x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აღმოაჩინეს ბავშვები, რომლებსაც 12 წლის ასაკში სქესი ეცვლებათ

image


უჩვეულო მოვლენის შესახებ ამცნო მაყურებელს BBC Two-ს წამყვანმა მ. მოსლიმ ( Michael Mosley). აღმოჩნდამ რომ სოფ. ლას სალინასში (დომინიკელთა რესპუბლიკა), ზოგიერთ გოგონას, უფრო სწორედ, ყოველი 90-დან ერთს, 12 წლის ასაკში, სქესი ეცვლაბა. წამყვანმა გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, რომ ამ მოვლენას ადგილობრივები «Guevedoces» ეძახიან — რაც თარგმანში «მამაკაცის სასქესო ორგანოს წარმოქმნას ნიშნავს».


image


მოზლიმ გადაცემაში ისაუბრა 24 წლის ჯონის შესახებ, რომელმაც მსგავსი მეტამორფოზა გაიარა.

— მას ადრე ფელისიტა ერქვა და ისე ზრდიდნენ, როგორც გოგონას. სკოლაში, როგორც სხვა გოგონები, ისიც წითელი კაბით დადიოდა და შვიდ წლამდე, გოგონებთან თამაშობდა. ჯონი მომიყვა რომ დროთა განმავლობაში, მასში კაბების ტარება და გოგონებთან დროის გატარება, დისკომფორტს იწვევდა. ხოლო, პისტოლეტები და ბიჭებისთვის განკუთვნილი სხვა სათამაშოები, მისთვის უფრო მისაღები იყო. თანდათანობით, შინაგან ცვლილებებს, გარეგანიც დაემატა და ჯონი სრულყოფილ ყმაწვილ-კაცად ჩამოყალიბდა. როგორც მან გაიხსენა, ამასთან შეგუება, ყველაზე მეტად, მის თანაკლასელებს გაუჭირდათ – აღნიშნა წამყვანმა.

დღეს ჯონი ისე გამოიყურება, როგორც ნებისმიერი მისი ასაკის ახალგაზრდა.


image


ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ ბავშვებით, რომლებიც 12 წლის ასაკში სქესი ეცვლებათ, მეცნიერებიც დაინტერესდნენ. ისინი სოფელში ჩავიდნენ და სიტუაცია ადგილზე შეისწავლეს. მათი დასკვნა კი ასეთია: ბუნებრივი გზით სქესის შეცვლის მიზეზი ის არის, რომ ახალშობილს ორგანიზმში 5α-რედუქტაზას ფერმენტი აკლია, რომელიც სასქესო ორგანოების ფორმირებაზე არის პასუხისმგებელი. როგორც ჩანს ეს სოფლის დამფუძნებლისგან მოდის – სავარაუდოდ, ის ჰეტეროზიგოტი იყო. ხოლო, მოსახლეობის შეზღუდულმა პოპულაციამ, ამ მოვლენების ხშირი გამოვლინება გამოიწვია.

აღნიშნული ფერმენტის არ არსებობის შემთხვევაში, ბავშვი მდედრობითი სქესის გარეგანი სასქესო ორგანოებით იბადება, რომელიც მოგვიანებით, მამრობით სასქესო ორგანოში ტრანსფორმირდება. «გარდაქმნის» შემდეგ, ყოფილი გოგონები, ბიჭებისგან სიმაღლით (ისინი უფრო ტანმორჩილები არიან), სახეზე ბეწვის საფარის ნაკლებობით და პროსტატის ჯირკვლის მცირე ზომით გამოირჩევიან. ასეთ მამაკაცებს შეუძლიათ იყოლიონ შვილები და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ.

imageimageimageimageimageimageimage






0
836
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0