საქართველო ლობიზმი და საქართველო 2019, 7 სექტემბერი, 0:15 Orian Strategies არის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა, რომელსაც ჰყავს გამოცდილი და პროფესიონალი კადრები საზოგადოებასთან ურთიერთობების, მთავრობასთან კავშირის, ადვოკატირების, კვლევისა და კრეატიული მომსახურებების სფეროებში. ფირმა იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს იმისათვის, რომ კლიენტის სურვილი და ინტერესი იქნას გატარებული და დაკმაყოფილებული. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საზოგადოებრივ დიალოგში მონაწილეობა ან საკანონმდებლო ორგანოზე ზეგავლენის მოხდება, ორგანიზაცია აუცილებლად იკვლევს კლიენტის აუდიტორიას, ბაზარს, აყალიბებს მესიჯს და შეარჩევს სწორ მექანიზმს შესაბამისი შედეგების მიღწევის მიზნით. ორგანიზაციას, კლიენტები მიმართავენ ენერგეტიკის, ჯანდაცვის, ტელეკომუნიკაციის, გადასახადების, თავდაცვის, გარემოსდაცვის, ბუნებრივი რესურსების, შრომის, ტრანსპორტირებისა და პოლიტიკური კამპანიების ორგანიზებისა და პოპულარიზების მიზნით.
Orion Strategy-ს მთავარი ფილოსოფიაა:
კომპანიის მუშაობის მთავარი მიმართულებებია: სტრატეგიული კომუნიკაციები, სახალხო ადვოკატირება, მთავრობასთან ურთიერთობა, კვლევა და ხმის მიცემა, კრეატიული მომსახურება. თითოეული მათგანის გასაზომად არსებობს რიგი კრიტერიუმები და ინდიკატორები. სტრატეგიული კომუნიკაციის დაგეგმვაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმების კომპლექსური დახვეწა, როგორებიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობა, პოლიტიკური კონსალტინგი, სოციალურ-ქსელური მუშაობა, ახალი ამბების მონიტორინგი და კლიპირება, კრიზისული კომუნიკაცია და მედია, სოციალური მედიის ტრენინგებთან ერთად. რა თქმა უნდა თითოეული ეს კრიტერიუმი ხასიათდება თავისებურებებით, რის გამოც მათ ქვეშ რიგი ქვეინდიკატორები გამოიყოფა. მაგალითად, კრიზისის კომუნიკაციისას, მნიშვნელოვანია კრიზისული კომუნიკაციის გეგმის შედგენა, მედია ტრენინგები, მედიასთან ურთიერთობა, გაცხადებული მედია ცენტრების არსებობა, მრავალმხრივი კოორდინაცია, ბრენდების იდენტიფიკაცია, რეპუტაციის მენეჯმენტი და სხვ. კრეატიული მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილებია ვებ-გვერდის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, მედია პროდუსინგი. მთავარი მიზანი არის კლიენტების მხარდაჭერა და მომხმარებელთა ინტერაქციის გაზრდა. კომპანია ქმნის ვიდეოებს, რეკლამებს და მრავალი სხვადასხვა სახის მედია პროდუქციას, რითიც უწევს თავის კლიენტ კომპანიებს პოპულარიზებას საზოგადოებასა და მთავრობაში. შექმნილი ვიდეოები თუ რეკლამები განთავსდება და შეერწყმება სხვადასხვა ვებ-გვერდებს, განთავსდება სოციალურ მედიაში, ინტენსიურად გაცხადდება პრეზენტაციებსა და კონფერენციებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გზით შესაძლებელია კომპანიის კლიენტებმა მოიპოვონ სიმპათია და დაფინანსებაც კი რიგი პროექტების განხორციელების საქმეში. კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი წარმატებული სფეროა კვლევები და ხმის მიცემა. იგი აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორებს, როგორებიცაა ოპოზიციის კვლევა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ხმის მიცემა. კომპანია მისდევს ექსტენსიურ კვლევას, იგი იკვლევს თითოეულ კლიენტს და აფიქსირებს თუ როგორაა შესაძლებელი ინფორმაციის ყველაზე უკეთესი გზით მიწოდება და სწორი მესიჯის ფორმირება და სტრატეგიული დაგეგმვა კამპანიისა. კომპანია ატარებს ინტერვიუებს, ქმნის რეპორტებს, ავითარებს მემორანდუმებს, ატარებს სატელეფონო ხმის მიცემებსა და მიმოხილვებს. ეფექტური კომუნიკაციური სტრატეგიის დასაგეგმად ფირმა შეისწავლის კლიენტის ძლიერ და სუსტ მხარეებთან ერთად, ოპონენტის სუსტ და ძლიერ მხარეებს. რაც შეეხება უშუალოდ მთავრობასთან ურთიერთობას, კომპანია ეწევა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ლობირებას და ამასთანავე, მისთვის მნიშვნელოვანია ასოციაციის მენეჯმენტი. კომპანიის მთავრობასთან ურთიერთობის გუნდს აქვს 20 წლიანი გამოცდილება ორგანიზებისა და ლობირებისა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. იგი ემსახურება კლიენტებს 500 სახელმწიფოდან, ადგილობრივად ფლობს მცირე ბიზნესებს და ამასთანავე, მოიცავს ორგანიზაციებს, რომელთა უშაობის სფეროებიც დაკავშირებულია ჯანდაცვასთან, ენერგეტიკასთან, ტურიზმთან, საბანკო სექტორთან და ა.შ. კომპანია წლების განმავლობაში ურთიერთობდა კონგრესმენებთან და არჩეულ სხვა წარმომადგენლებთან, საკანონმდებლო ორგანოში ეწეოდა კრიტიკას, გავლენას ახდენდა საზოგადოების აზრის ფორმირებაზე, კანონებისა და წესების შემუშავების პროცესზე და საჯარო პოლიტიკის რიგ მიმართულებებზე. სხვადასხვა ინდუსტრიები კომპანიის მეშვეობით როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სარგებელს იღებენ ფირმის მიერ საკანონმდებლო ორგანოზე განხორციელებული ზეგავლენისაგან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომპანიისა არის სახალხო ადვოკატირება, რომელიც თავის თავში მოიცავს ონლაინ და სოციალურ მედია მხარდაჭერას, ფედერალურ და საშტატო თუ სახელმწიფოებრივ დონეზე საკითხების რადიუსის შემოფარგვლას, კოალიციურ მენეჯმენტსა და სახალხო მენეჯმენტს. კომპანია სთავაზობს კონსულტაციას თავის კლიენტებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორებიცაა სოციო-ეკონომიკური სარგებლის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობის რისკების შესახებ. კომპანია მუშაობს, რათა ზეგავლენა მოახდინოს ფედერალურ დონეზე არჩეულ წარმომადგენლებზე, მათ შორის არიან როგორც პარტიები, ასევე უბრალოდ მომსახურე პერსონალი. კომპანიის გუნდი ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს აქტიურ და პოტენციურ ორგანიზაციის წევრებთან. 19 შეფასება არ არის
|