x
სტუდენტის გვამი უნივერსიტეტის შენობაში 8 კვირის განმავლობაში ისე იყო, რომ ვერავინ შენიშნა
image


ახალ ზელანდიაში, კენტერბერის უნივერსიტეტის შენობაში, კერძოდ Sonoda Christchurch-ის საერთო საცხოვრებელში, 19 წლის სტუდენტის, მეისონ პენდროუსის გვამი დაახლოებით 8 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც საშინლად მძაფრმა სუნმა სტუდენტები ძალიან შეაწუხა.

image


მეისონი ცხოვრობდა საერთო საცხოვრებლის ბოლო ოთახში, რომელიც არასდროს ლაგდებოდა, შესაბამისად, მისი გვამი დროულად ვერ იქნა აღმოჩენილი.


image

გვამის პოვნისთანავე გამოიძახეს პოლიცია. რომელმაც მისი იდენტიფიკაციისთვის სამუშაოები ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ამავე სტუდენტის ნიჩბოსანთა ნაკრების წევრი მეისონ პენდროუსი გახლდათ, რომელიც მისი ახლობლების თქმით, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო, თუმცა ხშირად ტოვებდა საცხოვრებელს 1 კვირის განმავლობაში. მისი ახლობელი ადამიანები დაიბნნენ, როდესაც მეისონი დიდხანს აღარ გამოჩნდა.


განათლების მინისტრი, კრის ჰიპკინსი შეშფოთებულია მომხდარით და ამბობს, რომ როდესაც სტუდნეტი უამრავ ფულს იხდის “კამპუსში" საცხოვრებლად, უნივერსიტეტი ვალდებულია კარგი პირობების გარდა, მისი უსაფრთხოებაც უზრუნველყოს.

image

აღსანიშნავია, რომ კამპუსში ცხოვრება 16, 849 ახალ ზელანდიური დოლარი ჯდება, რაც კვირაში 400 დოლარზე მეტია. შესაბამისად, დაუშვებელია, რომ ოთახები მოუწესრიგებლად რჩებოდეს.


თუმცა მეისონის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0