x
image
ანა ბეჟაშვილი
ნიკა გვარამია -"სომეხი მოდელი გოგო ძალიან უშნოა და ღარიბაშვილს გავს "
image

"მთავარი არხის " დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და სომეხი გოგონას, არმინე არუთინიანის "გუჩის " ჩვენებაზე გამოსვლას ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, გოგონა ნამდვილად უშნოა და მის მიმართ წამოსული უარყოფითი შეფასებებიც ადეკვატურია.

"-კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძალიან უშნო, თან რამე ფიშკა კი არ აქვს, რაც სიუშნოვეს საინტერესოს გახდის და სილამაზედ გადააქცევს. არა, ჩვეულებრივი, უშინაარსოდ უშნო გოგოა.

და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე. ეს პოლიტკორექტულობა ისედაც იდიოტიზმშია გადაზრდილი და ქართველები განსაკუთრებით მონდომებულები არიან ხოლმე ამ იდიოტიზმის ფარგლები კიდევ უფრო გააფართოვონ.

ბულინგი და დაცინვა როგორაა, გაუგებარია. გამოიყვანა და გვაჩვენა გუჩიმ და გვითხრა, რომ ნატურალური სილამაზე ესაა და უნდა აღვფრთოვანდეთ. ხოდა ჩვენი საპასუხო ემოცია რატომ არ შეიძლება გამოვხატოთ? სახლში ხომ არ მივაკითხეთ, სადღაც, წახნაძორში, ფოტო გადავუღეთ და დავცინით? არა. საჯაროდ მოხდა მისი პრეზენტაცია, მესიჯით - ნახეთ როგორი ნატურალურია და ლამაზი.


ხოდა, ნატურალურად უშნოა და ღარიბაშვილსაც გავს. ასეა ნამდვილად. და მინდა და ვამბობ."- წერს ნიკა გვარამია.

image


1
581
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
581
  
2019, 30 სექტემბერი, 13:11
ნიკა, ნეტა არ გაჟრიალებდეს რა, შენ კიდევ აფხორილ დედალსა გევხაარ:)))
0 1 1