x
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
image



20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური თავისუფალია. მას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.


პროკურატურის ინფორმაციით, ჯიქური სრულად დაეთანხმა წარდგენილ მტკიცებულებებს, რაც მათი შეფასებით წაყენებული ბრალის აღიარებას ნიშნავს. თავად ჯიქური კი ამბობს, რომ იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალდებას მხოლოდ ერთ ნაწილში ეთანხმება. მისი თქმით, წარდგენილი ბრალი, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ჯგუფურად იღებდა მონაწილეობას, სიმართლეს არ შეესაბამება. ის ამბობს, რომ აქციაზე დაშლისას დაშავებული ადამიანების დასახმარებლად მივიდა:


„მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს, რაც კადრში ჩანს, რომ მე რაღაცა ფარს ვიყენებ, მაგ ნაწილში ვაღიარებ. მომიყენეს ბრალად სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა ჯგუფურად, რასაც ადგილი არ ჰქონია. რას ჰქვია ჯგუფური ძალადობა, სასამართლოში გავიცანი ეს ხალხი. მე იქ მივედი იმის გამო, რომ იქ ხალხს ესროდნენ ტყვიებს და დასახმარებლად მივედი, რომ ვინმეს რამეში მაინც დავხმარებოდი. ჩემს მეუღლესთან ერთად მივედი.“ - განაცხადა გათავისუფლებულმა ჯიქურმა.



ლევან ჯიქურს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. დღესვე გაიმართა ამავე საქმეზე დაკავებული სხვა ადამიანების პროცესი, თუმცა სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0