x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბავშვის აღზრდაში დაშვებული 7 მთავარი შეცდომა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მის მომავალზე

მშობლები უდიდეს ძალას და ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს არაფერი მოაკლონ და ყველაფერი საუკეთესო მისცენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმეტი სიყვარული და ზრუნვა, ხელს უშლის მათში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და ლიდერის უნარების განვითარებას.

აღნიშნული საკითხი დეტალურად შეისწავლა ლიდერობის ამერიკელმა ექსპერტმა ტიმ ელმორმა (Tim Elmore) (25 აღმზრდელობითი წიგნის და არაერთი ბესტსელერის ავტორი, Growing Leaders («ლიდერის აღზრდა») ორგანიზაციის პრეზიდენტი) და მშობლების მიერ დაშვებული ტიპიური შეცდომები გამოავლინა, რომლებიც ხელს უშლის ბავშვს, მომავალში, წარმატების მოპოვებაში.

ქვემოთ გთავაზობთ ტიმ ელმორის სტატიას, რომელშიც საუბარია 7 შეცდომაზე, რომელსაც მშობლები ყველაზე ხშირად უშვებენ ბავშვის აღზრდისას:


image


1. არ ვაძლევთ უფლებას, რომ რისკი გამოსცადოს


ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ყოველ ნაბიჯზე საფრთხე გველის. ვაცნობიერებთ რა, ამ მდგომარეობას, ყველანაირად ვცდილობთ ბავშვების დაცვას. ევროპელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მშობლების მზრუნველობა შეიძლება ცუდად შემოუბრუნდეთ მომავალში ბავშვებს. თუ ის მეტისმეტად ჩაკეტილ გარემოში იზრდება ან დედის «კალთაზეა გამობმული», თუნდაც ეზოში ჩასვლის და თამაშის უფლება არა აქვს, ზრდასრულ ასაკში, ხშირად ემართებათ სხვადასხვა სასის კომპლექსები და ფობიები.

imageბავშვისთვის აუცილებელია, რომ რამდენჯერმე დაეცეს, რომ ადგომა ისწავლოს და ამაში საშიში არაფერია. მოზარდმა კიდევაც უნდა იჩხუბოს და პირველი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული, სიმწარეც უნდა გამოსცადოს, – ეს იმისთვის, რომ ემოციურად მომწიფდეს და ურთიერთობაში დაშვებული შეცდომების გაანალიზება შეძლოს.

თუ მშობლები ბავშვების ცხოვრებიდან ყველა შესაძლო რისკს გამორიცხავენ, დიდია იმის შანსი, რომ ის მომავალში ქედმაღალი და ამპარტავანი გახდეს.



2. დასახმარებლად მეტისმეტად სწრაფად მივდივართ


ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერში «დავეხმაროთ» ბავშვს და მზრუნველობას არ ვაკლებთ მას, რითაც მას შესაძლებლობას არ ვაძლევთ, რომ თავად მოაგვაროს საკუთარი პრობლემა და რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს. ასეთი მიდგომა მას სირთულესთან ბრძოლის სურვილს უკარგავს, რაც საფრთხეს უქმნის მის ადაპტაციას ზრდასრული ცხოვრებისთვის.

ადრე. თუ გვიან, ბავშვი ეჩვევა, რომ ვიღაც «დასახმარებლად მოვა». რეალურ ცხოვრებაში კი, ასე არ ხდება.



3. ძალიან მძაფრად გამოვხატავთ აღფრთოვანებას


როდესაც დედა და მამა საკუთარი შვილით მუდამ აღფრთოვანებულები არიან, ჯერ ბავშვი ეჩვევა ამ სიტუაციას. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ის რეალობას ეჯახება და იმედგაცრუება ეუფლება, რადგან ხვდება, რომ ის შესანიშნავი, მხოლოდ საკუთარი მშობლებისთვის არის. ხოლო სხვები, ამას ვერც კი ამჩნევენ და მას ეჭვი ეპარებათ საკუთარი მშობლების თვალსაზრისში. ბავშვს, რა თქმა უნდა, სიამოვნებს, რომ აქებენ, მაგრამ ხვდება, რომ ამაში მისი დამსახურება არ არის.

თუ ჩვენ ძალიან მარტივად აღფრთივანდებით, ბავშვები ყველაფრის გაზვიადებას იწყებენ და ტყუილს ეჩვევიან, თავს არიდებენ რთულ სიტუაციებს. ხოლო, როდესაც იზრდება, მათთან გამკლავების უნარ არ გააჩნიათ.



4. წარმატებისკენ სწრაფვას, დანაშაულის გრძნობით ვაფერხებთ


არ არის საჭირო, რომ ბავშვს ყოველთვის ვუყვარდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის «არას» თქმა, რომ მათ საკუთარი სურვილის და მოთხოვნილებისთვის ბრძოლა ისწავლონ. ბავშვს უნდა ვაჩვენოთ, რომ წარმატება, მის მიერ გამოჩენილ ძალისხმევაზე და კარგ საქციელზეა დამოკიდებული.

ხშირად ბავშვებს იმას ვაძლევთ, რასაც ითხოვენ და ამას მათ წასახალისებლად ვაკეთებთ. ხოლო, თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, მაშინ ვთვლით, რომ რომელიმე ბავშვის დანარჩენებისგან გამორჩევა კარგი არ იქნება და ერთის დამსახურების გამო, ყველას წავახალისებთ ხოლმე. ცხოვრებაში კი, მსგავსი რამ არ არსებობს. ხოლო, თუ ოჯახში ურთიერთობები მხოლოდ მატერიალურ ჯილდოზეა აგებული, ბავშვებს შინაგანი მოტივაცია და სიყვარულის განცდა ეკარგებათ.



5. არ ვუზიარებთ მათ ჩვენი წარსულის შეცდომებს


დადგება დრო და მოზარდს «ფრთების გაშლა» და საკუთარი გამოცდილების დაგროვება მოუნდება. მათ, რა თქმა უნდა, ამის უფლება უნდა მივცეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალობის გაცნობაში არ უნდა დავეხმაროთ .

გაუზიარეთ მათ საკუთარი შეცდომები, რომელსაც მათ ასაკში უშვებდით, მაგრამ მორალის კითხვას ნუ მოჰყვებით – ასეთი გაკვეთილი, მოზარდის მიერ, მაშინვე უარყოფილი იქნება. ბავშვები მზად უნდა იყვნენ რეალობასთან შესახვედრად და მათ საკუთარ გადაწყვეტილების შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლონ. გაუზიარეთ, თუ რას გრძნობდით თქვენ მსგავს სიტუაციაში, როგორ მოაგვარეთ პრობლემა და რა ისწავლეთ.



6. ვთვლით, რომ ინტელექტი და ნიჭი – სიმწიფეა


ბავშვის ინტელექტი, ხშირად ისე აღიქმება, როგორც სიმწიფის დონე. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვის მშობლები თვლიან, რომ ჭკვიანი ბავშვი მზად არის რეალურ სამყაროსთან შესახვედრად. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.image

მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ნიჭიერია, რომელიმე ან რამდენიმე სფეროში, იმას არ ნიშნავს, რომ ის ყველაფერს მარტივად გაუმკლავდება. არ არსებობს ზუსტი წესი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეიძლება ბავშვისთვის სრული თავისუფლების მიცემა, მაგრამ ბავშვისთვის არც ბავშვობის დაკარგვა შეიძლება. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, ის მაინც ბავშვია. დააკვირდით მის თანატოლებს და ბავშვის თავისუფლენის ხარისხიც იმის მიხედვით განსაზღვრეთ.



7. ჩვენ თავად არ ვაკეთებთ იმას, რასაც ბავშვს ვასწავლით


ყოველი მშობლის პასუხისმგებლობაა – დაეხმაროს შვილს ცხოვრების მოდელის შექმნაში – ცხოვრების ფორმირებაში, რომელშიც ის მთავარ როლს შეასრულებს და პასუხისმგებელი იქნება საკუთარ სიტყვებზე და ქმედებებზე. ამისთვის კი, თავად მშობელი უნდა იყოს ასეთი. რადგან ბავშვი სიტყვებით კი არა სწავლობს, მაგალითს თქვენი ქმედებიდან იღებს. როგორც ინგლისელები ამბობენ: «ნუ აღზრდით ბავშვებს, ისინი მაინც თქვენ დაგემსგავსებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი».

imageimageimageimageimageimageimage








0
287
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0