x
image
ღიმილიანი
" ასე მოვდივარ ყოველთვის და სტუდენტები არ მოდიან, ველოდები საათობით და არ ჩანანო.." - ტრისტან მახაური დღეს 60 წლის გახდებოდა

image


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი - ნინო ბერაძე ტრისტან მახაურის შესახებ:
"დაახლოებით ორი კვირის წინ უნივერსიტეტში მივედი,
ლექციებს შორის შუალედი მქონდა
და ვიფიქრე წავიკითხავ შუალედში-მეთქი, სანამ ლექცია დაიწყება.
კარი შევაღე და ლექტორი იჯდა, არც ერთი ბავშვი არ იყო
თავისი სტუდენტი ვეგონე და მითხრა შემოდი, შემოდიო.
მე ვუთხარი თქვენი სტუდენტი არ ვარ და იყოს გარეთ დავჯდები-მეთქი,
გარეთ მაგიდასთან დავჯექი და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ გამოვიდა აუდიტორიიდან, სახლში მიდიოდა, სტუდენტები რომ არ მივიდნენ.
რომ დამინახა, მოვიდა და მითხრა,
რატომ არ შემოხვედიო,
მე ვუთხარი აქ ვიმეცადინებდი, პრობლემა არ იყო-მეთქი.
მერე მითხრა
ასე მოვდივარ ყოველთვის და სტუდენტები არ მოდიან
ველოდები საათობით და არ ჩანანო.
ერთი კალონკაზე მუშაობს და მატყუებს ხოლმე მოვალო,
ერთი გოგო იჯდა კიდევ იმ მაგიდასთან და ორივეს ძაან შეგვეცოდა, ვთქვით როგორ შეიძლება ასეო,
ამ გოგომ მკითხა რისი ლექტორიაო,
მე არ ვიცნობდი, პირველად ვნახე
და ვუთხარი არ ვიცი-მეთქი.
მერე ფეისბუქში ვნახე მისი ფოტო, მის ავადმყოფობაზე წერდნენ
და ვიცანი ეს ხომ ის ლექტორი-მეთქი.
და გული ამეწვა ნეტა შევსულიყავი, იქნებ როგორ უნდოდა ლაპარაკი ან ლექციის ჩატარება-მეთქი
ხშირად მახსენდებოდა ამ დღეებში. " (04.01.2018)
image
image
ამ წერილის იმიტომ ვაქვეყნებ სტატიად, რომ ბევრმა სტუდენტმა წაიკითხოს..
დაიბადა 1959 წლის პირველ ოქტომბერს სოფელ გომეწარში და 58 წლის ასაკში, 2018 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. დღეს მას 60 წელი შეუსრულდებოდა. შესაძლოა ეს მშრალი თარიღები თქვენ არაფერს გეუბნებათ, მაგრამ
ვინც არ იცნობდა ბატონ ტრისტანს, მინდა ყველამ იცოდეს – მარტო სტუდენტებმა, მეგობრებმა და უნივერსიტეტმა კი არ დაკარგა შესანიშნავი ფოლკლორისტი, მეცნიერი და მელექსე, არამედ მთელმა საქართველომ!
ის იყო ცოცხალი ენციკლოპედია და ქართული ფოლკლორის უბადლო მცოდნე!
სიცოცხლეში რომ ვერ ვაფასებთ ადამიანებს, ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე...
3
1255
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1255
  
2019, 2 ოქტომბერი, 9:23
შვილებს ვფიცავარ, ცრემლები მომერია... ჩემი გოგონა წელს გახდა ფილოლოგი და გული მწყდება, რომ ბატონი ტრისტანის ლექციები არ ექნება((
2019, 2 ოქტომბერი, 2:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3