x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ნოდარ მელაძე: პრესამსახურებს დაავალეს არ უპასუხონ ტელეფონზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს
image



„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამთავრობო ღონისძიებებზე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს არ იწვევენ. მისივე თქმით, პრესამსახურებს მისცეს დავალება, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს სატელეფონო ზარებზე არ უპასუხონ.


„ხელისუფლების ახალი ტრენდი:


1. ღონისძიებებზე, სადაც არიან მთავრობის წევრები, არ იწვევენ დამოუკიდებელ მედიას. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ღონისძიების შესახებ არ უთხრეს და ინფორმაცია დაუმალეს, მთავარ არხს, ტვ პირველს და კავკასიას.



2. პრესამსახურებს დაავალეს არ უპასუხონ ტელეფონზე მთავარი არხის ჟურნალისტებს. დღეს ერთ ერთ პრესმდივანი, რომელსაც ვთხოვეთ ინტერვიუ, არ გვპასუხობედა, შემდეგ მესიჯი მივწერეთ ამ მესიჯს უფორვარდება მის კურატორს, შეეშალა და ჩვენს ჟურნალისტთან ჩააგდო ეს მესიჯი. "ციტატა კი მითხარით არ უპასუხოო მაგრამ რა უნდა ვქნა რეკავს"


როცა გდევნიან უფრო ძლიერდები.“ - წერს ნოდარ მელაძე.

1
67
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
67
  
2019, 25 სექტემბერი, 10:18
ნეტა ვის რაში ადარდებთ, რააა...
0 1 1