x
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ნივთები აუცილებლად მოვაშოროთ სახლიდან !!!
image


ყველამ ვიცით ისეთი ნივთების სახლში შენახვა, რაც აუცილებელი არაა, მაგრამ ყველას თავისი აზრი გვაქვს წესრიგზე. ფსიქოლოგებმა შეადგინეს ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანებმა პირველ რიგში უნდა მოიშორონ სახლიდან თუ უნდათ, რომ წესრიგი და მყუდროება შეინარჩუნონ სახლში.


ყუთები და შესაფუთი ნივთები


პრაქტიკულად დღესდღეისობით ყველა თანამედროვე ადამიანს აქვს სახლში არასაჭირო ყუთები და შესაფუთი ნივთები. მათგან ზოგიერთს არ აგდებენ იმ მიზნით, რომ მასში რამეს დებენ, ან მომავლისთვის ინახავენ, რომ რამეში გამოიყენონ. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ცარიელი ყუთების და შესაფუთი ქაღალდების შენახვა, ძალიან ცუდი თვისებაა და უკეთესი იქნება, თუ მისგან გათავისუფლდებით.



ბიჟუტერია და კოსმეტიკა


ეს პუნქტი ეხებათ იმ გოგონებს, რომლებსაც ძალიან უყვართ დიდი რაოდენობის ბიჟუტერიისა და კოსმეტიკის შენახვა. მათგან ბევრს უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ, საეჭვოა ოდესმე გამოიყენონ, მაგრამ რატომღაც თაროებზე საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ. ფსიქოლოგები მოუწოდებენ ასეთ გოგონებს, ისწავლონ რაც შეიძლება მალე მოიშორონ ასეთი კოსმეტიკა და ბიჟუტერია, რომლებიც აღარ დასჭირდებათ.


გაფუჭებული ნივთები


ფსიქოლოგები ამ კატეგორიას მიაკუთვნებენ ისეთ ნივთებს, რომლებსაც კარგა ხანია მკვეთრი დეფექტები აქვთ, მაგრამ ადამიანები მაინც აგრძელებენ მათ სახლში შენახვას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გარღვეული წინდები, მაისურები და კურტკები. ზოგიერთი საერთოდ ვერც ამჩნევს რამე დაზიანება თუ აქვს რომელიმე ნივთს, ზოგი კი, რომ შეამჩნევს, უკან აბრუნებს თავის ადგილზე. ისინი ზუსტად ასე ექცევიან პირსახოცებს, თეთრეულს და სხვა ნივთიბს.


გაბზარული ჭურჭელი


გაბზარულ ჭურჭელს ფსიქოლოგები ცალკე განიხილავენ, რომლებიც არა მარტო უბრალოდ გაფუჭებულ ნივთებს წარმოადგენენ, არამედ საშიშიცაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა აღმოსავლელი სპეციალისტების აზრით, სახლში ძველი ჭურჭლის შენახვა სიღარიბეს და გაჭირვებას იზიდავს.


გამხმარი ყვავილები


ეს პუნქტიც ლამაზი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც არ ჩქარობენ ნაჩუქარი ყვავილების გადაყრას, მაშინაც კი, თუ ყვავილები აშკარად გამხმარია, თან ცუდი სუნიც ასდის. როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, თუ გოგონებს აქვთ სურვილი რაც შეიძლება დიდხანს შეინახონ ნაჩუქარი ნივთები, ზოგჯერ ეს არანორმალურია. ხოლო ფენშუის მიმდევრები ამბობენ, რომ გამხმარი ყვავილები ადამიანებს გადასცემენ მარტოობის ენერგეტიკას.


ძველი ქვითრები


საკამოდ ბევრი ადამიანი ინახავს სახლში ყველა ძველ ქვითარს, რომლებიც მაღაზიებიდან წამოიღეს. ეს არ ეხება იმათ, ვინც საქონლის საგარანტიო დოკუმენტაციასთან ერთად ქვითარსაც ინახავს, არამედ მათ, ვისაც არაფერში სჭირდებათ და მაინც ინახავენ. ეს უკანასკნელნი ზოგჯერ ყუთებშიც კი ინახავენ, რომლებსაც აღარასოდეს ამოიღებენ იქიდან.







ასევე ნახეთ

მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები


როგორ ავარჩიოთ ბავშვის სარეცხი ფხვნილი? მარტივი და აუცილებელი წესები


მათი ადგილი იქ არაა - რომელი ნივთების შენახვაა საშიში სამზარეულოში


გოგრა ყველაზე გამაახალგაზრდავებელ ბოსტნეულად დასახელდა


საშიშია თუ არა 30 წლის შემდეგ შპაგატის გაკეთება?


ყველაზე უგემოვნო სახლის ინტერიერი (ფოტოკოლაჟი)



0
156
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0