x
image
ნათია ჩხაიძე
49 წლის ქალბატონი 220 უიღბლო პაემნის შემდეგ ძაღლზე გათხოვდა

image


დიდი ბრიტანეთის ქალაქ ასკოტში 49 წლის ელიზაბეტ ჰოვარდმა შეძლო 220 უიღბლო პაემნის შემდეგ ძლიერი სქესი გაეკვირვებინა. ელიზაბეტი ორჯერ იყო დანიშნული, მაგრამ არცერთ საქმროსთან ქორწილი არ შედგა. ქალი ჰყვება: რვა წლის განმავლობაში ექვს გასაცნობ საიტზე 220 პაემანი მქონდა, მაგრამ პაემანი კი არა, კატასტროფა იყო".


ელიზაბეტს "კატასტროფების" შემდეგ გვერდში მხოლოდ მისი ექვსი წლის ოქროსფერი როტვეილერი, სახელად ლოგანი, ედგა. და ერთხელაც, როცა ის ძაღლს ეფერებოდა, გაიფიქრა: " ის ხომ საუკეთესოა, რად მინდა სხვისი ძებნა".


"ლოგანს არასდროს მივუტოვებივარ და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ჭკუიდან შევიშალე, მაგრამ ეს ასეა"- ამბობს ელიზაბეტი.


ახლა კი ელიზაბეტი ცდილობს მისი და ლოგანის საქორწინო ურთიერთობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანეობმაც დაადასტურონ. თავად ცერემონია კი უკვე დაგეგმილია. ცერემონია მოკრძალებული იქნება : 20 სტუმარი, ცილინდრი და "პეპელა" სასიძოსთვის, ქორწინების ბეჭედი პატარძლისთვის და ორი ჰასკი, მეჯვარეთა რანგში... შემდეგ კი ისინი თაფლობის თვეში ოტელში წავლენ, რომელიც ძაღლებისთვისაა გათვალისწინებული.






ასევე ნახეთ

ქალი ქმარს სამ ქალთან იყოფს და ამით ამაყობს


"ჩვენ ფეხებს არ ვიპარსავთ" - სინქრონული მოცურავე მარია შუროჩკინა


ცოლ-ქმარს გოგო შეუყვარდათ და შვედური ოჯახი შექმნეს


გოგონას ისტორია, რომელიც 7 წელი მძევლობაში იყო


თვალებს არ დაუჯერებთ - გრენლანდია დნება!! ნახე ის, რაც მეცნიერებს აშინებთ (ვიდეო)

0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0