x
10 ყველაზე გიჟური სამუშაო, რომელზეც ბევრი ჩვენგანი იოცნებებდა
დამეთანხმებით ალბათ, რომ საქართველო სამსახურების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და წარმოუდგენელია ბევრი ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოს შესასრულებლად ვინმეს დაქირავება მოგაფიქრდეთ. თუმცა საზღვარგარეთ შესაბამისი ბაზარი არსებობს და ხალხი სტაბილურად იკავებს აღნიშნულ პოზიციებს.

1. ეროტიული სათამაშოების გამომცდელი

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანებს ევალებათ, რომ საკუთარ თავზე გამოცადონ სექს-სათამაშოების ეფექტურობა და ხარისხი. ისინი დაახლოებით 28000 ევროს გამოიმუშავებენ წელიწადში.

image


2. ადამიანი საფრთხობელა

იმისათვის, რომ თქვენი მოსავალი ჩიტებისა და მღრღნელების მხრიდან განადგურებისგან დაიცვათ, აღარაა საკმარისი ხელოვნურად გაკეთებული საფრთხობელის შუაგულ ვენახში, ყანაში ან ბოსტანში ჩადგმა. ცხოველები და ფრინველები ხვდებიან, რომ მამაკაცის ტანისამოსში გამოწყობილ ჯოხებს მათთვის ზიანი არ მოაქვთ, ამიტომ თამამად შეექცევიან თქვენს ნაშრომს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი გლეხი ფულს იხდის რეალური საფრთხობელის შრომაში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში არ გევალებათ, რომ მთელი დღის განმავლობაში იდგეთ ხელებგაშლილი. მხოლოდ მაშინ ხართ ვალდებული წამოდგეთ და იმოქმედოთ, როდესაც “გამანადგურებელს" დაინახავთ. ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს კვირაში 250$-ს უხდიან.

image

3. ძაღლის საკვების დეგუსტატორი

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ოთხფეხა მეგობრები შვილივით უყვართ და მათზეც ისე ზრუნავენ, როგორც ბავშვზე იზრუნებდნენ, ამიტომ ბევრი მათგანისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი გემოს საკვებს მიირთმევს მისი ცხოველი. შესაბამისად არც არის გასაკვირი, რომ შეიქმნა ძაღლის საკვების დეგუსტატორის პოზიცია, რომლის დაკავების შემთხვევაშიც, წლიურად 20000 ევროს გამომუშავება შეგიძლიათ.

image

4. პროფესიონალი მომტირალი

არიან ადამიანები, რომლებსაც ახლობლის გარდაცვალებისას არ შეუძლიათ ემოციის გამოხატვა ან სხვადასხვა მიზეზის გამო, არ სურთ ცრემლებად დაღვრა. ამიტომ ისინი ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც მათ ნაცვლად იტირებენ დაკრძალვისას.

image

5. სირაქლემას ძიძა

წარმოგედგინათ, რომ ძიძა ადამიანის გარდა ფრინველსაც შეიძლებოდა ჰყოლოდა?! აღმოჩნდა, რომ სირაქლემების ერთმანეთში ჩხუბმა შეიძლება მათაც და სხვა ადამიანებსაც მიაყენოს ზიანი, შესაბამისად, საჭირო გახდა მათთვის მეთვალყურე, რათა “კონფლიქტისას" დააშოშმინოს.

image

6. პირადი დამხმარე ტანსაცმლის შერჩევის დარგში

აღნიშნული სამუშაო საკმაოდ სასიამოვნო შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი თქვენი უფროსი პრეტენზიული არაა და ნებისმიერ ტანსაცმელს იცვამს, რასაც თქვენ შეურჩევთ. თქვენ გევალებათ, რომ მის გარეგნობაზე იზრუნოთ და უთხრათ, თუ როგორ გამოიყურება ის კონკრეტულ ტანისამოსში.

image

7. საწოლების გამთბობი

დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცივ ზამთარში საწოლის გათბობის ფასად მზად არიან დაიქირაონ პერსონალი, რომელიც მათ დაწოლამდე გაათბობს საწოლს. აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაო არისტოკრატების დროიდან მოყოლებული არსებობს, თუმცა ამჟამად ამ პოზიციაზე დასაქმებული პერსონალი საკმაოდ კარგად ფასდება ფინანსურად. როგორც ერთ-ერთი რუსი დასაქმებული აცხადებს, იგი 1350 ევროს იღებს ყოველთვიურად ამ სამუშაოს შესრულებაში.

image

8. მატლების დამჭერი

მათ, ვისაც თევზაობა გიყვართ, შეგიძლიათ მატლების დამჭერი აიყვანოთ, რომ სატყუარა მოიმარაგოთ. მატლების დამჭერი 1 ჭიქა მატლებში საშუალოდ 8-დან 18 დოლარამდე გამოიმუშავებს.

image

9. პროფესიონალი მზუნველი

ადამიანის ცხოვრებაში არსებობს სასოწარკვეთილების მომენტები, როდესაც ისინი საკუთარ სატკივარს ვერავის უმხელენ, თუმცა გამჟღავნება და მზრუნველობა მნიშვნელოვნად დაეხმარებოდათ დეპრესიიდან გამოსვლაში. იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ სირთულეების ფსიქოლოგიურად გადალახვა, შეგიძლიათ დაიქირაოთ ადამიანი, რომელიც საათში 40 დოლარიდან 100 დოლარამდე, მზად არის, ჩაგეხუტოთ და დაგამშვიდოთ.

image

10. წყლის სასრიალოების გამომცდელი

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო სამსახურია და ანაზღაურებაც არცთუ ისე ურიგო. იმ შემთხვევაში, თუკი წყლის სასრიალოების გამომცდელის ანაზღაურებას შევკრებთ, წელიწადში საშუალოდ 30000 დოლარი გამოდის.

image

1
93
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
93
  
2019, 13 სექტემბერი, 2:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1