x
მეტი
  • 21.09.2024
  • სტატია:137156
  • ვიდეო:351963
  • სურათი:511241
ვანო ჯავახიშვილი მამუკა ბახტაძეს ურჩევს ანაფორა ჩაიცვას
image


ვანო ჯავახიშვილის „ვანოს შოუს“ გადაცემამ „მთავარ არხზე“ ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო. იუმორისტული შოუ ეთერში დეკორაციების გარეშე სახელდახელოდ მოწყობილი საველე სტუდიიდან გავიდა.


პირველი გადაცემის მთავარი თემა ხელისუფლებაში ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებები გახდა. წამყვანმა თავის მონოლოგში რჩევა მისცა უკვე ყოფილ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს.


„მოკლედ, რჩევა მინდა მივცე მამუკა ბახტაძეს: თუ შენც გიორგი კვირიკაშვილივით აპირებ მონასტერში წასვლას, პიჯაკები სულ გასკდებოდა ტანზე და ახლა ანაფორა მაინც ჩაიცვი შე კაი ადამიანო, ხომ შეიძლება“ - თქვა გადაცემის პროლოგში ჯავახიშვილმა.



შეგახსენებთ რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0