x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
მელაძე: მამუკა მდინარაძის ინიციატივით, ოცნების დეპუტატები მთავარ არხს ინტერვიუს არ აძლევენ
image



„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები „მთავარს“ ინტერვიუს მამუკა მდინარაძის ინიციატივით არ აძლევენ. მისი თქმით, ამის შესახებ მათ საერთო ჩატით აცნობეს და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა აუკრძალეს. ამის შესახებ კი დეპუტატებმა მათ თავად აცნობეს.


მელაძე ასევე ამბობს, რომ როდესაც „მთავარი“ ინფორმაციის დაზუსტებას რომელიმე პრესცენტრთან ცდილობს, ისინი პასუხს არ სცემენ, ხოლო მათ ინფორმაციას სამთავრობო მედიას გადასცემენ.



„!!! მამუკა მდინარაძის ინიციტივით, ქართული ოცნების დეპუტატები მთავარ არხს ინტერვიუს არ აძლევენ. პარტიული ვერტიკალის ამ გადაწყვეტიულებით შეწუხებულმა დეპუტატმა კი პირად საუბრებში დაგვიდასტურეს, რომ ბოიკოტირების ამბავი მათ ჩატით აცნობეს და აუკრძალეს ჩვენს კითხვებზე პასუხი გაცემა.



!!! როდესაც ინფორმაციას ვაზუსტებთ რომელიმე პრესცენტრთან, ამბავს მალავს, არ გვპასუხობს და ჩვენს ინფორმაციას სამთავრობო მედიას ეუბნება (გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებებიც და მიმოწერის ფოტოასლებიც)


!!! პრესცენტრების ნაწილი განზრახ არ გვეუბნება მათ ღონისძიებებს, ვითომ გამორჩათ...


საინტესოა ომში მუშაობა, მაინც სასწრაფოზე ადრე მივდივართ გადასაღებ მოედანზე...


რაც დავწერე, მტკიცებულებებს ვამზადებთ, ვთარგმნით და გავუგზავნით, საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, არასამთავრობეობს და დიპკორპუსს.“ - წერს ნოდარ მელაძე.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0