x
ამ შეცდომებს კაცი არასდროს გაპატიებთ
image


"ბოდიში, მეტჯერ არ ვიზამ "– ეს ფრაზა მოქმედებს მაშინ, როცა საქმე დედას და შვილს ეხება ლარნაკის გატეხვისას. მაგრამ მამაკაცთან ურთიერთობისას ეს უკვე აღარ გამოგადგებათ: არის რაღაცები, რასაც ისინი ადვილად არ ივიწყებენ.


შედარება


არასდროს და არანაირ გარემოებაში არ შეადაროთ თქვენი მამაკაცი სხვას. მაშინაც კი, როცა ის "სხვა" თქვენთან ურთიერთობაში არ იყო. არცერთი მამაკაცი არ მოითმენს ასეთ გაუაზრებელ შეჯიბრს. ის თქვენთვის განსაზღვრულად ერთადერთი და ყველაზე საუკეთესო უნდა იყოს. ხოლო ფრაზა:" ის ასე არ აკეთებს/აკეთებს/ამბობს/თვლის/ფიქრობს..." და ა.შ. ჯობია საერთოდ დაივიწყოთ. ყველაზე მეტად აკრძალულია მამაკაცის ყოფილთან შედარება, არც მისი დადებითი და არც უარყოფითი თვისებების. თვითონ ფაქტი, რომ თქვენ ამაზე ფიქრობთ, მამაკაცისთვის მტკივნეულია.



მუდმივი მიჯაჭვულობა


ზოგიერთი ქალი საერთოდ ვერ გრძნობს პარტნიორის განწყობას და უყვარს ნებისმიერი მიზეზით მის გვერდით ყოფნა. თუნდაც უმიზეზოდ. ყველა არაა მზად დაუსრულებლად იცხოვროს მიჯაჭვულობით. რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა აივსება და მამაკაცი წავა, კარსაც ხმაურით გაიხურავს.


საჯარო კრიტიკა


პირველ რიგში, ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კამათის სახლიდან "გატანა" არ შეიძლება. ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ, შეგიძლიათ ცალკე უთხრათ. ხოლო საჯაროდ და მითუმეტეს სამეგობრო წრეში ენას კბილი უნდა დააჭიროთ. არანაირი სკანდალები და კრიტიკა ფართო მასების წინაშე. მაგალითი შეგიძლიათ ირინა შეიკისგან აიღოთ. მთელი მსოფლიო მის ქმარსა და სხვა ქალის რომანზე საუბრობდა, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია.


თუ თავს ვერ თოკავთ, და ხვდებით, რომ გაჩერება თქვენს ძალებს აღემატება, დაფიქრდით- მზად ხართ თუ არა წუთიერი სისუსტით სამუდამოდ დაკარგოთ რჩეულის ნდობა და პატივისცემა? შეიძლება მან ეს "გამოსვლა" არასდროს გაპატიოთ.


ეჭვიანობა


ეჭვიანობა როგორც სასარგებლო, ასევე საზიანოც შეიძლება იყოს. ზომერად ეჭვიანობამ შეიძლება მიძინებული ვნება გამოაღვიძოს, მაგრამ ეჭვიანობა თუ ექსპანსიურ იდეებში გადაიზარდა, ეს უკვე ძალიან ცუდია. მამაკაცი ვერ აიტანს მასზე გადაჭარბებულ კონტროლს და მითუმეტეს თქვენსკენ არ გამოიხედავს, თუ მის ტელეფონში ჩაძვრებით მესიჯების წასაკითხად. გახსოვდეთ, რომ ნდობა ყველა ურთიერთობაში უპირველესია. ეჭვიანობა სანელებლებივითაა, მას ძირითადი საჭმლით ვერ შეცვლით.


სიახლოვეზე უარის თქმა


სექსით ვერავის დააშანტაჟებ- ეს აქსიომაა. თუ თქვენ გაქვთ სიახლოვეზე უარის თქმის რეალური მიზეზი და თუ შეყვარებულმა ამის შესახებ იცის, მაშინ ეს სხვა ამბავია. თუ უბრალოდ განწყობა არ გაქვთ- ესეც გასათვალისწინებელია. მაგრამ თუ თავად არ ხართ წინააღმდეგი და სპეციალურად უარს ამბობთ- ის ამას მაინც მიხვდება. და ძალიან, ძალიან განაწყენდება. პირველი- რაზეც ის გაიფიქრებს ისაა, რომ თქვენ ვინმე სხვა გყავთ. მეორე - თქვენ ის არ გიყვართ.






ასევე ნახეთ

რამდენი სექსია საჭირო ბედნიერებისთვის?- ამ კითხვაზე მეცნიერებმა პასუხი გასცეს


ბისექსუალი ვარსკვლავები, რომელთა გამოც მამაკაცები ჭკუას კარგავენ


როგორი ფანტაზიები აქვთ ქალსა და მამაკაცს სექსში


სექსის 7 სახეობა, რომლებიც ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოს


გოგომ ბიჭის ღალატი სურათზე ერთი დეტალით გაიგო


სად გიყურებთ მამაკაცი პირველი შეხედვისას? ქალებმა ეს უნდა იცოდეთ



0
403
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0