x
ბაიკერული სუბკულტურა
ბაიკერებს დღეს ნებისმიერ დიდ ქალაქში შეხვდები, მაგრამ ყველას სწორი წარმოდგენა როდი აქვს ამ სუბკულტურაზე.


ჩვენს დროში მათზე არსებობს ორი აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულება. ერთნი მიიჩნევენ, რომ ბაიკერები - ესენი არიან თავაშვებული და პოტენციური თვითმკვლელები, რომლებისთვისაც ყველა და ყველაფერი უმნიშვნელოა, დაწყებული გზებზე მოძრაობის წესებიდან და ახლობლებითა და ნათესავებით დამთავრებული, რომლებიც მათ სახლში ელიან. სხვები კი ლაპარაკობენ სამოყვარულო გასეირნებებზე, და მოსწონთ მათი სიყვარული რომანტიკისადმი და მოტოციკლეტებით გასეირნებებისადმი. პირველთა შეხედულებებს უარყოფენ თვით ბაიკერებიც, და მიიჩნევენ, რომ თავისუფლება, ფრენის შეგრძნება მიუწვდომელია ყველა ოთხბორბლებიანი ტრანსპორტის მოყვარულთათვის.


მითები

დიახ, ერთი მხრივ, ეს არის თავისუფლების მოყვარული, ნებისყოფიანი, ძლიერი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია "არც ღმერთის და არც ეშმაკის", არც სიკვდილის და არც რისკის. წვიმა და ქარი, სიჩქარე და შორეული მგზავრობის საფრთხე არ აბრკოლებთ. მეორეს მხრივ, მასმედიამ ადამიანთა ცნობიერებაში ჩამოაყალიბა სულ სხვა შეხედულება მათზე. ბევრი ბაიკერებს უპატივცემულოდ ეპყრობა, მიიჩნევს მათ დამანგრეველებად, საზოგადოებისა და კანონების მტრებად, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დანაშულთან. მასმედიის წყალობით, უბრალო ადამიანის ცნობიერებაში გამყარდა ბაიკერის ბუნდოვანი, მაგრამ ცალსახა ხატი - "ეს არის მთვრალი, მძვინვარე და სასტიკი ადამიანი."

თანამედროვე კინემატოგრაფმაც თავისი ნეგატიური კორექტივები შეიტანა ბაიკერებზე წარმოდგენაში. ასე, მაგალითად, გახმაურებული დოკუმენტურ ფილმში "ანტისაზოგადოებრივი ტრანსპორტი", ბაიკერები ყველაზე უარყოფითი მხარით არიან წარმოდგენილნი, რამაც უკმაყოფილების მორიგი ტალღა გამოიწვია ობივატელებში.

ბაიკერები არ იზიარებენ საავტორო თვალსაზრისს. ყველა ბაიკერის დევიზი როდია: "მხოლოდ ორი ბორბალი გვაშორებს ზეცას". მათი უმეტესობა ნაკითხი ადამიანები არიან, რომლებიც აფასებენ საკუთარ და ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლეს. მხოლოდ ტარების არცოდნა გარდაქმნის მათ მკვლელებად გზებზე, მაგრამ, განა იგივე არ ითქმის ავტომობილების მძღოლებზეც?!

ბაიკერობა - ეს სწორედაც რომ კულტურაა, და არა უწესივრობანი გზებზე.

ითვალისწინებენ რა მოტოციკლების მზარდ რაოდენობას, მრავალს სურს გაიგოს რა მიზნები ამოძრავებთ ბაიკერებს, რამდენად ღრმაა მათი ფილოსოფია, როგორ იქცევიან ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რა განმასხვავებელი ნიშნებით შეიძლება მათი ამოცნობა?


ისტორია



დავიწყოთ თანმიმდევრულად. სიტყვა "მოტოციკლის" ეტიმოლოგია მომდინარეობს ორი ლათნური სიტყვიდან: "მოტო" - მოძრაობა და "ციკლი" - ბორბალი. ასე რომ, "მოტოციკლი" (არა უბრალოდ ავტომობილი და მითუმეტეს რაღაც ურიკელა) - ეს არის "ის ვინც ბორბლებზე მოძრაობს".

კიდევ უფრო საინტერესოა სიტყვა "ბაიკის" (ინგლ.: Bike) ეტიმოლოგია. Bike წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან bicycle - ანუ, ველოსიპედი (ბუკვალურად - "ორბორბლიანი"), მაშასადამე "motobicycle" - მოტოციკლი ან მოპედი (to bike ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც "მოტოციკლზე მგზავრობა", "მოტოციკლის ტარება"). შესაბამისად biker (ბაიკერი) - ეს არის "ადამიანი, რომელიც მოტოციკლით დაიარება".

ბაიკერული კულტურა ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა, ამიტომაც ყოველ ეპოქას - თავისი განმასხვავებელი ნიშანი გააჩნია. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 1901 წელს ორმა 20 წლის გამომგონებელმა ამერიკის შტატ მილუოკიდან მუშაობა დაიწყო ველოსიპედის მოტორიზებაზე. გამოგონებაზე მუშაობდნენ ვილიამ ჰარლეი და არტურ დევიდსონი, ხოლო გამოგონება შემუშავეს ძმებმა - უოლტერმა და ვილიამმა. ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაიკერების ისტორია სწორედ "ჰარლეებიდან" დაიწყო.

image


თავის მხრივ, ამ უკანასკნელთა პროდუქცია უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მოტოციკლი. მიღებულ ჰიბრიდთან მძღოლის შეხება წააგავს ურთიერთობას მხედარსა და დოღის ცხენს შორის. ხოლო მიღებულ ხმებს, ადრენალინის დონესა და განვითარებულ სიჩქარეს არ ჰქონდა ანალოგი. მისწრაფება დიდი სიჩქარეებისკენ კომპანიას უბიძგა შეექმნა მძლავრი ძრავები და მოტოციკლები.

70-იან წლებში ბაიკერულმა მიმდინარეობამ ევროპასაც შეუტია, შემდეგ კი - პოსტსაბჭოურ სივრცესაც. თავიდან ბაიკერებს მხოლოდ ჩოპერების მესაკუთრეებს მიიჩნევდნენ, დღეს კი ბაიკერი შეიძლება იყოს ვინც გინდა, ოღონდ მის სულში ცხოვრობდეს "მბრდღვინავი მოტოციკლი". არა აქვს მნიშვნელობა, რითი ჩამოვიდა ბაიკერი: ძლიერ ჰარლიზე თუ პლასტიკატებით მორთულ მოტოციკლზე - ის მაინც ბაიკერია. როგორც პირველებისთვის, ასევე მეორებისთვისაც - მოტოციკლი უკვე ტრანსოპრტი კი არა ცხოვრების წესია. შემთხვევითი არ არის რომ ბაიკერებს ძალიან უყვართ ფრაზა: "ოთხი ბორბალი ამოძრავებს სხეულს. ორი ბორბალი კი სულს".

თუმცა, ადრე მხოლოდ ძველ მოტოციკლებს მიაგებდნენ "პატივს". მძღოლები, ვინც ახალ სპორტულ ორბორბლიან მოდელზე მგზავრობდა დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულად არ აღიქმებოდა ბაიკერული მოძრაობის წიაღში. ასეთ "მხედრებს" უბრალოდ არც ამჩნევდნენ და არც იღებდნენ, მათ გზებზე არ აძლევდნენ ყველასთვის ცნობილ ჟესტს: ხელის აწევა მისალმების ნიშნად. მათ ზედმეტსახელად "კრევეტებს" უწოდებდნენ, მოტოციკლზე მათთვის დამახასიათებელი ჯდომის წესის გამო. მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში ვითარება შეიცვალა. ბაიკერულ მოძრაობას დღეს დაემატა სკუტერებიც.
ბაიკერობის ფილოსოფია მდგომარეობს თავისუფლებაში, სიჩქარეში, დამოუკიდებლობაში. რისკი, სიყვარული და სიკვდილის სიახლოვე ახალგაზრდა მეამბოხეების გულებს ძლიერ იპყრობენ, ხოლო დაუდევრობა და გაუფრთხილებლობა, ზოგიერთ მათგანს ტრავმას აყენებს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ბაიკერების უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი არის მოტოციკლი, გრძელი თმები, წვერი, ტყავი და ლუდის მუცელი.


ჩვეულებრივ მათ უფრო ხშირად ზაფხულში შეხვდები, რადგან ზამთრის კლიმატში მოტოციკლეტებით ქროლვა საკმაოდ ძნელია. ხოლო თუ მაინც დასეირნობენ ცივ პერიოდში, მხოლოდ თბილ ქურთუკებში, ბაიკერის სიჩქარე ხომ დიდად არ ჩამოუვარდება ქარის სისწრაფეს. ზამთარში, როგორც წესი, ისინი მათთვის ჩვეულ ღამის კლუბებში იკრიბებიან და ელოდებიან წლის თბილი პერიოდის დადგომას, რათა კვლავ აავსონ ქალაქი მოტოციკლეტებითა და გააყრუონ არემარე მოტორს ღრიალით.

ბაიკერული საძმო - ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ჰპოვო მეგობრები. ეს არის ადამიანის სასიამოვნო დასვენება, რომელიც მოტოციკლს თავისი ცხოვრების ნაწილად მიიჩნევს. მოტოციკლი მისთვის საყვარელი სათამაშოა, თანაც ძალიან ძვირფასი (ზოგიერთი ბაიკერი ფარეხში მიდის მარტო იმიტომ, რომ უბრალოდ მოეფეროს და ხელი გადაუსვას თავის საყვარელ პირმშოს (მოტოციკლს)); საყვარელი ბავშვივით, რომელსაც ისინი რეგულარულად ასმევენ ბენზინს, ავითარებენ და მკურნალობენ საჭიროებისდა მიხედვით, ელოლიავებიან და ალამაზებენ.

როგორც წესი ალამაზებენ ჩაფხუტსაც და ჩანთებსაც. ბაიკი ხომ ბაიკერის სახეა. ამიტომაც, არ არის გასაკვირი ის, თუ როგორი რუდუნებით უვლიან ისინი თავიანთ მოტოციკლებს, როგორც გარედან ასევე, შიგნიდანაც. რამეთუ, მასზეა დამოკიდებული როგორც ბაიკერის ასევე სხვა ავტომობილისტების უსაფრთხოება.

ბაიკერის ხასიათი მშვიდობისმოყვარეა, მშვიდია, ისინი არ ერთვებიან ჩხუბში, ცხოვრობენ თავიანთთვის. ბაიკერები უმეტესწილად სიცოცხლით სავსე ადამიანები არიან, რომლებსაც არ უყვართ საზოგადოების მიერ დადგენილი კანონები და წესები. მათ თვითგამოხატულება სურთ, თანაც ელტვიან, რომ სხვები მათ ემორჩილებოდნენ.

ისინი ცდილობენ იყონ გულღია და თავისუფალი ადამიანები. მათ ბევრი არაფერი აინტერესებთ, თავიანთი მოტოციკლეტების, სასეირნო ადგილებისა და სიჩქარის გარდა.


ტანისამოსი


ბაიკერი ბაიკის გარეშეც ადვილი ამოსაცნობია. სწორედ ბაიკი კარნახობს მათ ცხოვრების სტილსა და ტანისამოსის ფორმას, ხოლო ადამიანი უკვე თანაეწყობა მას. ბაიკერებს თავისებური ტანისამოსი აცვიათ. თანაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ შავ ფერს და ტყავის ტანისამოსს. კლიმატი და ცხოვრების წესი, რომელსაც ბაიკერები მისდევენ, ხელს უწყობს ამგვარ ფილოსოფიას. სხვა მასალა ამგვარ რიტმში უბრალოდ მალე გაცვთებოდა, და დაიხეოდა, ხოლო ღია ფერის რომ ყოფილიყო, ისე დაისვრებოდა, რომ მისი ცნობა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც - შავი ფერის ტყავის ტანისამოსი უბრალოდ ცხოვრებისეული აუცილებლობაა.

მუზარადი - ბაიკერის კიდევ ერთი ამოსაცნობი ნიშანია, თუმცა არც ისე პოპულარული შავი სათვალეებისგან განსხვავებით. ასე, რომ უკან შეკრული თმები, ტყავის შარვლები და ბენდენები, ასევე ტყავისავე ატრიბუტები და გამძლე ფეხსაცმელი ბაიკერისთვის - ცხოვრებაში გამტანობის უპირველესი საშუალებებია, და მხოლოდ მეორე პლანზეა - ფუფუნება და თვითგამოხატვის მეთოდები.

ბაიკერებში კლუბის ემბლემა ამოკერილია ტყავის ან ჯინსის ჟილეტის ზურგზე, რომელსაც მოკლე, ტყავის ქურთუკის ზემოთ იცმევენ, მაგრამ შეიძლება ამოიკეროს თვით ქურთუკზეც. ის ნებისმიერ სხვა ბაიკერს აძლევს ცნობას, თუ რომელ მოტოკლუბს ეკუთვნის თანამოძმე.

ამონაკერის ფერები ძირითადად შედგება სამი ნაწილისგან, ანუ როკერისგან. ზედა - მორკალული - მოწმობს კლუბის სახელწოდებაზე. ქვედა როკერი მიანიშნებს იმ ქვეყანაზე ან ქალაქზე, რომელშიც ორგანიზებულია მოტოკლუბი. ხოლო ცენტრალური ნაწილი შეიცავს მის ლოგოტიპს და სტატუსს. ყველაზე გავრცელებულ წარწერად ითვლება "МС", რომელიც ააშკარავებს კლუბის კუთვნილებას МС-კლუბების (ანუ Motorcycle Club) კატეგორიისთვის. ზოგიერთი მათგანი გარკვეულ ამონაკერებს აკეთებს ქურთუკის ან ჟილეტის სახელოზეც (მკერდის მარცხენა მხარეს), სადაც მითითებულია კლუბში ბაიკერის სტატუსი, თანამდებობა (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ა. შ.). მკერდზე ასევე ათავსებენ ბაიკერის ზედწოდების ამონაკერსაც.



1%. - ზოგიერთ ბაიკერს ამოკერილი აქვს ნიშანი 1%. ეს სიმბოლო თავის დროზე მოიფიქრა ამერიკის მოტოციკლისტთა ასოციაციის მეთაურმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტის ყველა მფლობელი - კანონმორჩილი მოქალაქეები არიან და მხოლოდ 1% მეტყველებს საწინააღმდეგოზე.


სიმბოლოები


ხშირად ტანისამოსზე შეიძლება დავინახოთ თავის ქალის გამოსახულება, რომელიც, ერთი მხრივ, მოწმობს უშიშრობაზე, მეორე მხრივ კი -მრავალი ბაიკერის აზრით, სიკვდილი აი ასე, თავის ქალას სახით ადებს თავის პირქუშ დაღს ბაიკერებზე. ხოლო თუ ის (ანუ თავის ქალა) ამოკერილია ტანისამოსზე, მაშასადამე დაიცავს მას უეცარი სიკვდილისგან. არსებობს ცრურწმენაც კი, რომლის მიხედვითაც, როდესაც სიკვდილი მოდის, ის დაღუპულზე ტოვებს თავის ნიშანს - ქალას, ხოლო თუ ადამიანს უკვე აქვს ეს ნიშანი, ის "ფიქრობს", რომ აქ უკვე იყო და ხელს არ ახლებს "აღბეჭდილს".

და, რა თქმა უნდა, ტატუირებები. მის გარეშე ბაიკერები უბრალოდ წარმოუდგენელია. ხშირად ისინი თავიანთ სხეულზე გამოსახავენ მოტოციკლებს, ყველაზე მეტად ლეგენდარულ ჰარლი-დევიდსონს...




გენდერი


დრაივის, აზარტის, სიგიჟის მოყვარულები მარტო მამაკაცები როდი არიან, ამგვარი რამ ქალებსაც უყვართ და ზოგჯერ გამოცდილ ბაიკერებსაც კი სჯობიან. დღეისთვის მეგობარი გოგოები უფრო დამოუკიდებელი და უდარდელი მხედრები ხდებიან, რომელთაც ჰყავთ ისეთი "მანქანები", რომლებზეც მამაკაცებს არც კი უოცნებიათ. ბაიკერ გოგონებს იზიდავს იგივე დამოუკიდებლობა, ძალა და თავისუფლება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.


ბაიკერული კლუბები


უმეტესობისთვის მიუწვდომელია, თუ როგორი სიამოვნებაა როცა ტრასაზე მიჰქრი საათში 140 სიჩქარით, სახეში კი გაზაფხულის ქარი გიბერავს; როგორი სიამოვნებაა მოტორის ხმა და ღამის ტრასის ვარსკვლავების ხილვა. მიუწვდომელია ის ბევრისთვის, მაგრამ არა ბაიკერებისთვის. ისინი, როგორც ზემოთ ითქვა, ამ სუბკულტურის ერთადერთი წარმომადგენლები არიან, რომლებიც სინამდვილეში ახორციელებენ დევიზს "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის". მათთვი ბაიკი - უბრალოდ ხმაურიანი და სწრაფი ტრანსპორტი როდია, მათთვის ეს ცხოვრების სტილია. ბაიკერებს შორის ბევრია მორწმუნე, სხვები კი გახევებული ათეისტები არიან. მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს - სიჩქარე. ბაიკერები, ისევე როგორც სპორტსმენები უკიდურეს მიღწევებს ელტვიან. ბაიკინგი, ამ შემთხვევაში როგორც სპორტი, ექსტრემალური სპორტია.

ბაიკერი რომ გახდე, მოტოციკლი უნდა გყავდეს, გიყვარდეს როკ-ენ-როლი და... თავისუფლება. მაგრამ არა მარტო განკერძოებულად. ისინი იშვიათად დადიან ცალ-ცალკე, ძირითადად ჯგუფებად. მსოფლიოში პირველი მოტოკლუბი "ჯოჯოხეთის ანგელოზები" გახსნეს 1948 წელს კალიფორნიაში გახსნეს დემობილიზებულმა ვეტერანებმა. დღეს ყველა თავმოყვარე ბაიკერი აუცილებლად უნდა იყოს გაწევრიანებული რომელიღაც კლუბში, რომელიც მისთვის არა მარტო დროის გასატარებელი ადგილია, არამედ მთელი ოჯახია, რომელიც თავისი წევრების გვერდში ბოლომდე იდგება.

მაგრამ ბაიკერ კლუბის ნაწილი რომ გახდე, მისი წევრობა უნდა დაიმსახურო. მათ წევრთა შერჩევის საკმაოდ მკაცრი წესები აქვთ, მაგრამ, მათი აზრით, ეს ამად ღირს. კლუბის წევრობა რომ მიიღონ, ბაიკერები ხშირად წარმოუდგენელ ქცევებზე მიდიან. მაგალითად, ახალ "ოჯახში" გაწევრიანებისთვის ბაიკერს ავალებენ დიდ სიჩქარეზე გაიაროს ორ შემხვედრ მოტოციკლს შორის. ეს, რა თქმა უნდა, შებინდებისას ხდება, როდესაც ქუჩაში უკვე ბნელა. "ახალბედას" ფარები ანთებული არ უნდა ჰქონდეს, ამიტომაც მთელი იმედები მხოლოდ წინ მიმავალი ორი მოტოციკლის ნათებაზეა. ერთ-ერთმა ასეთმა პრეტენდენტი გვიან მიხვდა, რომ შემხვედრი ტრანსპორტის ფარები უზარმაზარ სატვირთო ავტომობილს ეკუთვნოდა, და არა ბაიკებს, მაგრამ არ ღირს ამ ისტორიის გაგრძელება...

შესაძლოა ვინმემ იკითხოს: რა უპირატესობას აძლევს ბაიკერს კლუბის წევრობა. ახალი წევრი, სქესისგან მიუხედავად, იღებს "მამაკაცურობის" ან "ქალურობის" სტატუსს. აქ ასევე შეიძლება ურთიერთობა გქონდეს შენს თანამოაზრეებთან, მიიღო მათი მხარდაჭერა, მონაწილეობა მიიღო რბოლებში, გახვიდე ბუნებაში მათთან ერთად. კიდევ ერთი დადებითი თვისებაა ის, რომ ისინი არაფერს ერჩიან სხვა სუბკულტურის წარმომადგენლებს. მათ საკუთარი ბაიკების გარდა არაფერი ადარდებთ.

მაგრამ ბაიკერული კლუბის წევრობა არც ისე მარტივია. როგორც ნებისმიერ სფეროში, საზოგადოებისთვის და გარშემო მყოფი ადამიანებისთვის სასარგებლო რომ იყოს, ადამიანისგან ითხოვენ სრულ თავდადებას, ყურადღებას და ამტანობას. აი ის თვისებები, რომლებიც ყველგან უნდა ახასიათებდეს ბაიკერს გამონაკლისის გარეშე.



მოტოციკლები


ბაიკერებს შორის ყველაზე პატივსაცემი მოტოციკლები, მათი ხელებით შექმნილი მოტოციკლებია. უნარი და მდიდარი ფანტაზია - ძალიან ღირებული თვისებაა. ყველაზე მეტად ეს არის ჩოპერი ან კასტომი, ანუ ხელით შეკოწიწებული მოტოციკლები ტიუნინგური სათადარიგო ნაწილების დიდი რაოდენობით. რადგან მას გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, ასეთი ბაიკი ძლიერ განსხვავდება ქარხნის კონვეიერისგან ჩამოსული ტიპიური მოტოციკლისგან, რას მას მის გარშემო მყოფ რკინის სხვა "მხეცებისგან" გამოარჩევს. მეტიც, ზოგიერთი კლუბი მკაფიო მოთხოვნებსაც კი აყენებს ძრავის მოცულობასთან (მაგალითად, არა უნაკლებეს 750 სმ 3-ისა) ან მოტოციკლის მარკასთან დაკავშირებით.

არსებობს ლეგენდაც. დროდადრო ადამიანები იხსენებენ თეთრ ბაიკერს, რომელიც ყოველ გაჭირვებულს ეხმარება. ერთი ადამიანი, რომელსაც საჭესთან ჩასძინებოდა, გააღვიძა, ზურგზე ხელი მოუთათუნა, და მით გარდაუვალი კატასტროფისგან გადაარჩინა. სხვა მთვრალ მძღოლს შესაძლებლობა არ მისცა გაეტანა ბავშვები, რომლებიც გზაზე გადარბოდნენ. მესამეს ტყეში მიუსწრო, რადგან საწვავი გათავებოდა და საცოდავი სიცივისგან ითოშებოდა: უცნობმა ბაიკერმა მას ბენზინით სავსე სათადარიგო კანისტრა მისცა და სიტყვა ჩამოართვა, რომ თვითონაც გადასცემდა სხვას, ვინც გაჭირვებაში აღმოჩნდებოდა. და კიდევ სხვა მრავალი მსგავსი ისტორია. უბრალოდან - სულის შემკვრელ ისტორიებამდე!

არავინ იცის სად ცხოვრობს იგი. შეიძლება ყველგან ერთდროულადაა. ის, ბაიკერთა მფარველი ანგელოზად მიაჩნიათ, რომელიც, ოდესღაც, თვითონაც ბაიკერი იყო, ავტოკატასტროფაში მოხვდა და ისე დაიღუპა, რომ ვერავინ დაეხმარა. ახლა ის გზებზე მოგზაურობს და გზაში მყოფ ყველა გაჭირვებულს ეხმარება.


ბაიკერთა ფერები


აშშ-ში და ევროპის სხვა ქვეყნებში ბაიკერები, თავის ბაიკებთნ ერთად, ყოველდღიურად შეიძლება დავინახოთ. ბაიკერულ სეზონში ისინი მონაწილეობენ ბაიკ-შოუებსა და მოტოფესტივალებში. ისინი ითვისებენ ინტერნეტს - უკვე გაჩნდა ბაიკერული საიტები, იქმნება სპეციფიკური გამოცემები და სხვა.


ბაიკერებს შორის არიან მორწმუნენი, ოღონდ ზოგს ღმერთის სწამს, ზოგს კი - ეშმაკის. ბაიკერის (თუნდაც მათი გარკვეული ნაწილის) ორი ძირითადი კერპი არის - საკუთარი თავი და მოტოციკლი. ეს არის მათი უმთავრესი პრობლემა. თუ ბაიკმა (მოტოციკლმა) უმტყუნა თავის პატრონს, ირღვევა მთელი სამყარო და შეხედულებათა მთელი სისტემა.

ავარიებს თომ თავი აარიდონ, ისინი მიმართავენ უსაფრთხო სიჩქარეს. სხვა შემთხვევაში ბაიკერი სცოდავს. სცოდავს იმით, რომ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც საფრთხეს უქმნის, ეთამაშება სიცოცხლეს, ზოგჯერ კი თავისი ან სხვისთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანების უნებლიე მკვლელი ხდება...


აიკერული ("ერთპროცენტიანი") კლუბების სტრუქტურა

Motorcycle Clubs (МС) - ეს არის მოტოკლუბები, ბაიკერთა გაერთიანებები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდნენ. თვით ბაიკერული მოძრაობის ფორმირება დაიწყო ამერიკის მოტოციკლისტთა ასოციაციის (ამა - АМА) მეთაურის ცნობილი გამოსვლის (1947 წ.) შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მოტოციკლისტთა მხოლოდ ერთი პროცენტია "დაუმორჩილებელი" და კანონდამრღვევი. მაგრამ სწორედ ეს "ერთპროცენტიანთა" კლუბები გახდნენ სწორედ იმ სუბკულტურის დამფუძნებლები, რომლებსაც დღეს ჩვენ ბაიკერულს ვუწოდებთ.

ზოგიერთ (არა ყველა!!!) მოტოკლუბს, რომელიც 1950-1960-იან წლებში გაჩნდა სერიოზული პრობლემები ჰქონდა კანონთან და ხშირად გადადიოდა ჩრდილოვან ბიზნესში. მათ შორის წამყვანი პოზიციები ეპყრათ და დღემდე უპყრიათ "დიდი ოთხეულის" კლუბებს:
Hells Angels МС(დაფუძნდა 1948-55 წწ. კალიფორნიაში), Outlaws MC (შეიქმნა 1935 წ. ილინოისში), Pagans MC (დაფუძნდა 1959 წ. მერილენდში) და Bandidos MC(დაფუძნდა 1966 წ. ტეხასში). კრიმინალთან დაკავშირებული ამ ორგანიზაციების გარდა არიან კიდევ სხვა კლუბები: Vagos MC, Free Souls MC, Highwaymen MC, Warlocks MC, Sons of Silence MC, Mongols MC და სხვა ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი მოტოკლუბები.

2010 წელს ინტერპოლმა გამოსცა კონვენცია, რომელშიც ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებს აცნობებდა ბაიკერთა დანაშაულებრივი ბანდების შექმნის შესახებ და ამ ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს სთავაზობდა თანამშრომლობას ამ დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან საბრძოლველად.


Club-House ("კლუბის სახლი") - ეს არის ნაგებობა, სადაც ტარდება სხდომები, ინახება დოკუმენტაცია, ნაკერები და ა. შ. "კლაბ-ჰაუსში" შესვლის უფლება მხოლოდ კლუბის წევრებს აქვთ და სხვას არავის.


Chapters (ჩაპტები, ჩაპტერები) მოტოკლუბების რეგიონალური ფილიალებია.


იერარქია



President
კლუბს სათავეში უდგას პრეზიდენტი (MC president, national president) ან ჩეპტის პრეზიდენტი (chapter president). ეს თანამდებობა არჩევითია. არსებობს კლუბის ან მისი განყოფილების საზოგადო სტრატეგიული ხელმძღვანელობა, მას კავშირი აქვს სხვა კლუბებთან, ოფიციალურ პირებთან და ა. შ.

Vice-President - კლუბის პრეზიდენტის მოადგილა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის ან გარდაცვალების შემთხვევაში (არჩევნებამდე) პრეზიდენტის ადგილს იკავებს.

Treasure ("ხაზინადარი", "ბუჰალტერი") პასუხს აგებს კლუბის ფინანსურ საკითხებზე, ანუ აგროვებს საწევრო შესატანებს, იხდის გადასახადებს, აკონტროლებს ფულის შემოდინებას, მათ შორის ოფიციალურსაც. მთელ რიგ კლუბებში ის აგებს პასუხს კლუბის ფერზე და სხვა ნაკერზე, აწარმოებს მათ აღრიცხვას, აკონტროლებს ნაკერების გაცემას ახალ წევრებზე ან მათ ჩამორთმევას ყოფილი წევრებისგან. ზოგიერთ მოტოკლუბში treasure თავის უფლებამოსილებებს იყოფს მდივანთან, ანუ secretary-სთან.

Sergeant at Arms (of Arms, on Arms) "არმიის სერჟანტი", ანუ პრეზიდენტის მოადგილე უსაფრთხოების დარგში. აკონტროლებს კლუბის წევრებს, რათა მათ დაიცვან კლუბის განაწესი და კანონები, დაიცვან კლუბში და მის გარეთ ნორმალური ვითარება, ყველა ღონისძიების დროს, რომელიც კი იმართება კლუბში ან მის გარეთ. კლუბების უმრავლესობაში ის პასუხს აგებს ფერებისა და სხვადასხვა ნაკერების დაცვაზე, თვალყურს ადევნებს მათ გაცემას და დაბრუნებას მოტოკლუბებიდან გარიცხულ წევრთაგან.

Road Captain ("საგზაო კაპიტანი") - გარბენის დროს კოლონის მოძრაობის ხელმძღვანელი. გეგმავს მარშრუტს სიჩქარისა და გადაადგილების მოხერხებულობის მიხედვით, მან უნდა იცოდეს ბენზინ გასამართი სადგურების რაოდენობა გზაზე და მათი ადგილმდებარეობა, დასვენების ადგილები და ა. შ. შეიძლება იყოს მუდმივი ან დანიშნული კონკრეტულ გარბენზე.

ჩეპტერ-პრეზიდენტები, ვაის-პრეზიდენტები, ტრეზერები, სერჟანტები და როუდ-კაპიტნები განეკუთვნებიან "ოფიცერთა" კატეგორიას. ისინი ატარებენ სპეციალურ ნაკერს (პატჩს), რომელზეც აღნიშნულია წოდება და, რომელიც მდებარეობს ჟილეტის მარცხენა მხარეზე (ზოგჯერ ნაკერზე აღნიშნულია მფლობელის სახელი ან ზედწოდება). რიგით ბაიკერებს ძირითადი პატჩები (კლუბის სახელწოდებითა და ემბლემით) გამოსახული აქვთ ზურგზე.

Member - კლუბის სრულუფლებიანი წევრი. სარგებლობს ყველა უფლებით, მათ შორის ხმის უფლებითაც შეკრებებზე და გადაწყვეტილებათა მიღების დროს, ატარებს ყველა მოვალეობას, ჟილეტის ზურგზე ამოკერილი აქვს წარწერა მოტოკლუბის სახელწოდებითა (ზედა როკერი) და "მიზნით" (ლოტოტიპი) - ნაკერი კლუბის ემბლემის გამოსახულებით, და ასევე ნაკერი მისი ფილიალის ადგილმდებარეობის სახელწოდებით (ქვედა როკერი).

Prospect ("პერსპექტიული") - კლუბის სრულუფლებიანი წევრობის კანდიდატი. მას ჯერ კიდევ არა აქვს შეკრებებზე ხმის მიცემისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება. მის ფერებში ჩვეულებისამებრ არ არის კლუბის ემბლებმა, ანუ ის ჟილეტის ზურგზე ატარებს მხოლოდ ზედა როკერს (მოტოკლუბის სახელწოდებით) და ქვედა როკერს (ადგილმდებარეობის სახელწოდებას).

Hang Around ("გვერდით მდგომი", "მარდი") - შესაძლო prospect-ი, მოცემულ მომენტში ასრულებს "შავ" სამუშაოს მოტოკლუბში. მის ჟილეტზე ამოტვიფრულია მხოლოდ ქალაქის სახელწოდება (ანუ ქვედა როკერი).

Nomad ("მოხეტიალე", "თავისუფალი მხედარი") - მოტოკლუბის წევრი, რომელსაც აქვს ფერების ტარების უფლება. მაგრამ კლუბის სხვა წევრთა უმრავლესობისგან განსხვავებით "ნომადი" არ მიეკუთვნება კლუბის განსაზღვრულ განყოფილებას ("ჩეპტერს") და ყველგან თავისით მოძრაობს და მოგზაურობს. "ნომადს" შეუძლია დაესწროს კლუბის შეხვედრებს სხვადასხვა ადგილებზე და იხდის საწევრო გადასახადს იმ ადგილას, სადაც მას მოგზაურობები უწევს.

Support ("მხარდამჭერი", "მომხრე") - ბაიკერი, რომელიც საერთოდ არ შედის კლუბის ოფიციალურ სტრუქტურაში, მაგრამ მხარს უჭერს მის იდეოლოგიას და ტრადიციას. თუ Support-მა კარგი რეკომენდაცია დაიმსახურა და თავი მოაწონა ხელმძღვანელობას და სხვა ბაიკერებს, საერთო კრებაზე დგება მისი კლუბში მიღების საკითხი. თუკი Support-ს ჰყავს კონკრეტული თავმდები და რეკომენდატორი, საკითხი შეიძლება დადებითად გადაწყდეს და მას მისცენ "hang around"-ის რანგი.

Free Rider, Loner ("თავისუფალი მხედარი", "მარტოხელა") - ადამიანი, რომელიც იზიარებს ერთპროცენტიანთა ცხოვრებისეულ ღირებულებებს, მაგრამ ამასთან უპირატესობას ანიჭებს თავისუფლებას თვით კლუბის იერარქიისგანაც კი, ანუ არ ეკუთვნის არც ერთ კონკრეტულ კლუბს.




ბაიკერული ომები


მილპერას სასაკლაო (Milperra massacre) - ეს მოხდა ავსტრალიაში 1984 წლის 2 სექტემბერს (მამის დღეს) სიდნეისთან ახლოს, მილპერაში. მისი მიზეზი გახდა მკაცრი კონკურენცია ავსტრალიურ მოტოკლუბ Comanchero-სა და ავსტრალიურ ჩეტპერ (ჩეპტა) Bandidos MC-ს შორის. როდესაც Comanchero-ს ნაწილი გადავიდა Bandidos-ის ფერებზე, მაშინ ბაიკერებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. ამ კონფლიქტის შედეგი გახდა "მილპერის სასაკლაო", რომელმაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ოცდა რვა ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები). დაღუპულთა შორის იყო Comanchero-ს სამ მაღალჩინოსანი ხელმძღვანელი და ასევე Bandidos-ის ჩეპტის ორი ვიცე-პრეზიდენტი და ერთი სერჟანტი. ამ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, რომელმაც შეძრა მთელი ავსტრალია, ახალ სამხრეთ უელსში გაამკაცრეს კანონმდებლობა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებასა და გამოყენებაზე.


ბაიკერთა დიადი ნორდული ომი ("Great Nordic Biker War") ატყდა სკანდინავიაში 1994-1997 წლებში Hells Angels-სა და Bandidos-ს შორის. შედეგად მოხდა 11 მკვლელობა, მკვლეობის 74 მცდელობა, იყო 96 დაჭრილი. ბაიკერული ომების საპასუხოდ დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც ბაიკერულ კლუბებს უკრძალავს ქონების ფლობას ან დაქირავებას. თუმცა, ეს კანონი შემდეგ გააუქმეს.

კვებეკის ბაიკერული ომი (Quebec Biker war) - ძალადობის ტალღა, რომელმაც მოიცვა კანადის კვებეკის პროვინცია 1994 წლიდან 2002 წლამდე. ძალადობა გმოიწვია ქუჩაში ნარკოტიკებით ვაჭრობის გავლენის სფეროების გადანაწილებამ. კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ ორი ბაიკერული კლუბი Hells Angels MC და კანადური Rock Machine MC. ომმა 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ციხის ორი ზედამხედველისა და 11 წლის დენიელ დეზროჩერსის სიცოცხლეც, რომელიც ბაიკერული შეკრების ახლოს მანქანის აფეთქების დროს დაიღუპა.

ფორმალურად ომი Hells Angels-მა მოიგო, მაგრამ მოგვიანებით ბევრი მათგანი დააპატიმრეს და სხვადასხვა ვადით დაატუსაღეს. 2009 წელს ბაიკერმა ჯერალდ გალანტმა აღიარა, რომ ასრულებდა დაქირავებული მკვლელის როლს ბაიკერულ ომში. მან ასევე აღიარა, რომ სამი ათეული წლის განმავლობაში უშუალოდ 27 ადამიანი მოკლა.


0
221
შეფასება არ არის
ავტორი:დუნი
დუნი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0