x
საშიშია თუ არა 30 წლის შემდეგ შპაგატის გაკეთება?
image


ჯანმრთელი ცხოვრების რიტმი თანამედროვე მოდისთვის განუყოფელ ნაწილად იქცა. თანდათან პოპულარული ხდება ისეთი სურათების გამოქვეყნება, სადაც გოგონები შპაგატის კეთებით იწონებენ თავს. მაგრამ ღირს კი საშუალო ასაკში ამ ტენდენციის ადევნება და რამდენად უსაფრთხოა ის ჯანმრთელობისთვის?


image


ნაწვიმარზე ახალამოსული სოკოებივით სწრაფად მრავლდებიან ფიტნეს დარბაზები და მათი პირადი ფიტნეს ინსტრუქტორები. თავად შპაგატი კი ყველა დაავადების პანაცეად მიიჩნევა და რაც მთავარია ქალური ენერგიების გარეთ გამოშვების საშუალებად, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტიმური ცხოვრების მოწესრიგებას. თუ მათ დავუჯერებთ, ამისთვის ფეხების რაც შეიძლება განზე გაწევაა საჭირო. ფიტნეს დარბაზების რეკლამები კი იმდენ რამეს ჰპირდებიან პოტენციურ კლიენტებს, ზოგი მართლაც ებმევა მათ "მახეში" და რამდენიმე ხნის შემდეგ მიღწევების ფოტოებითაც ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს.



image


მაგრამ ზოგჯერ ასეთი ფიზიკური დატვირთვა სულაც არაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობის მდომარეობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და სხვა ბევრ წვრილმანზე.


image


მითუმეტეს თითქმის ყველა ფიტნეს მწვრთნელი გაიძახის - რეგულარულად! მათი აზრით საკმარიასია დღის განმავლობაში მინიმუმ 20-30 წუთი დაუთმოთ ვარჯიშს, სისტემატიურად.


image


აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ მოზრდილი ასაკის ადამიანების ძვლებს გაცილებით ძნელად შეუძლიათ გაწელვებზე რეაგირება, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში. თუ შპაგატის ჯგუფურ ვარჯიშებზე ჩაეწერებით, აუცილებლად ყური დაუგდეთ თქვენი ორგანიზმის შეგრძნებებს, არ მისცეთ უფლება მწვრთნელს, იმაზე მეტი გაგაკეთებინოთ, ვიდრე ეს თქვენს სხეულს შეუძლია და ვარჯიშის დროს მწვავე ტკივილები გეწყებათ. გიყვარდეთ საკუთარი სხეული და პატივი ეცით მას, ნუ მოითხოვთ თქვენი სხეულისგან ძალიან ბევრს მოკლე დროში. მაშინ თქვენ შეძლებთ შპაგატის გაკეთებას.

imageimageimageimageimage









ასევე ნახეთ


დაკარგული ლიბიდო და სურვილები, რისი დაბრუნებაც ყველა ქალს შეუძლია.


გოგრა ყველაზე გამაახალგაზრდავებელ ბოსტნეულად დასახელდა


რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად


ჯენიფერ ლოპესის რჩევები, როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად


5 პროდუქტი, რომელიც კბილებს გაგითეთრებთ


ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ 40 წლის მერე

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0