x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სკანდალი: ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ

image


საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ხელისუფლება დღემდე აშანტაჟებს ადამიანებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატებსაც. აღნიშნული განცხადება ბესელიამ „მთავარ არხზე“, გადაცემა „ღამის მთავარში“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე ისაუბრა.


„პირველი ეს ჩანაწერი, უკანონო ჩანაწერი რაც გავრცელდა, ნამდვილად არის ჩაწერილი წინა ხელისუფლების დროს, თუმცა ეს არის მონტაჟი, ახლა რაც გავრცელდა. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ ვერ გაბედა. მე ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. არც მაშინ შემშინებია და არც დღეს. კიდევ, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ამ ღია ბრძოლაში შევსულიყავი, ვიცი, რომ არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც ამით აშანტაჟებენ დღეს და რაღაცნაირად მინდა მაგალითი მივცე.“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.


ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არიან ეს ადამიანები და არიან თუ არა ისინი ხელისუფლების წევრები, ბესელიამ თქვა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, მათ შორის უმრავლესობის წევრები, რომლებსაც ეს თავად უთქვამთ მისთვის. თუმცა იგი მათ ვინაობას ვერ გაამხელს.



2
399
2-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
399
  
2019, 26 სექტემბერი, 11:37
რა გახდა ამათი პირადი ცხოვრება,ისედაც ვიცით,ვინ ვინ არის.
2019, 25 სექტემბერი, 0:47
აქ რა არის სკანდალი?????? აქამდე არ იცოდით????? ახალი თქვა რამე თუ არ იკადრებენ?????
0 1 2