x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ვიგუდები შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოდ ..."- 16 წლის ლუკა ფოფხაძის დედა წერილს აქვეყნებს
image

40 დღიანი კომის შემდეგ გარდაცვლილი 16 წლის ლუკა ფოფხაძის დედა წერილს აქვეყნებს -
"ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე, ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა, შვილო
ვიარო იმ გზაზე, რომელიც შენთან მომიყვანს, აქ ვერა, მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე, დედიკო, გთხოვ!

ვიგუდები შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოოდ, ახლა რა ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს, რაც შენთან მაკავშირებს, რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია, სად გადავსახლდე, დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო?

წამიყვანეე, გემუდარები ლუკა! უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით, დედუკა?! ჩემო კეთილშობილო...მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო, წამიყვანეეე!!! ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი, მაგრამ დავმუნჯდიი
ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო, დაუბრუნდი სხეულს გთხოვ“სთხოვე უფალს, შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..
დაგაბრუნოს ჩემთან...სთხოვე დედი, შენ ისეთი კეთილი ხარ, იქნებ მოხდეს სასწაული.
გელოდები დედიკო, გთხოოოვ!!! - წერს ბელა ჯმუ­ხა­ძე სოციალურ ქსელში.

მოზარდი კლინიკაში დაუდგენელი ვირუსით 19 ივლისს შეიყვანეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო. რაჭიდან ქუთაისში გადაყვანისას კი ის აპარატურის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა.
0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0