x
ნაცისტური გერმანიის საბრძოლო ტექნიკა

1.ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები.

ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები იყვნენ ზურგზე ნაღმ მიმაგრებული მშიერი ძაღლები, სათანადოდ გაწვრთნილები რათა საჭმელი მტრის ტანკების ქვეშ ეძებნათ, რაც აფეთქებას იწვევდა.
იდეის რეალიზაცია ნაკლებად წარმატებული იყო. ძაღლებს ზოგჯერ მტრის ტანკების ძრავის ხმა აფრთხობდათ და უკან გამორბოდნენ. ზოგჯერ კი შეცდომით საბჭოთა ტანკებს უვარდებოდნენ ქვეშ. მიუხედავად ამ და სხვა პრობლემებისა ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებმა სამასამდე გერმანული ტანკი ააფეთქეს.

image

2.ღამურა ბომბდამშენი.

II მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა აწარმოებდა პროექტს, რომლის თანახმად იაპონიის ტერიტორიის დაბომბვებში ღამურებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. იდეა სტომატოლოგ ლიტლ ს. ადამსს ეკუთვნოდა. მიერ შემუშავებული იდეის მიხედვით, ცელოფანის პაკეტებს, რომლებშიც შესქელებული ნავთი იყო მოთავსებული, ღამურების სხეულზე მიამაგრებდნენ. ასეთი ნაპალმით (იწონიდა 17 გრამს) აღჭურვილი ღამურებით სავსე სპეციალურ კონტეინერებს ბომბდამშენი თვითმფრინავები იაპონიის ტერიტორიაზე გადმოყრიდნენ. პარაშუტებით დაშვებული კონტეინერებიდან ათიათასობით ღამურა ვრცელ ტერიტორიაზე არსებულ შენობებში მიმოიფანტებოდა, ხოლო ამფეთქი, რომლის მექანიზმიც დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგ ამოქმედდებოდა, ნავთის აალებას გამოიწვევდა, რაც, თავის მხრივ, „კამიკაძე“ ღამურებთან ერთად შენობებესაც ცეცხლს გაუჩენდა. 1943 წელს აშშ-ს ტერიტორიაზე, სპეციალურ პოლიგონზე, საცდელი ექსპერიმენტიც ჩაატარეს, რამაც აღნიშნული უჩვეულო იარაღის (ინგლ. „bat bomb“ - „ღამურას ბომბი“) ეფექტურობა დაადასტურა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აშშ-ს შეიარაღებაში არ იქნა მიღებული და ამერიკელებიც იაპონიის კუნძულების დაბომბვას ჩვეულებრივი ცეცხლგამჩენი ბომბებით განაგრძობდნენ.

image

3.დორა, ყველაზე დიდი იარაღი.

საარტილერიო იარაღის - "დორას", ანუ "დიდი გუსტავის" შექმნის იდეა ადოლფ ჰიტლერს 1936 წელს მოუვიდა. მან მიზნად დაისახა შეექმნა ჯერ არნახული მასშტაბის იარაღი, რომელიც ნებისმიერ ფორტიფიკაციურ გამაგრებას აიღებდა. იდეისთვის ხორცის შესხმა ფიურერმა კრუპის იარაღის ფაბრიკას დაავალა. "დორას" შექმნა 5 წელი დასჭირდა, სახელი კი შემქმნელის მეუღლის საპატივცემულოდ დაერქვა.
"დორას" ლულა, რომელიც მხოლოდ ვერტიკალურად მოძრაობდა, შეიძლებოდა დაეყენბინათ 65 გრადუსამდე ნებისმიერ კუთხეზე. მისგან გატყორცნილ ჭურვს 25 კმ-ით დაშორებული სამიზნე უნდა გაენადგურებინა, ხოლო მაქსიმალური მანძილი, რომელსაც ჭურვი გადიოდა 40 კმ იყო. ლულის სიგრძე 32 მეტრი იყო, მასში 807 მმ კალიბრის, 7 ტონიანი ტყვია იდებოდა, მიზანი კი იყო 1 მეტრიან ბრონში, 7 მეტრიან ბეტონის კედლში და მაგარი გრუნტის ქვეშ 30 მეტრზე სიღრმეში გასვლა.
"დორა" გერმანელებს მაჟინოს ასაღებად უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ სანამ ეს უზარმაზარი იარაღი ააწყევს, ქალაქი მანამ დაიკავეს. ამის შემდეგ "მსუქანი გუსტავი" რკინიგზის მეშვეობით ყირიმისკენ გაუშვეს. იგი 2 ლოკომოტივისა და 106 ვაგონს გადაჰქონდა. 43 ვაგონი კი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც "დორას" აწყობას სჭირდებოდა.
თუმცა ჰიტლერი ყველაფერი წყალში ჩაეყარა. დორას ლულიდან გავარდნილი 53 ჭურვიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს და სევასტოპოლში იარაღის საწყობი ააფეთქა.
შემქმნელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ამხელა გიგანტის მართვა და სასროლად სწორი კუთხის არჩევა ძალიან ძნელი იქნებოდა. ამიტომ ფიურერმა ბრძანება გასცა "დორა" დაეშალათ და გერმანიაში ისე შეეტანათ.
საბოლოოდ ცნობილია, რომ დორა მიიტანეს ტილამდე, სადაც იპოვეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და გამოკვლევების შემდეგ გადასადნობად გადააგზავნეს.

image

4.ფაუ-3.

ეს საარტილერიო იარაღი შეიქმნა 1944 წელს. მისი მიზანი იყო ყოველ საათში ესროლა ერთმანეთის მიყოლებით 300 ცალი 2, 7 მეტრის სიგრძის ჭურვი. ლულის სიგრძე იყო 125 მეტრი და თეორიულად უნდა მიეღწია ლინდონისთვის ლა-მანშიდან 8 კილომეტრში მდებარე ფრანგულ სოფელ მიმოიეკიდან. თუმცა პირველივე გამოცდამ აჩვენა, რომ ჭურვის სიჩაქრე არ აღემატებოდა 1 კმ/წმ-ს, ანუ იყო ორჯერ ნაკლებად სწრაფი ვიდრე 160 კმ.-ის გადალახვას სჭირდებოდა.
ჰიტლერმა განკარგულება გასცა 50 ცალი ფაუ-3-ის შესაქმნელად, მაგრამ მოკავშირეებმა შეძლეს პროტოტიპის პოვნა და განადგურება მანამ, სანამ წარმოებაში ჩაუშვებდნენ.

image

5.მინი ტანკები.

ე.წ. "გოლიათი" იყო მოწყობილობა, რომელიც მცირე ზომის ტანკს ჰგავდა, დისტანციურად, პულტის საშუალებით იმართებოდა და მოწინააღმდეგის ტანკების გასანადრურებლად იყო გამიზნული. ოპერატორთან მინიტანკი თავიდან 650 მეტრის ტროსით იყო მიმაგრებული. "გოლიათს" შეეძლო დაახლოებით 50 კგ. ასაფეთქებელი საშუალების გადატანა. მინიტანკები აღწევდნენ მოკავშირეთა ტანკების ქვეშ და აფეთქებდნენ მათ. მალე გაირკვა, რომ მათი მწყობრიდან გამოყვანა ადვილად შეიძლებოდა კაბელის გადაჭრით, ამიტომ მოგვიანებით შექმნეს რადიოსიგნალის საშუალებით მართვადი მინიტანკები.
გერმანელებმა სულ 7, 5 ათასი "გოლიათი" გამოუშვეს და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო.

image

6.მოჩვენებათა არმია.

მსოფლიოში ცნობილი მოდელიორი და დიზაინერი ბილ ბლასი მეორე მსოფლიო ომის დროს "მოჩვენებათა არმიაში" იბრძოდა. კოლეგებთან ერთად იგი ამზადებდა კამუფლიაჟს და გასაბერი ტანკების, ბუტაფორული თვითმფრინავების, ბგრითი ეფექტებისა და სხვა ამგვარი საშუალებით ატყუებდა მტერს.
"მოჩვენებები" რამდენიმე დღის მანძილზე ქმნიდნენ ველზე ბრძოლის სურათს, შემდეგ კი მოულოდნელად იღებდნენ ყველა ინვენტარს და სხვა ადგილზე გადადიოდნენ. ერთ წელიწადში მათ 17-ზე მეტი ამგვარი ოპერაცია ჩაატარეს: შექმნეს 17 გასაბერი ტანკი, სატვირთო მანქანები, საარტილერიო იარაღები, რომლეთა ნამდვილისგან გარჩევა გარკვეული მანძილიდან თთქმის შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერს ქმნიდნენ მილებისგან გაკეთებულ კარკასზე და ჰაერის უბრალო კომპრესიის საშუალებით ქმინდნენ ხმას. რეალურთან მეტად მისაახლოებლად კარკასს ბრეზენტით ფარავდნენ."

image

0
351
შეფასება არ არის
ავტორი:დუნი
დუნი
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0