყოველწუთს მანქანა გაეჩერებინათ და მინები გაეწმინდათ.

image

image

სინტია ვესტოვერი

image

image

image

სინტია ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ კარიერა ვერ აეწყო და 1890 წელს ნიუ-იორკის ქუჩის დასუფთავების კომისრის მდივნად დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ მუშაობისას, 1892 წელს, გამოიგონა ქუჩების თოვლსაწმენდი მანქანა.

image

და რომ არა ჰედი კისლერი (ჰედი ლამარი), დღეს GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi არ იქნებოდა.

image

image

2
647
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
647
  
2017, 15 იანვარი, 18:27
მადლობა
2017, 15 იანვარი, 0:25
შესანიშნავი სტატიაა
0 1 2