x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
სოციალურ ქსელში „მთავარი“ „კურიერს“ ნახვებით დიდი უპირატესობით უგებს
image



უკვე თითქმის სამი კვირაა, რაც ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხი“ უწყვეტად მაუწყებლობს. არხის სტარტი რეიტინგების კუთხით საკმაოდ წარმატებული გამოდგა. „მთავარმა“ ეთერში გასვლიდან მეორე კვირას დააფიქსირა ის მაჩვენებელი, რასაც სხვა არხები წლები ანდომებენ ან საერთოდ ვერ აღწევენ. მაუწყებლობის დაწყებიდან მეორე კვირას (16-22 სექტემბერი) SHARE (ჩართული ტელევიზიების წილი დროის მოცემულ მონაკვეთში) 5, 27% იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც მისი ბადე ჯერ კიდევ ცარიელია. არხზე დღის ეთერში მხოლოდ მხატვრული ფილმები და საინფორმაციო გამოშვება გადის. თოქშოუებიდან კი „ვანოს შოუ“ და „სხვა ნანუკა“, ასევე პოლიტიკური თოქშოუ „ღამის მთავარი“.


25 სექტემბრიდან განახლებული ეთერი და ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა. ამ დღიდან ეთერშია „კურიერიც“, რომლის და „მთავარის“ დაპირისპირებაც საკმაოდ აქტუალური გახდა. 30 სექტემბერს ოფიციალური რეიტინგებით ცხრიანმა „მთავარმა“ ცხრიან „კურიერს“ უკვე მოუგო. თუმცა კიდევ უფრო განსხვავებული სურათია სოციალურ მედიაში. „ფეისბუქზე“ ორივე არხი საკუთარ საინფორმაციოს პირდაპირ ეთერში სტრიმავს. აქ „მთავარი“ კონკურენტს სოლიდური უპირატესობით ამარცხებს. მიმდინარე კვირა რომ გავაანალიზოთ, შედეგები ასე გამოიყურება:


30 სექტემბერი - „მთავარი“ - 62 ათასი ნახვა.


„კურიერი“ - 55 ათასი ნახვა.

1 ოქტომბერი - „მთავარი“ - 43 ათასი ნახვა.

„კურიერი“ - 20 ათასი ნახვა.

2 ოქტომბერი - „მთავარი“ - 48 ათასი ნახვა.

„კურიერი“ - 27 ათასი ნახვა.

3 ოქტომბერი - „მთავარი“ - 25 ათასი ნახვა.

„კურიერი“ - 16 ათასი ნახვა.


როგორც ხედავთ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დღის შემაჯამებელ გამოშვებას ბევრად მეტი ადამიანი უყურებს, ვიდრე „კურიერს“.

0
240
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0