x
image
გემი დალანდი
25 უცნაური საქორწილო ჩვეულება სხვადასხვა ქვეყნებში
image

ყველა კულტურა, ქვეყანა და ერი განსხვავებულია, მაგრამ ქორწილი ყველგანაა. თუმცა, როგორც სხვა დანარჩენი, საქორწილო რიტუალები ყველგან განსხვავებულია. თქვენს ყურადღებას ამჯერად უცნაურ საქორწილო რიტუალებზე შევაჩერებთ.


1. პატარძლის მოსვრა

imageშოტლანდიის ზოგიერთ მხარეში მეგობრები და ნათესავები ქორწილის წინ საპატარძლოს იტაცებენ და მას უცნაური სითხით წუწავენ, რომელშიც ფქვილს და ექსკრემენტებსაც კი ურევენ. შემდეგ კი პატარძალს ქუჩებში ჩამოატარებენ ან ხეს მიაბამენ. ითვლება, რომ ეს დამცირება საპატარძლოს მომავალ ოჯახურ ცხოვრებას აჩვევს და უადვილებს.



2.მარილიანი სიმღერა

imageჩინეთში, ტუძიას ხალხში, მიღებულია, რომ პატარძალმა ქორწილამდე ერთი საათი მაინც უნდა იტიროს დღეში. 10 დღის შემდეგ მას დედაც უერთდება, კიდევ 10 დღის შემდეგ კი-ბებია. თვის ბოლოს კი ტირილში ოჯახის ყველა ქალი უნდა ჩაერთოს. რატომ?-ეს უბრალოდ სიხარულის გამოხატულებაა. სხვადასხვა ხმაზე მოტირალი ქალების ხმა სიმღერას ჰგავს, რომელიც ცრემლებით და მარილითაა გაჯერებული.


3.წიწილას ღვიძლი

imageდაურები მონღოლეთში ცხოვრობენ. ქორწილის თარიღი რომ დანიშნონ, საქმრომ და საცოლემ ერთად უნდა დაკლან წიწილა (დანა ერთად უნდა ეჭიროთ) და ღვიძლი კარგად დაათვალიერონ. თუ ღვიძლი კარგ მდგომარეობაშია, ახალგაზრდებს უფლება აქვთ ქორწილის დღე დანიშნონ. თუ ღვიძლი დაზიანებულია, მაშინ იმდენი წიწილა უნდა დაკლან, სანამ საღ ღვიძლს არ იპოვიან.


4.ქორწილი ხესთან

imageინდოეთის ზოგიერთ მხარეში ხშირად ქორწინებას ხელს უშლის ე.წ. “მანგალ როში" (ასტროლოგიური კომბინაცია, როცა მარსი და სატურნი მე-7 სახლში ერთდებიან). იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში დაიბადნენ, დაწყევლილებად თვლიან და მიიჩნევა, რომ მათი მეუღლე ნაადრევი სიკვდილისთვისაა განწირული.

იმისთვის, რომ წყევლისგან გათავისუფლდნენ, ეს ადამიანები სიმბოლურად ხეზე ქორწინდებიან. ქორწილის შემდეგ ხეს ჭრიან და წყევლაც მოხსნილად ითვლება.

საბრალო ხე!


5.არავითარი ტუალეტი!

imageბორნეოს ჩრდილოეთით მცხოვრებ ტუდონგებსაც ძალიან უჩვეულო ტრადიცია აქვთ. ქორწილის შემდეგ წყვილი სამი დღე და ღამე შინაპატიმრობაშია და ამ დროის მანძილზე არ აქვთ უფლება, რომ ტუალეტით ისარგებლონ. მათ მეთვალყურეობას უწევენ და ძალიან ცოტა წყალს და საჭმელს აძლევენ.

მშვენიერი თაფლობის თვეა, რას იტყვით?


6. ბოლომდე!

imageსაფრანგეთში ადრე ქორილის დასრულებისას სუფრიდან ნარჩენებს ღამის ქოთანში ყრიდნენ და ახალდაქორწინებულებს ამ შიგთავსის ჭამას აიძულებდნენ.

საბედნიეროდ დღეს ნარჩენების მაგივრად შოკოლადი და შამპანური გამოიყენება.


7. ორი გააჩინე!

imageსამხრეთ სუდანში ნუერის ტომში ქორწინება მანამ არ ჩაითვლება შემდგარად, სანამ ქალი ქმარს ორ ბავშვს არ გაუჩენს. თუ ქალი მეორეს ვერ აჩებს, ქმარს შეუძლია მას თავისუფლად გაეყაროს.


8.ფუი!

imageკენიაში, მასაის ტომში, სანამ ქალი ქმართან ერთად სოფელს დატოვებს, მამა მას სახესა და მკერდზე აფურთხებს.


9.კოცნის წვეულება

imageშვედეთში, ყოველ ჯერზე, როცა ნეფე ან პატარძალი საქორწილო სუფრას ტოვებს, რომ საპირფარეშოთი ისარგებლოს, მის პარტნიორს... კოცნიან! თუ ნეფე გადის, მაშინ დარბაზში მყოფ ყველა კაცს აქვს უფლება, რომ პატარძალს აკოცოს და პირიქით.


10.ქალი-საქმრო

image

სპარტანულ კულტურაში პატარძალს თავი უნდა გადაეპარსა და მამაკაცივით შემოსილიყო, კაცი კი პირიქით, ქალივით იცვამდა. როგორც ხედავთ, ეს დღესაც აქტუალურია


11.ჯოხი ფეხისგულებზე

imageკორეაში სასიძოს ფეხისგულებზე ჯოხს ან თევზს ურტყამენ. მხოლოდ ასე ჩაითვლება ის ცოლიან მამაკაცად. თანაც, ასე მისი გამძლეობის გამოცდაც ხდება.


12.მტაცებელი ფერიები

imageირლანდიაში, როცა ახალდაქორწინებულები ცეკვავენ, ქალმა იატაკს ფეხები არ უნდა მოაშოროს, რადგან ის შესაძლოა ბოროტმა ფერიამ მოიტაცოს. ფერიებს ხომ ყველაფერი ლამაზი მოსწონთ. პატარძალიც ლამაზია, მაგრამ მისი მოტაცება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა ქალის ფეხები მიწას არ ეხებიან.


13.თავშეკავებული პატარძალი

image

ჩეჩნეთში ითვლება, რომ ქალი თავდაჭერილი და მორიდებული უნდა იყოს. ქორწილში ის ცალკეა, სხვების მზერისგან მოშორებული და არც საქმროს ნათესავებთან გამოლაპარაკების უფლება აქვს, სანამ ისინი თავად არ მიმართავენ. ხშირად პატარძლის გამოსაცდელად მას წყლის მიტანას სთხოვენ და ამ დროს მის ალაპარაკებას ცდილობენ. თუ პატარძალი საუბარში აჰყვა, ითვლება, რომ ის უპასუხისმგებლო, თავშეუკავებელი და სულელია. ერთადერთი რაც მან უნდა თქვას- ღმერთმა შეგარგოთ!


14.ესროლე პატარძალს!

image

უიგურების კულტურაში (ჩინეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა) საქმრომ საპატარძლოს მშვილდით სამჯერ უნდა ესროლოს ისარი. მართალია ისარს მახვილი ბოლოები არ აქვს, მაგრამ ეს მაინც იგივეა, რაც რეზინის ტყვიის მოხვედრა. შემდეგ საქმრომ ისრები უნდა შეაგროვოს და გატეხოს, ნიშნად სიყვარულის მარადიულობისა.


15.ადამიანების ხალიჩა

imageფრანგული პოლინეზიის კუნძულებზე ცერემონიის დასრულების შემდეგ პატარძლის ნათესავები პირქვე უნდა დაწვნენ, ახალდაქორწინებულებმა კი მათზე უნდა გაიარონ, როგორც ხალიჩაზე.


16.ფეხსაცმლის ქურდობა

imageინდოეთის ზოგიერთ ნააწილში საკურთხეველთან მისვლამდე საქმრომ ფეხზე უნდა გაიხადოს. ამ დროს პატარძლის ნათესავები ცდილობენ მისი ფეხსაცმელი მოიპარონ, საქმროს ნათესავები კი ფეხსაცმელს იცავენ. თუ ფეხსაცმლის მოპარვას მოახერხებენ, უკან გამოსასყიდის მიღებამდე არ დააბრუნებენ.


17.პოლტერგეისტი

imageქორწილში ახალი ჭურჭლის ჩუქება მიღებულია. გერმანიაშიც ასე აკეთებენ და შემდეგ ამტვრევენ. ითვლება, რომ ჭურჭლის მტვრევის ხმა ბოროტ სულებს აფრთხობს.


18.ქორწინება ცხოველებზე

image

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კავშირი არც ერთ ქცეყანაში არაა აღიარებული, მას ხშირად შეხვდებით ინდოეთში.

ამ ქორწინებას მაშინ მიმართავენ, როცა ითვლება, რომ გოგონა ბოროტ ძალებს ჰყავთ შეპყრობილი. რა თქმა უნდა, ცხოველთან სქესობრივი კავშირი არ მოითხოვება. როცა ჩათვლიან, რომ ბოროტმა სულებმა გოგონა დატოვეს, მას უკვე შეუძლია თავის რჩეულს გაჰყვეს.


19.დედობრივი დახმარება

imageაფრიკის ზოგიერთ სოფელში ახალდაქორწინებულების პირველ ღამეს უფროსი ქალიც უნდა ესწრებოდეს. ზოგჯერ ეს პატარძლის დედაა.


20.არ გაიცინო

imageკონგოში კი ქორწილს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. იმდენად სერიოზულად, რომ საქმროს და საპატარძლოს გაღიმებაც კი ეკრძალებათ ცერემონიის დროს.


21.მოტაცება

imageმოტაცება ჯერ კიდევ აქტუალურია აზიის და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ქალი 2-3 დღეს დაჰყოფს მომტაცებელთან, ის უკვე მის ოფიციალურ ცოლად ითვლება.


22.შარივარი

imageსაფრანგეთში ახალდაქორწინებული წყვილის მეგობრები და ნათესავები პირველ საქორწილო ღამეს მათ სახლში იკრიბებიან და ქვაბებს და ტაფებს აბრახუნებენ. გარდა იმისა, რომ ეს მთელ რომანტიკას კლავს, წყვილი მათ ტკბილეულითაც უნდა გაუმასპინძლდეს.


23.გახერხე

imageგერმანიაში წყვილმა ძელი უნდა გახერხოს. ითვლება, რომ ურთიერთობა-მუშაობაა და მის შესანარჩუნებლად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.


24.შემოწმება

imageბალტიისპირეთში კი ელიან ცეკვის დროს სასიძო ტკივილისგან როდის შეჰყვირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პატარძალმა ძველი ტრადიცია შეასრულა: მან ცეკვის დროს რაც ძალი და ღონე აქვს ფეხი უნდა დაადგას პარტნიორს, რათა დარწმუნდეს, რომ მის წინ სახეშეცვლილი ეშმაკი არაა.


25.ფუმფულა

image

მავრიტანიაში ქორწილამდე პატარძალი გაძლიერებულ კვებაზე ჰყავთ, რომ გასუქდეს. ოჯახის კეთილდღეობა ხომ მის მრგვალ ფორმებზეა დამოკიდებული.







0
184
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0