x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ძაღლი შინ არ ვარგოდაო..." ანუ მიშა ისევ საქართველოს უმიზნებს!

image

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ დარჩა. არც აქამდე ყოფილა, მაგრამ ახლა მას უკვე აღარავინ მიიღებს და შესაბამისად, "გეგმა B-ს" ძებნა უწევს.

ჯერ კიდევ მაისში, როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდა, ვწერდით, რომ დროის საკითხია, თუ როდის გამოაგდებდნენ მას უკრაინიდან. ოფიციალურად მას არავინ აგდებს, თუმცა არც არავინ იკარებს და უკვე თვითონაც ხვდება, რომ მას იქ მომავალი არ აქვს, პოლიტიკური, რა თქმა უნდა. სხვა მხრივ, შეუძლია დარჩეს და აძლიოს ტყუილ-მართალით ოსტატურად გაჯერებული ინტერვიუები
სხვადასხვა მედიასაშუალებას და პერიოდულად მომხრეებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრებიც გამართოს.


ვარაუდი, რომ უკრაინის პრეზიდნეტის გარემოცვა მიხეილ სააკაშვილს არ გაიკარებდა, გამართლდა. ახლა უკვე თავად ყოფილი პრეზიდენტის ლაპარაკობს, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ამის ერთი მიზეზი უკვე აღვნიშნეთ, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, მიშას კი ძალიან უნდა უკრაინაში განცდილი პოლიტიკური კრახის შემდეგ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, ხელისუფლებაში მოსვლა კი ხომ უნდა და უნდა...

გავიხსენოთ, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ივლისში გაიმართა, მისმა "ახალი ძალების მოძრაობამ" მხოლოდ 0.48% მიიღო.

"ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მოძრაობის მხარდაჭერებზე არ შევჩერდებით. საპარლამენტო არჩევნებმა ყველაფერი ნათლად აჩვენა. უფრო საინტერესო ის არის, რომ რატომღაც მას ეჩვენება, რომ ის ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელია:

"მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი", - ასეთია მისი ხედვა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის თავს ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელად ასახელებს. იხილეთ ვრცლად
2
93
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
93
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 30 სექტემბერი, 17:30
მომკლა ამის უსაფუძვლო ტრაბახმა.
0 1 2