x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
"აი, ამიტომ დაურეკა ბიძინამ ხაზარაძეს და ამიტომ დაუტოვა ის 30 მილიონი და არა იმიტომ რომ..."
image

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს და "ქართული ოცნების" მომხრეებს მიმართავს".


მისი თქმით, ისინი ტავს ისულელებენ და ამის გამო მარტივად ახსნის რა გაირკვა ხაზარაძის და ივანიშვილის მონაყოლიდან.


„ქართული ოცნების„ მომხრეებს, თავს რომ ისულელებთ, შევეცდები მარტივად აგიხსნათ რა ირკვევა ხაზარაძის და ივანიშვილის მონაყოლიდან:

ვანო ჩხარტიშვილი სხვადასხვა ბიზნესმენებს უჩიოდა ერთი და იგივე საფუძვლით და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთი და იგივე მოსამართლესთან. ამ საფუძვლით ერთ დღეს უჩივლა ხაზარაძესაც და მოთხოვა 30 მილიონი. ხაზარაძემ რომ ნახა, ჩხარტიშვილს საერთო სასამართლოებში ყველაფერი დალაგებული აქვს (სავარაუდოდო ივანიშვილის მეშვეობით), ყველა საქმე ერთ მოსამართლესთან ხვდება და ის მოსმართლე ეგრევე აყადაღებს მეორე მხარის ქონებას, გადაწყვიტა სხვა მხრიდან მოევლო.


სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა და კანონის იმ მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რომლის გამოყენებითაც ბიზნესმენების ქონებას ყადაღა ედებოდა. (მგონი იგივე მუხლი ჰქონდა გასაჩივრებული რ2-საც). რადგან ივანიშვილს საკონსტიტუციოში სიტუაცია ისე არ ქონდა დალაგებული, როგორც საერთო სასამართლოებში და შანსი იყო ხაზარაზის სარჩელი სასამართლოს დაეკმაყოფილებინა, ბიძინამ და ვანომ იფიქრეს, თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდა, კანონი იცვლება და ამ მუხლს ვეღარავის წინააღმდეგ ვეღარ გამოვიყენებთ, ამას სჯობს ხაზარაძეს ის 30 მილიონი შევარჩინოთ, სარჩელს თუ გამოიტანსო.

აი, ამიტომ დაურეკა ბიძინამ ხაზარაძეს და ამიტომ დაუტოვა ის 30 მილიონი და არა იმიტომ რომ ხაზარაძისთვის სიკეთე უნდოდა. მთელი ეს ისტორია რომ არ უძღოდეს ამ ყველაფერს, ბუნებრივია ცალკე აღებული სამი ბიზნესმენის შეკრებაში და საქმის გარჩევაში უკანონო არაფერი არაა. ბიზნესმენების ერთმანეთში მორიგებას კანონი არ კრძალავს. ცალკე და ერთ-ერთი მთავარი საკითხია რა უნდოდა ამ შეხვერდაზე გენპროკურორს. დავიჯერო გენპროკურორი ბიზნესმენების ყველა საქმის გარჩევას ესწრება?

0
589
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
589
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0