x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ შემოვუნახოთ სკოლის პირველი დღის ემოცია ჩვენს შვილებს ისე, რომ არასდროს დაავიწყდეთ?
image

სკოლის პირველი დღიდან ყველა ჩვენგანს გვაქვს მოგონებები შემორჩენილი, რომელიც ოჯახის ფოტოალბომის გადაშლისას თავს გვახსენებს. ზოგიერთი ჩვენგანი აცრემლებული ზის მერხთან, ზოგს მასწავლებლისთვის ყვავილები მიაქვს და იცინის, ზოგი კი ისე „გაშინაურდა“, რომ ახალ თანაკლასელებთან გადაღებული ფოტოსურათებიც კი ამშვენებს მის ალბომს.


რა იქნებოდა ეს მოგონებები იმ ფოტოსურათების გარეშე, რომლებიც მშობლებმა პირველ კლასში, დიდი ალბათობით, ყველას 1-ელ სექტემბერს გადაგვიღეს? ან რომ არა ფოტოალბომი, რომელიც ჩვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მომენტებს ინახავს, შემორჩენილი გვექნებოდა 20-30 წლის წინანდელი ტელეფონი, რომელიც დღეს ფოტოს გადასაღებად ყველაზე გავრცელებული საშუალებაა? ალბათ, არა.



ჩემი სკოლის პირველი დღე სქელყდიან ფოტოალბომში ინახება, რომელიც სამად იშლება და ამდენივე მნიშვნელოვან მოვლენას ასახავს: 6 წლის გოგო თეთრი პერანგით, ლურჯი ჟაკეტითა და კაბით ხის მერხთან ზის. ამ პატარა გოგოსა და ახლანდელ საკუთარ თავს ერთმანეთთან მხოლოდ ვარცხნილობით თუ დავაკავშირებ; დაბნეული ვდგავარ მაღალ ქერა ქალთან, რომელზეც მითხრეს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩემი მასწავლებელი უნდა იყოს (4 რამდენია, ამ დროს უკვე ვიცი). ის მეხუტება, მე კი უხერხულად გამოვიყურები; მე ვდგავარ თანაკლასელებთან ერთად, რომელთა ნახევარს ცრემლიანი და ჩაწითლებული თვალები აქვს და 19 წლის შემდეგ ამის ნახვა ძალიან სახალისოა.
ალბომის ყოველ გადაშლაზე მეღიმება საკუთარ თავსა და თანაკლასელებზე, რომლებიც ალბათ ჩემსავით ხუმრობენ სკოლის ცრემლიან პირველ დღეზე.



image

ტექნოლოგიური ერის დაწყებამდე ასეთი ალბომების შექმნა ტრადიცია იყო, დღეს კი მათ ტელეფონებში, პლანშეტებსა და ლეპტოპებში გადაინაცვლეს.


image


მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ახლა უფრო მეტ ფოტოს ვიღებდეთ, რადგან 10-15 წლის წინ ჩვენი ფოტოაპარატების ფირები მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის გადაღების საშუალებას გვაძლევდნენ, ვერ ვპოულობთ დროს, რომ ისინი მოვლენებისა და მნიშვნელობის მიხედვით დავახარისხოთ, არ დავკარგოთ, შესაბამის საქაღალდეებში შევინახოთ. ან კი, შემორჩება ჩვენს შვილს სკოლის პირველ დღეს გადაღებული ფოტო მომდევნო 10, 15 ან 20 წლის განმავლობაში? შევძლებთ, ისე შემოვუნახოთ ის მოგონებები, როგორც ჩვენმა მშობლებმა ფოტოალბომების სახით შემოგვინახეს?


რთული სათქმელია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ალბათ, ვერ შევძლებთ. რთულია, დაამტკიცო, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში ან მეხსიერების ბარათზე შენახული ფოტოები მომდევნო 20 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ტელეფონი დავკარგოთ ან გაფუჭდეს, იგივე ბედი შეიძლება ეწიოს პლანშეტს და ლეპტოპსაც.


ფოტოებისა და სოციალური ქსელების ბუმის ფონზე, ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში უფრო პოპულარული ხდება ფოტოწიგნები. როგორც ჩვენ გავარკვიეთ საქართველოში კომპანია, რომელიც მსგავს ფოტოწიგნებს აწარმოებს, "პრინტარეაა". თანაც, მისი გაკეთება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ, მხოლოდ საიტზე - photobooks.ge, თქვენ მიერ შერჩეული დიზაინით. ვებგვერდი მშობლებს ეხმარება, სასურველი დიზაინის ფოტოწიგნი შექმნან და შვილებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიები ასე დაამახსოვრონ.


image


ფოტოწიგნი ფოტოალბომისგან კონცეფციით არ განსხვავდება, თუმცა ვიზულით მიხვდებით, რომ ეს 21-ე საუკუნის ადამიანის ნამუშევარი უნდა იყოს (თუმცა მისი გამოშვება მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა დაიწყეს).


ერთ ფოტოწიგნში, რომლის ყოველი ფურცელი ჩვენი შვილების სკოლის პირველ დღეს ასახავს, მოქცეულია ყველა ის ემოცია, რომელიც სახლიდან გასვლიდან გაკვეთილების დასრულებამდე დაეუფლა. აქ ყველაფერია: რა ეცვა, როდესაც სკოლაში პირველად მიდიოდა, როგორი ჩანთა ჰქონდა, როგორ განწყობაზე იყო...


როგორც წესი, ამ დღეს გადაღებული ფოტოები ყველაზე ემოციურია და ბავშვის განწყობას საუკეთესოდ ასახავს: მოეწონა თუ არა მასწავლებლები, სურს თუ არა თანაკლასელებთან კომუნიკაცია, იქნებ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მისთვის უცხო გარემოში მოხვდა და გააცნობიერა, რომ აქ რამდენიმე საათი ოჯახის წევრების გარეშე უნდა გაატაროს?


მე რომ ჩემს ალბომში ჩაკრულ ფოტოებს ვუყურებ, ცხადად მახსენდება, რას ვგრძნობდი იმ დროს: ერთი სული მქონდა, ჩემს ჩანთაში მოთავსებულ ფერად ფანქრებს, კალმებს, რვეულებსა და საშლელებს როდის ამოვაწყობდი. ამის „ხათრით“ დავჯექი მერხთან და სახლში წამიყვანეთ-მეთქი, ხმას როგორ ამოვიღებდი? ამიტომ ფოტოებიც მორჩილად გადავიღე, დღეს კი თაროზე მაქვს შემოდებული და ალბათ, ყოველთვის იქ დარჩება.

2
58
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
58
  
2019, 13 სექტემბერი, 10:44
უუუუჰ, რამდენი წელი გავიდა და ყველაფერი მახსოვს... ახალი ჩანთის სუნი, თეთრი ბაფთა და გაურკვეველი სიხარულის გრძნობა))
2019, 11 სექტემბერი, 23:42
სახლიდან სკოლამდე სამი ტრანსპორტის გამოცვლა რომ მოგიწევს პიკის საათში წეწვა გლეჯაში თან კონდუქტორი რომ დაგჩხავის ბილეთი აიღეო რთულია ასეთი დღე ბავშვს ლამაზ მოგონებად დარჩეს და სკოლა შეუყვარდეს.
0 1 2