ვარსკვლავები ცნობილი მოდელები, რომლებმაც სქესი შეიცვალეს 2019, 13 სექტემბერი, 13:34 თუ ეს მოდელები აქამდე გინახავთ, საეჭვოა გაგეფიქრათ, რომ ისინი ადრე კაცები იყვნენ. ჰორმონალური წამლების რეგულარული მიღება და სქესის შეცვლის ოპერაცია- ეს მსხვერპლი ცოტა არაა, რომელიც მათ გაიღეს იმისთვის, რომ თავის საკუთარ სხეულში ეგრნოთ. ანხელა პონსე ძნელი წარმოსადგენია, რა დაემართებოდა " მის ესპანეთი 2018"-ის ათასობით მაყურებელს, როცა გვირგვინი ანხელას დაადგეს. სხვა კონკურსანტებსაც საეჭვოა მსგავსი ძალისხმევა ჩაედოთ გამარჯვებაში, როგორც პონსემ. მას შემდეგ რაც ანხელამ გამარჯვებას გემო გაუგო, გადაწყვიტა არ გაჩერებულიყო და ახალი მიზანი დაისახა – " მის სამყარო", მითუმეტეს რომ უკვე კონკურსის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ვალენტინა სამპაიო ამ მოდელის სქესის შეცვლამდე ცხოვრებაზე ნაკლებადაა ცნობილი. ცოტამ თუ იცის, როგორი იყო მისის მამაკაცური სახელი და ის მითუმეტეს, როდის გაიკეთა ოპერაცია. მეორე მხრივ ასეთი ინფორმაციის ცოდნა არაა მნიშვნელოვანი მის სილამაზესთან და კარიერულ წარმატებასთან. 22 წლის ასაკში მან მოახერხა და სამოდელო ბიზნესში გაიბრწყინა, როგორც Victoria's Secret -ის პირველ ტრანსგენდერი მოდელი და ფრანგული Vogue-ის ყდაზეც მოხვედრილიყო. გარდა ამისა სამპაიო ბრენდ L'Oreal-ის სახეა ბრაზილიაში. კარმენ კარერა იქამდე, ვიდრე კარმენის ფიგურის დანახვით ქალები შურით გასკდებოდნენ, ის კაცი იყო და კრისტოფერ რომანი ერქვა. მისი მთავარი ვნება Drag Queen Show იყო და მხოლოდ ერთადერთზე ოცნებობდა, როდის შეძლებდა ქალად ყოფნას. სქესის შეცვლის შემდეგ გადაწყვიტა მოდელი გამხდარიყო და კასტინგებზე დაიწყო სიარული. Victoria’s Secret აღმოჩნდა პირველი, რომელმაც მასთან პირველი კონტრაქტი გააფორმა. სამაგიეროდ მისი პირადი ცხოვრება აირია. კარმენი შეყვარებულზე დაქორწინდა, რომელსაც მანამდეც ხვდებოდა, ვიდრე მამაკაცი იყო. ასევე ვნახეთ როგორ გამოიყურება ყველაზე ლამაზი ქალი პოლიციელი ცნობილი ახალგაზრები, რომლებსაც ზედმეტი წონა აქვთ ყველაზე დიდ ცხვირიანი მსახიობები (ფოტოები) ცნობილი ქალები, რომლებიც ადრე კაცები იყვნენ ინტიმური ფოტოების გაცვლა გასართობ თამაშში გადაიზარდა 49 წლის ქალბატონი 220 უიღბლო პაემნის შემდეგ ძაღლზე გათხოვდა 233 1-ს მოსწონს
|