x
ფრაზები, რომლებითაც კაცის მანიპულირებას შეძლებთ
image


საქმე ეხება არა გამონათქვამებს და არც მაგიურ ხუმრობებს. ეს უბრალო ფრაზებია, რომლებიც მართლაც საოცრებებს ახდენენ.


მადლობა


ხშირად გვავიწყდება ვთქვათ "მადლობა" რაიმე კარგისთვის, რასაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანი აკეთებს. ხშირად ისე ვიღებთ ყველაფერს, თითქოს ვალდებული იყოს. დაიმახსოვრეთ: არავინ არავის წინაშე ვალდებული არაა. თუ მამაკაცი თქვენთვის რამეს აკეთებს, ნიშნავს, რომ მას ამის კეთება ნამდვილად უნდა. უბრალოდ არ დაივიწყოთ მადლობის გადახდა.



მაპატიე


იდეალური ადამიანები არ არსებობენ! პატიების თხოვნა შეცდომებზე- ჭკვიანი ქალის მთავარი ნიშანია. ასე რომ დაიმსახურეთ საყვარელი მამაკაცის პატივისცემა, და ამით მაგალითი მიეცით, რომ საკუთარ შეცდომებზე მანაც მოიხადოს ბოდიში.


ყველაზე საუკეთესო ხარ


ყველა მამაკაცს აქვს ისეთი ღირსება, რომლის გამოც შეიძლება აღფრთოვანდეთ. დაიმახსოვრეთ, ეს უნდა იყოს ჭეშმარიტი აღფრთოვანება, წრფელი გულით. ნაძალადევად ნათქვამ სიტყვებს უკუეფექტი აქვს.


მართალი ხარ


ამ ფრაზამ შეიძლება ნებისმიერი კამათი ჩააცხროს! მისი წაროთქმისას სიმშვიდე გმართებთ, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. მამაკაცს ძალიან ესიამოვნება, თუ მის სიმართლეს აღიარებთ. ამასთანავე მშვიდ გარემოში თქვენც გაცილებით ადვილად მოახერხებთ მიზნის მიღწევას.


აღფრთოვანებული ვარ შენით


ეს ფრაზა მაშინ უნდა გამოიყენოთ, როცა მამაკაცი ისეთ რამეს აკეთებს, რაშიც ნამდვილად აქვს ტალანტი. დარწმუნებული იყავით, ეს ფრაზა კაცის გულისთვის მალამოსავითაა.


მე შენი მჯერა


ყველაზე რთულ სიტუაციაში ფრაზის " ხომ გეუბნებოდის" ნაცვლად უთხარით: "მჯერა, რომ თავს გაართმევ". ასეთ მხარდაჭერას კაცი აუცილებლად დაგიფასებთ.


კაცის სახელი


ყველა ადამიანისთვის მისი სახელი განსაკუთრებულად ჟღერს. ამიტომ ნებისმიერი თხოვნა უმჯობესია სახელის დაძახებით დაიწყოთ.




ასევე ნახეთ

რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ


რატომ არის პირველი განქორწინება კარმისთვის კარგი?


რისი ეშინიათ მამაკაცებს საწოლში?


როგორი ფანტაზიები აქვთ ქალსა და მამაკაცს სექსში


რამდენი სექსია საჭირო ბედნიერებისთვის?- ამ კითხვაზე მეცნიერებმა პასუხი გასცეს

0
288
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0