x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"ამ ვიტამინს კბილები ამოყავს?" ფარმაცევტული კურიოზები

image
ფარმაცევტობა საპასუხისმგებლო, შრომატევადი და დამღლელი სამუშაოა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერთან ერთად ძალიან სახალისოც ყოფილა. აფთიაქში მომუშავე ერთ-ერთი ფარმაცევტი ანა ა. თბილისის ცენტრიდან გვიამბობს სახალისო დიალოგებს მომხმარებლებთან:

მოხუც ქალბატონს ვიტამინი შევთავაზე და თან ვუხსნი, სასარგებლოა, ძალას მატებს, ენერგიაზე მოყავხართ და აახალგაზრდავებსთქო და მეკითხება "კბილები არ ამოყავს შვილოო?"

ასპირინის და ნახშირის შეფუთვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ფარმაცევტს შეეშალა და მომხმარებელს შეცდომით ნახშირი გაატანა, ასპირინის ნაცვლად. ქალბატონს თურმე ტომატისთვის სჭირდებოდა. ჩაყარა ტომატში და რათქმაუნდა გააფუჭა. ცოტა ხანში მოიტანა გაშავებული ტომატი და აჰა თქვენ ჭამეთო. ფარმაცევტმა უპასუხა, პირიქით უკეთესია, ვინც შეჭამს აღარ შეიბერებაო.

არის პოლიჟენის ვიტამინი და პოლიჟინაქსის სანთელი. ფარმაცევტმა ვერ გაიგონა კარგად და ერთ-ერთ მომხმარებელს პოლიჟინაქსის სანთელი გაატანა, პოლიჟენის ვიტამინის ნაცვლად. მეორე დღეს მოვიდა იგივე ქალბატონი და "შვილო, ის კაფსულა ცუდად ისმევა, მერე მთელი დღე იჟოგა მაქვსო." სანთელს სვამდა თურმე.

ორი დღის წინათ მამაკაცი შემოვიდა და წამლები შეიძინა.რათქმაუნდა შევთავაზე რომ ჩვენი ბარათი თუ ჰქონდა, გავატარებდი და ქულები დაერიცხებოდა.


- არ მაქვსო- მოკლედ მომიჭრა.

- გაგიხსნითთქო.

-მეზარებაო.

- მაშინ ოჯახის წევრის ბარათი გექნებათ, იყოს მეუღლისთქო.

- ჩემი არ მყავს და ვისი ცოლის გითხრაო.

ამასწინათ თურქი მომხმარებელი შემოვიდა და ინგლისურად მკითხა, ინგლისური თუ იციო. კითქო. -მოკლედ, უნდა დამეხმარო, თითი ვიტკინეო. ვუხსნი ინგლისურად რა და როგორ გააკეთოს. ვერ იგებს. გამახსენდა გუგლი თრანსლეითი. ვთარგმნე თურქულად და ვუკითხავ. მაინც ვერ იგებს. ბოლოს ავდექი და მე თვითონ დავუმუშავე თითი. რომ გადიოდა, კარებიდან გადასარევი ქართულით მომაძახა ძალიან დიდი მადლობაო. ამ დროს შემოდის რუსი მომხმარებელი და მეკითხება - ვი პარუსკი გავარიწეო?imageქართულად კითქო, ავირიე უკვე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მასაც კარგად ესმოდა ქართული.

დღეს ერთი მომხმარებელი შემოვიდა და გაცინების საწინააღმდეგო წამალი თუ გაქვთო. გავამეორებინე და არ მომესმა, ნამდვილად გაცინების საწინააღმდეგო წამალი უნდოდა.

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ინა გელიშ
ინა გელიშ
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0