x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138484
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512141
"საფულეში არასოდეს შეინახოთ ფოტოები, ხატები, ჩეკები..." - ფენ შუის 10 წესი ფულის გასამრავლებლად
image


ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც, სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და ყველაფერს, მათ შორის მატერიალურ საგნებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთ. თავისი ენერგეტიკა აქვს ფულსაც. თუკი მისი მოზიდვა გაქვთ გადაწყვეტილი შემდეგი 10 წესის დაცვა არ გაწყენდათ:


1. სახლში მუდამ სისუფთავე დაიცავით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჰოლს, დერეფანს, სამზარეულოს.. ფული ბინძურ სახლებში არ მოდის, ან არ ჩერდება.. მას სისუფთავე უყვარს.


2. არასოდეს დახარჯოთ ხელფასი აღებისთანავე. შემოსავალი პირველივე დღეს არ უნდა გაანიავოთ. პირველ დღეს სჯობს რომ სეიფში, ან ყუთში გააჩეროთ თანხა და მეორე დღიდან დაიწყოთ ხარჯვა.



3. საფულე უკეთესია თუ წითელი ფერის იქნება, ან ეცადეთ დეკორში მაინც იყოს წითელი ელემენტები.


4. საფულეში არასოდეს შეინახოთ პირადი ნივთები, ფოტოები, ხატები, ჩეკები და უსარგებლო ნივთები… იქ მხოლოდ ფული და პლასტიკური ბარათები უნდა იყოს.


5. კუპიურები თანმიმდევრობის მიხედვით დაალაგეთ ხოლმე და ისე ჩააწყვეთ საფულეში მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას.


6. ფული მხოლოდ დილით და სუფთა ხელებით დაითვალეთ.


7. ფულის მოსაზიდად გამოგადგებათ მდიდარი ადამიანისთვის თუნდაც ერთდოლარიანი კუპიურის გამორთმევა, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს (თუმცა უკეთესია უცხოური ვალუტა) და მერე მისი უცვლელად შენახვა.


8. ეცადეთ სრულყოთ ფულის შოვნის უნარი. არასოდეს თქვათ რომ ის ხელის ჭუჭყია, რომ უმნიშვნელოა თქვენთვის… თუ გინდათ შოულობდეთ, მოტივირებული უნდა იყოთ მის შოვნაზე. ფულს ფული მოაქვს.


9. შემოსავალს სასურველია თუ ამ პროპორციით დაყოფთ: 15% დახარჯეთ საკუთარ თავზე, 10% იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ, 25% გადადეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და 50% კეთილი საქმეებისთვის, ქველმოქმედებისთვის.


10. და ბოლოს - გაეცით რაც შეიძლება მეტი… რუსთველს თურმე ფენ შუიც ეთანმება - რასაცა გასცემ შენია… უფრო მეტიც - ჩინური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველაფერი ორმაგად გვიბრუნდება.


ასევე დაგაინტერესებთ:


რომელი ანგელოზი გიცავთ, თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით


10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ


მინდა ვიცოდე, გაბედავ თუ არა, დატოვო სულელის შთაბეჭდილება - მოსაწვევი მოწინავე სულებს

როგორი იქნება თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ - მომავლის განჭვრეტის უჩეულო მეთოდი რუსი ექსტრასენსისგან

სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია


3 რამ, რაც სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ სახლიდან, თუ უკეთესი ცხოვრება გვინდა




ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24




სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
17636
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
17636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0