x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"არც შევარდნაძის კარის "ინწილიგენტად" ქცეულა, არც ბიძინეს "გადასარჩენად" გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება"-ცოტნე გამსახურდია
image

ცოტნე გამსახურდია ასე ეხმურება სოციალური ქსელით დიდი მაესტროს გია ყანჩელის გარდაცვალებას:


"გია ყანჩელი - ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და "ინწილიგენციას" ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს.

არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, "მასკვადან" ფირების და იქ - კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია.


არც შევარდნაძის კარის "ინწილიგენტად" ქცეულა, არც ბიძინეს "გადასარჩენად" გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა...

საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე - გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.

მართლაც რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება...

მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო..."-წერს სოციალურ ქსელში გამსახურდია.

image

1
149
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1