x
image
ანა ბეჟაშვილი
" ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა." - შარშან გარდაცვლილი გოგონას დედა წერილს აქვეყნებს

image


"ზუსტად ერთი წლის წინ ჩამოინგრა ჩემი წილი დედამიწა.... ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ასეთ მზიან დილას მოვისმინე შენი უკანასკნელი საყვედური დედიკო- “ რატომ არ გამაღვიძე, სამსახურში უნდა გაგაცილოო" ... თურმე უკანასკნელად... ნეტა ახლა შემეძლოს შენი გაღვიძება ჩემო სიცოცხლის სხივო, ჩემო გაუსაძლისო მონატრებავ! მხოლოდ უფალი იქნება იმ არაკაცის მსაჯული, ვინც შენი ულამაზესი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული წამართვა... სასწაულის მოლოდინში ვარ მთელი წელია, მაგრამ ვაი, რომ სასწული თურმე ქვეყნად არ ხდება...გრძელდება ეს უმიზნო ცხოვრება უშენოდ დედიკო, მაგრამ ყოველ წამს მხოლოდ შენთან მოსვლის მოლოდინით... შენ სიკვდილი გამიიოლე ნატა, შიში მომისპე... შეგინდოს დედიკო უფალმა... ჩემს მეგობრებს ყველას, ვინც 14 აგვისტო მომილოცა რაღაცა გზით, ან ვინც ვერ მომილოცა, სიტყვები არ მოეძებნა, მაინც მადლობა, თუმცა უსაშველოდ მიჭირს მადლობი გადახდა, ჩემი დაბადების დღე, ჩემი შვილის ამ ქვეყნად ყოფნის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა... ამ ვიდეოს მათ გიტოვებთ, ვინც იცით, როგორი სიცოცხლე ჩააქრო საზიზღარმა არაკაცმა.."- წერს თამუნა ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს 16 წლის გოგონამ
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედია ოზურგეთში მოხდა.
საქმეში ბრალდებულია 22 წლის მამაკაცი, რომელიც გოგონას
ინტიმური მიმოწერისა და ფოტოების გასაჯაროვებით ემუქრებოდა. რის ნიადაგზეც გოგონამ თავი მოიკლა.
ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.


image



0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0