x
image
გემი დალანდი
რატომ ჭამდნენ შუა საუკუნეებში ევროპელები ეგვიპტურ მუმიებს?
ევროპაში ყოველთვის როდი ყვაოდა განათლება. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ შუა საუკუნეებში ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი თუ იტალიელი მდიდრები ეგვიპტური მუმიის სხეულის დაფხვნილ ნაწილებს საჭმელად იყენებდნენ. ამის კეთებას მათ ექიმები და აფთიაქრებიც ურჩევდნენ, რომლებიც ასე “კურნავდნენ" დაავადებებს.image
ძველ არაბ და სპარს ექიმებს სჯეროდათ ბუნებრივი ბიტუმის("მთის ფისი"
ფისოვან ნივთიერებათა საერთო სახელწოდება) სამკურნალო თვისებების. მას მოტეხილობების, წყლულებისა და აბსცესის დროს იყენებდნენ. ამ ნივთიერებას კი აღნიშნავდნენ სიტყვით “მუმ", რაც არაბულად “ცვილს" ნიშნავს. მე-7 საუკუნეში ექიმი იბნ ბეტარი წერდა, რომ ეს ნივთიერება განსაკუთრებით უხვადაა აპოლონიაში (ეგვიპტე), სადაც ის ნაკადებად ჩამოდის მთის წვერებიდან, მდინარის ნაპირებზე ქვავდება და კუპრის სუნი ასდის.imageბუნებრივი ბიტუმი

ის აგრეთვე აღნიშნავდა, რომ სასწაულმოქმედი ნივთიერების აღმოჩენა შესაძლებელი იყო ათასწლეულების წინ დამარხული ეგვიპტური მუმიების თავის ქალებსა და კუჭში. შუა საუკუნეებში არაბული სამედიცინო ტრაქტატები ევროპულ ენებზე ითარგმნა და ასე გავრცელდა ცნობა სასწაულმოქმედი მუმიეს შესახებ. თუმცა, წამლად არა ბუნებრივი მუმიე, არამედ უშუალოდ მუმიების სხეულები იქნა მიჩნეული.

მე-13 საუკუნეში ევროპაში სჯეროდათ, რომ მუმია სამკურნალო ნივთიერება იყო ეგვიპტის პირამიდებიდან. შუა საუკუნეების მათემატიკოსი, ასტროლოგი და ექიმი გერარდ კრემონელი წერდა: “ესაა სუბსტანცია, რომლის ნახვაც შეიძლება მიწაში, სადაც ალოეთი ბალზამირებული ნეშტია დამარხული, რომელსაც სხეულის სითხე ერევა და მუმიად გადაიქცევა".

imageმუმიების ნამდვილი ბიზნესი დაიწყო. ყიდდნენ როგორც სხეულის ნაწილებს სახვევებთან ერთად, ისე ფხვნილის სახით, რომელსაც საჭმელში ამატებდნენ ექიმების რჩევით. მე-16 საუკუნეში უკვე სრულფასოვანი ბაზარი იყო ჩამოყალიბებული, სადაც მუმიებით ვაჭრობდნენ.imageქოთნები მუმიიის ფხვნილის შესანახად



საშუალო ფენა არაბულ მუმიებს სჯერდებოდა, მაშინ როცა მდიდრები ძველეგვიპტურ მუმიებს ყიდულობდნენ.

არაბ და ებრაელ ვაჭრებს ვერ გაეგოთ, როგორ შეიძლებოდა ამ საზიზღრობის ჭამა, მაგრამ ამ ბიზნესით ხელს კარგად ითბობდნენ. იმდროინდელი მოგზაურები წერდნენ, რომ ეგვიპტეში დღისით თუ ღამით მიწას თხრიან და მუმიები კაიროში მიაქვთ, სადაც ვაჭრებს აბარებენ.imageეგვიპტელები მუმიებს ეძებენ. სურათი “უნივერსალური კოსმოგრაფიიდან", ანდრე ტევიე 1575 წ.


ყველაზე ხშირად ეს იყო მუმიები შედარებით ადრეული სამარხებიდან, რომელთა მუმიფიცირებისთვის ბუნებრივ ბიტუმს იყენებდნენ. ფისი ქსოვილში აღწევდა და სხეული შავ ფერს იღებდა. ევროპელი ექიმები და აფთიაქრები კი ამ მუმიებს ფქვავდნენ და ფხვნილს ძვირად ჰყიდდნენ. მოგვიანებით მუმიების გაყალბებაც დაიწყეს: ცხედრებს ბუნებრივი ბიტუმით ფარავდნენ, მზეზე ახმობდნენ და შემდეგ ეგვიპტურ მუმიებად ასაღებდნენ.

მე-17 საუკუნის მიწურულს სიტუაცია შეიცვალა და ექიმების უმრავლესობა მუმიებით მკურნალობას თაღლითობად მიიჩნევდა. თუმცა “წამალი" არ დავიწყებიათ. 1912 წელს გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა მუმია თავისი პროდუქციის კატალოგში შეიტანა.imageმუმიებით მოვაჭრე

ნაპოლეონის მიერ ეგვიპტეში ლაშქრობის შემდეგ ევროპაში ეგვიპტური ცივილიზაციის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ფრანგები და ინგლისელები მასიურად ყიდულობდნენ პაპირუსებს, ქანდაკებებს, კერამიკას და მუმიებს.imageმუმიას ექსპერტიზა. პოლ ფილიპოტო

მართალია, ამჯერად მუმიებს აღარ მიირთმევდნენ, მაგრამ მათ ამჯერად უკვე გასართობად იყენებდნენ წვეულებებსა თუ ბოჰემურ შეკრებებზე. ფრანგი დიდებულები სპეციალურად იკრიბებოდნენ საღამოობით და მუმიების სახვევებისგან გათავისუფლების პროცესს აკვირდებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მუმიებს ხელოვნებაშიც იყენებდნენ.გამომხმარ სხეულს ფქვავდნენ და მას საღებავის დასამზადებლად იყენებდნენ. მიღებულ ფერს Mummy Brown ეწოდებოდა.imageმარტინ დროლინგის ტილო “ახალგაზრდა ქალი ეხმარება ღარიბების ოჯახს" დახატულია სწორედ მუმიის ფხვნილით.

1964 წელს ინგლისურმა ფირმამ მხატვრებს Caput Mortuum პიგმენტი შესთავაზა და საბოლოოდ დასრულდა მუმიების სხეულისგან მიღებული პიგმენტის გამოყენება.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0