x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერიდან გადახტა და გადარჩა
ენი ედისონ ტეილორი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობით ცხოვრობდა, გარდა ამისა კი მუშაობდა მასწავლებლად და ჰქონდა გარკვეული შემოსავალიც. მოგვიანებით დაქორწინდა და შვილიც გააჩინა, თუმცა როგორც ჩანს ოჯახური ბედნიერება მას არ ეწერა. სამოქალაქო ომში დაიღუპა მისი მეუღლე, მალევე კი მისი შვილიც გარდაიცვალა. ენმა საცხოვრებელი შეიცვალა და პატარა ქალაქში გადასახლდა, სადაც უნდოდა დარჩენილი ცხოვრების გატარება და სიმშვიდე, ამასთან ერთად კი სურდა გაეზარდა თავისი ფინანსური მდგომარეობა. ამისათვის კი გამოიგონა გიჟური გეგმა- გადმომხტარიყო ნიაგარის ჩანჩქერიდან.


image


აქვე შეგახსენებთ, რომ ნიაგარის ჩანჩქერი სამი ნაწილისგან შედგება: ყველაზე დიდი "საცხენოსნო"; საშუალო "ამერიკული ვარდნა"; პატარა "ფატა". მეტი ეფექტისთვის ენმა გადაწყვიტა ყველაზე მაღალი ნაწილიდან გადამხტარიყო და უნდა გითხრათ, რომ ის ამ დროისათვის უკვე 63 წლის იყო. ენი ეძებდა კარგ ოსტატს, ვინც მისთვის კარგ კასრს გააკეთებდა, თუმცა ვინც იგებდა კასრის დანიშნულების ამბავს, ყველა უარს ეუბნებოდა შეკვეთის შესრულებაზე. ბოლოს გამოჩნდა გულისხმიერი და ენის დაუმზადა ისეთი ტიპის კასრი, რომელიც ქალის პარამეტრებს სრულად მოერგო.



image


image



მანამ, სანამ ენი კასრში მჯდომარე მდგომარეობაში ნიაგარის ჩანჩქერის ყველაზე მაღალი და საშიში ნაწილიდან გადახტებოდა, ტესტირება კატაზე ჩაატარეს, საბედნიეროდ კატა გადარჩა. ენიმ ამ საშიში ტრიუკის ჩატარება თავის დაბადების დღეზე გადაწყვიტა.


დადგა გეგმის განხორციელების დღეც. ენი ჩაჯდა კასრში, დაახურეს თავზე და გადააგდეს ნიაგარის ჩანჩქერის ყველაზე მაღალი ნაწილიდან. ძირს კასრს დახვდნენ და დაიჭირეს, რომ დინებას არ წაეღო. ის მხოლოდ თავის მცირე ტრავმებით შემოიფარგლა და უვნებელი გადარჩა. პუბლიკა დიდი და აღფრთოვანებული იყო მისი გამბედაობითა და შედეგით. ენიმ აღიარება მოიპოვა ამ საქციელით, თუმცა კასრით ნიაგარის ჩანჩქერიდან გადმოხტომის ტრიუკი მალევე მიეცა დავიწყებას, ქალმა კი ნანატრი გასამრჯელო ვერ მიიღო.


imageimageimage





0
88
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0