x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ფოტოები, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრო! როგორ ზრუნავს 5 წლის გოგონა ლეიკემიით დაავადებულ ძმაზე
image
კეიტლინ ბურჟმა პრინსტონიდან, გადაწყვიტა თავისი შვილების გულისამაჩუყებელი ფოტოები მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. მან ისეთი სურათები გაუზიარა სოციალური ქსელების მომხმარებლებს, რომლებშიც ჩანს 5 წლის ობრის ყოველდღიური ზრუნვა ლეიკემიით დაავადებულ ძმაზე.

imageimage

2018 წლის აპრილში, პატარა ბეკეტ ბურჟს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ობრი მასზე მხოლოდ 14 თვით უფროსია, გოგონამ გადაწყვიტა ძმაზე ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. იგი უარს ამბობდა მეგობრებთან თამაშზე, რჩებოდა სახლში, რათა ბეკეტს თავი მარტო არ ეგრძნო.

image


მშობლებისთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ობრი ტანვარჯიშიდანაც კი გამოვიდა.

დედის თქმით, ობრი მუდმივად ცდილობს დარწმუნდეს, რომ მისი ძმა სუფთადაა და ახლოს აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება. იგი შეძლებისდაგვარად უმსუბუქებს ძმას იმ ტვირთს, რაც ლეიკემიის თანმდევი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის გოგონასთვის ძმის სწრაფი წონაში კლება საკმაოდ უჩვეულო იყო და რეალურად ავადმყოფობის არსიც არ ესმოდა, იგი დარწმუნებული გახლდათ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცუდად მყოფ ძმასაც მუდმივად ამხნევებდა და დასამშვიდებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა.

image

დედის თქმით, ობრი არამხოლოდ ძმის დახმარებას ცდილობდა, არამედ მშობლებსაც სთავაზობდა დასვრილი აბაზანის მოწმენდას. იგი მუდმივად ინტერესდებოდა ძმის მდგომარეობით და მშობლებს ეკითხებოდა ყველა წვრილმანს დაავადებისა და მკურნალობის შესახებ.

მშობლები ცდილობდნენ, რომ გოგონასთვის აეხსნათ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა მის ძმას. მიუხედავად იმისა, არასდროს გაუმახვილებიათ ყურადღება, რომ იგი სხვებისგან რაიმეთი განსხვავდებოდა, შესაბამისად როდესაც ბეკეტს უსვამენ კითხვას, თუ რა სჭირს, ის გაბედულად პასუხობს - “მე ლეიკემია მაქვს".

image

0
259
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0