x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: მუსლიმები აფხაზეთიდან შეუტევენ რუსეთს

image

1999 წელი, 14 აგვისტო, საღამოს 10 საათი, კოჯორი
რუსეთი და ამერიკა ჩუმად გამართავენ მოლაპარაკებებს, თუ როგორ შეუტიონ რუსეთის ზურგში მყოფ მუსლიმებს. ამ დროს იკვეთება აფხაზეთი+შავი ზღვა. ეს მუსლიმთა ერთადერთი გზაა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსეთი სასწრაფოდ გადაწყვეტს, დაგვიბრუნოს არა მარტო აფხაზეთი, ასევე სამაჩაბლოც. არ არის საჭირო ოსების მოძლიერება, პირიქით. ამას ხვდებიან და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტენ საკითხს. რუსები არავის და არაფერს დაინდობენ, როგორც ყოველთვის.
დიდი მიწისძვრა ისევ იქნება. ასევე დაიძაბება რუსეთის ჩრდილოეთიც. ვხედავ ქიმიურ აფეთქებებს.
ერთი პერიოდი რუსეთს ძალიან გაუჭირდება, განსაკუთრებით მთავრობის ხაზით. ვინ არ ამოტივტივდება პოლიტიკურ არენაზე, ვინ არ წამოყოფს თავს...
რუსეთში ჩემი ნაწინასწარმეტყველები პრეზიდენტის დროც მოდის. იგი მოულოდნელად გამოჩნდება არენაზე. ბევრი მიემხრობა და ხელს შეუწყობს. მას აწერია რუსეთის პრეზიდენტობა და გახდება კიდეც!!!
რუსეთს ეს ძალიან დაეტყობა. დაიწყება სწრაფი სტაბილიზაცია. ბევრი დატოვებს თანამდებობას და ბევრი მართლაც ჭკვიანი მოვა. პარლამენტიც დაიწმინდება. იქნება დიდი საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის სასიკეთოდ. პირველ რიგში, რუსეთი ააწყობს სამხედრო ძალებს, ნელ-ნელა მოძლიერდება, რაზეც ამერიკა და ევროპა ჩაფიქრდებიან. იმ დროს კავკასია, ასე ვთქვათ, გასუფთავებულია, საქართველოშიც დიდი ცვლილებებია უკვე მომხდარი.
1999 წელი, 18 აგვისტო, დღის 12 საათი, კოჯორი
ჩრდილოეთის ომს დღეს რუსეთი ვერ ჩააქრობს, ტელევიზიით გადმოსცემენ ცრუ ინფორმაციებს. რას ვხედავ და რა მინდა ვთქვა: იყენებენ ქიმიურ, მომწავლელ ნივთიერებებს. თითქოს რუსებს სურთ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველა ამოწყვიტონ და გადააქციონ პურის დასათეს ადგილად. ამ ქიმიურ იარაღზე მუსლიმური სამყარო ახმაურდება, მაგრამ არც გაერო, არც ევროპა და ამერიკა ყურადღებას არ გაამახვილებენ ამაზე, პირიქით ყურს მოიყრუებენ. დიდი შეტაკებები იქნება – ხუთჯერ და ათჯერ დიდი, ვიდრე აფხაზეთში იყო.
რუსეთი დაიწყებს დიდ ცვლილებებს შეიარაღებულ ძალებში. შეცვლის ბევრ რამეს, ხსნის დაკონსერვებულ იარაღს (ვხედავ ბუნკერებს), აწესრიგებს საკუთარ ჯარს მთელი ძალით. დემოკრატია კი, მაგრამ კომუნისტების დროინდელი ჯარი ჭირდებათ, ოღონდ რუსეთის ფარგლებში. თუმცა, დაშლა ადვილი იყო, აწყობა რთულია, რაც დროს მოითხოვს. მაგრამ ეს აუცილებლად საჭიროა, როგორც რუსეთისათვის, ისე საქართველოსთვის!
როგორც გნებავთ, ისე მიიღეთ, არ მაინტერესებს: ძლიერი რუსეთი გვაწყობს ასი პროცენტით.
რუსეთის მთავრობა ჩემი ნაწინასწარმეტყველები პრეზიდენტის მეთაურობით, საქართველოსთვის მომგებიანია.
ახალ ხალხს ვხედავ საქართველოს მთავრობის ხაზითაც. იმ დროს, ვხედავ, რუსეთი მყარ კონტაქტშია საქართველოსთან და სუფთა ურთიერთობებს ამყარებს. კავკასია კი დამშვიდებულია. კავკასიის ცენტრი, როგორც 9 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, საქართველოა. ასეთია ნება ღვთისა, ამინ!



1999 წელი, 20 აგვისტო, საღამოს 9 საათი, კოჯორი
ვხედავ სიკვდილს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა. ეს ქალია. ვხედავ, ვინც არის… დიაგნოზი: სიმსივნე საშვილოსნოს ზოლში. მკურნალობა უშედეგო იქნება. ასეთია ნება ღვთისა. ამიტომ ეს პარტია ძალიან სუსტდება. ახალი ლიდერი, როგორც იტყვიან, ვერ გაქაჩავს და ჩრდილში, თამაშგარე მდგომარეობაში მოექცევიან...
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, პარლამენტში ორი პარტია დარჩება, სათავეში ზის ცხრა კაცი, რომელნიც მართავენ საქართველოს-მეთქი. ყალიბდება, ვხედავთ, მინისტრთა კაბინეტი – რამდენიმე სამინისტროს გააერთიანებენ. დიდი ცვლილებები იქნება მათ სტრუქტურებში. მხოლოდ ორი პარტია დარჩება. აქედან ერთი სახელისუფლებო პარტიაა, მეორე კი ახლად შექმნილი და პრეზიდენტიც მათი ლიდერი იქნება. იგი ჩემი მეგობარია.
მოულოდნელი ცვლილებები ბევრს აუბნევს გზა-კვალს, მაგრამ ასეა: დასარჩენი დარჩება, წამსვლელი კი წავა. წარსულიდან დაბრუნდება მთავრობაში გათავისუფლებული მინისტრი და თანამდებობის პირი. ასეა, მათი გამოცდილება დასჭირდება პრეზიდენტს ღვთის ნებით, სურს თუ არა და ბევრი რამ სასიკეთოდ გადაწყდება საქართველოსთვის, ხალხისთვის.
1999 წელი, 25 აგვისტო, ღამის 12 საათი
მომავალში იქმნება ახალი მთავრობა, ახალი კანონები, რომლებიც კანონობს. საინტერესო კი ის არის, რომ ბევრი, ასე ვთქვათ, სახელოვანი პარტია, ვერ გადალახავს შვიდპროცენტიან ბარიერს და დარჩება ქუჩაში, დიახ, ქუჩაში. ძალიან გაუკვირდებათ, მაგრამ ეს ასეა. ბევრი, ასე ვთქვათ, ძლიერი დეპუტატიც გარეთ დარჩება.
1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება: „ცხრა კაცი დგა ქვეყნის
სათავეში. დარჩება ორი პარტია“ — ყველას უკვირს. პარტიების ისეთი სიმრავლეა, რომ დაუჯერებელია ორი პარტიის დარჩენა ქვეყანაში.
ყველაფერი ლაგდება, ვხედავ, მაგრამ პრეზიდენტს მოულოდნელი დეპრესიები ეწყება, ფსიქიკა ძალიან გადაეღლება, რჩება უენერგიოდ, ეს საშინელებაა. იძაბება, როგორც არასოდეს, იავადმყოფებს ხანგრძლივი პერიოდი. ბევრ რამეს მიხვდება, მათ შორის იმასაც, თუ რას ნიშნავს ენერგია, მაგრამ... ასეთია ბედისწერა. მოდის ახალი პრეზიდენტი, ახალი ხალხი, ახალი მთავრობა.
1999 წელი, 29 სექტემბერი, დილის 7 საათი
რუსეთის მთავრობაში დიდი დაპირისპირებები იქნება. პუტინი პოლიტიკაში გამოამჟღავნებს სისუსტეს — იგი არ არის პოლიტიკოსი. ელცინის ჯგუფმა იგი იმიტომ მოიყვანა, რომ ეგონათ, წინააღმდეგობასა და ბუნტს არ დაიწყებდა, მათ მითითებებს შეასრულებდა, რომ თვინიერი პიროვნებაა, მაგრამ მას დიდი კრახი მოაქვს რუსეთისთვის... პუტინი ღუპავს რუსეთს!
პრეტედენტები – საპრეზიდენტო პოსტი! ომით მოვლენ და ბრძოლებისთვის ემზადებიან. ვინ აღარ გამოყოფს ფეხს. საწყალი რუსეთი… მოკლედ, ყველაფერი აირევა. ერთადერთი ჩემი ნაწინასწარმეტყველები პიროვნებაა, ვისგანაც დაიწყება რუსეთის დალაგება.
1999 წელი, 30 სექტემბერი, დილის 9 საათი
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი ომს ვერ ჩააქრობს. ეს აბსურდია. ომები უფრო გამძაფრდა, დაღესტანი მალე აფეთქდება. რუსეთის არნახულმა და გაუგონარმა შანტაჟებმა, სიცრუემ, მგონი, ღმერთიც კი გააკვირვა. რუსეთმა დაკარგა მართვის სადავეები. ახლა ვხედავთ, რომ სტალინს – ქართველ ჯუღაშვილს რომ არ ემართა რუსეთი, იგი საერთოდ აღარ იარსებებდა. რუსმა არ შეიძლება მართოს რუსეთი. ცუდად აქვთ დაცდილი. აი ნახავთ!
დაღესტანს მიყვებიან ჩერქეზები, ყაბარდოელები და ა.შ. და ა.შ. რუსეთს მოუწევს ბევრი რამის დათმობა კავკასიაში — ბედისწერა აიძულებთ, რათა წავიდნენ შეთანხმებებზე.
ვხედავ, რუსეთში ფეთქდება ხალხმრავალი ადგილები, მეტროები, თეატრები და ა.შ. ყოველგვარ ზღვარს გადაცდება რუსებისა და კავკასიელების ქმედება.
საწყალი ხალხი. დიდი სისხლი იქნება!
რუსები აფხაზეთზე აყაყანდებიან, იმდენად დაიძაბება მათი მდგომარეობა. ზუსტად აფხაზეთიდან შეუტევენ რუსეთს და იძულებულნი შეიქნებიან, რომ აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნონ.
ჩეჩნები აფხაზეთში არ იცხოვრებენ; ჩეჩნები ისევ თავის მიწებს დაუბრუნდებიან. უნდათ თუ არა რუსებს, ასეთია ბედისწერა. ამინ!
1999 წელი, 5 ოქტომბერი, დილის 10 საათი
ელცინის სიკვდილს რუსეთი მალე გამოაცხადებს! პუტინი თითქოს დროებითი ფიგურაა, მაგრამ რაღაც პერიოდი, ვხედავ, მომავალში მართავს რუსეთს. მას ძლიერი მხარდამჭერი გუნდი ჰყავს — წარსულში მოძლიერებული დიდი ფულის მქონე ბიზნესმენებიცა და სხვებიც.
რუსეთი, სანამ არ მოვა ჩემი ნაწინასწარმეტყველები პრეზიდენტი, ბევრს წააგებს.
კავკასიის ომები უფრო ღვივდება. კრემლი „ესენგეს“ ბევრ ქვეყანასთანაც აურევს და რუსეთის პოლიტიკა ნულის ტოლფასი იქნება, ცუდ დღეში ჩაცვივდებიან. რუსეთს უფრო ჭკვიანი და აზრიანი მრჩეველი ჭირდება. ეს ასეა, არ ვხუმრობ.
აფხაზეთთან, მის დე-ფაქტო პრეზიდენტთან დიდი შეჯახება ექნებათ რუსებს. აფსუები უღალატებენ. ჩეჩნები ჩუმად აწარმოებენ მოლაპარაკებას ვითომ პრეზიდენტთან – აფხაზეთს ბაზად იყენებენ. დღესავით ნათელი ხდება რუსეთისათვის, რომ ყველა ტერორი იწყება აფხაზეთიდან.
და ასრულდება 1992 წელს ჩაწერილი წინასწარმეტყველება: „დე-ფაქტო პრეზიდენტს თვითონ რუსები მოთხრიან“. რუსეთის ტელევიზია დღე და ღამე მის ლანძღვაში იქნება.
მეტად სასიამოვნო მოსასმენია, როგორ ცნობს რუსეთი აფხაზეთს საქართველოდ! ამინ!
1999 წელი, 8 ოქტომბერი, დილის 8 საათი
რუსეთმა დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა კავკასიის ხალხთა მიმართ... ვხედავ, მომავალში რუსეთი ჩეჩნეთს მთლიანად ვერ აღგვის მიწის პირისაგან. ომები მომავალში იწყება. არავის დაინდობენ, ფეხქვეშ დედამიწა ეწვით. ჩეჩნები ერთიანდებიან, მუსლიმები ეხმარებიან. სხვა ქვეყნებიდან ჩასული მეომრები ჩეჩენ მეომრებზე მეტნი არიან. რუსეთს გაუგონარ ტერორებს მოუწყობენ ჩეჩნეთში. რუსეთს დიდი დანაკარგები ექნება. რუსული არმია უძლური იქნება მრავალი პატარ-პატარა მუსლიმური დაჯგუფების წინააღდეგ.
რუსეთის მთავრობა ჩეჩნებში მოკავშირეს ვერ მონახავს, მოლაპარაკებები ჩაიშლება. ჩეჩნები არ წავლენ არავითარ შეთანხმებაზე, იმიტომ რომ მათ არაფერი დარჩენიათ. იმდენს იზამენ, რომ დაღესტანს ჩაითრევენ, ინგუშეთს, ყაბარდოელებს და მთელ ჩრდილოეთ კავკასიას. დიდი ბრძოლები იქნება, ყველგან სიკვდილია.
მუსლიმთათვის მშვენიერი საყრდენი აფხაზეთია. დე-ფაქტო პრეზიდენტი მუსლიმების მხარეს გადაიხრება. ზღვიდან შედის იარაღი და მოკლედ, ყველაფერი. რუსები დე-ფაქტო პრეზიდენტს გააფრთხილებენ, მაგრამ იგი ზურგს შეაქცევს რუსეთს.
რუსეთის პოლიტიკა საქართველოში საბოლოოდ წააგებს – სასწრაფოდ გვიბრუნებს აფხაზეთს, სასწრაფოდ!
ჩეჩნეთში იქმნება ახალი მთავრობა. ვხედავ ახალგაზრდა პრეზიდენტს. იგი აღმოსავლეთიდან არის, ნამდვილი მუსლიმია. იმასაც იტყვიან, რომ მეფის შთამომავალია. ის დაუნდობელია, მუდამ სისხლი სწყურია. ომები! ომები! ომები! ესაა, რაც მას აწყნარებს. რუსეთს მძიმე, ძალიან მძიმე დღეები ელის.
1999 წელი, 9 ოქტომბერი, ღამის 11 საათი
არჩევნებში „მოქალაქეები“ იმარჯვებენ, მოდიან უმრავლესობაში... „აღორძინება“ წააგებს; დიდი კრახი და დარტყმა ელით, ყველაფერი წყალში ჩაეყრებათ. პრეზიდენტი ისევ შევარდნაძეა...
მომავალში დიდი ცვლილებები იქნება... მოდიან ისინი, ვისაც ვერ წარმოიდგენთ!
პრეზიდენტი დიდ თამაშს წამოიწყებს და უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს მტრებს – „მოღალატე თავადებს“. იგი ფართომასშტაბიან ომს გამოუცხადებს კორუფციას, დაიწყებს პარლამენტიდან. ბევრი დაკარგავს დიდ ქონებას! მთავარი: გახშირდება ტერორები, დაიწყებენ ერთმანეთის განადგურებას, ემსგავსებიან იტალიელ მაფიოზებს, გაასწრებენ კიდევაც.
„აღორძინება“ დაიშლება. ასლან აბაშიძე წააგებს სამუდამოდ. თვითონვე ხვდება, რომ წააგო. იგი ძალიან უცნაურ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს (ამაზე ყველა ილაპარაკებს), რუსეთთან მოუვა დიდი შეჯახება — ბევრს ელაპარაკებიან, მაგრამ არაფერს გაუკეთებენ...
1999 წელი, 6 ნოემბერი, საღამოს 10 საათი
...ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდება საქართველოსთვის. დროს არ ვაფიქსირებ, როგორც ყოველთვის, მაგრამ საქართველო ნამდვილად ბევრი ურთულესი სიტუაციიდან გამოძვრება.
პარლამენტი რუსეთის მიმართ გონიერ ნაბიჯებს გადადგამს. კრემლი ყველაფერს შეურიგდება საქართველოსთან მიმართებაში.
საინტერესო დეტალს ვხედავთ მომავალში: საქართველო და რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქეთში, დიახ, თურქეთში. მეც მიკვირს, მაგრამ ასე ასრულდება ასი პროცენტით. ამერიკაც ღია თამაშს იწყებს და საქართველოს ინტერესებს ღიად დაიცავს, ასე ვთქვათ, ყველას დასანახად.
საქართველო ნატოს წევრია! ნატოს სამხედრო გემებია შავ ზღვაზე აფხაზეთიდან აჭარამდე. მომავალში სიმშვიდეა მთელს საქართველოში.
1999 წელი, 7 ნოემბერი, დღის 2 საათი
საქართველო ევროპაა, ანუ მისი ნაწილი, ამიტომ კავკასია ითქმის ჩრდილოეთ კავკასიაზე და არა საქართველოზე. ეს უზარმაზარი ფარია და დაცვა რუსული მონსტრისგან. მომავალში მთელი საქართველო მიხვდება – უწიგნურიც კი, თუ რა საშიშროება და ნგრევა ააცილა ამ ტიტულმა – ევროპელის სახელმა ჩვენს ქვეყანას. კავკასიად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ კავკასიას, აზერბაიჯანსა და სასომხეთს, საქართველოს კი – ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს შავი ზღვისპირეთისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას, ევროპა იერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
ვხედავ, მომავალში კიდევ მნიშვნელოვან ბრძოლას მოვიგებთ. რუსეთი გვცნობს, როგორც ევროპას, მაგრამ მანამდე რთულ და საშიშ ეტაპებს გავივლით.
ბევრი სახელოვანი და გამოჩენილი ადამიანი ეწვევა საქართველოს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ინგლისის დედოფლის ჩამოსვლა. იგი ჩამობრძანდება საქართველოში ასი პროცენტით. გრანდიოზულ შეხვედრას მოუწყობს საქართველო მას.
ინგლისელები შავ ზღვაზე იაქტიურებენ საქმიანად – სამხედრო ხაზით ეხმარებიან საქართველოს. ვხედავ წყალქვეშა ნავსა და გემს, რომელსაც ინგლისი საქართველოს აჩუქებს. დიდ პროექტებს ვხედავ, ყველგან აშენებენ. ინგლისის მსხვილი ბანკებიც შემოდიან კონტაქტში.
ცნობილი მანქანების ფირმა შემოდის პროექტებით, რომ ააშენონ ქარხნები. ვხედავ უცხოური მანქანების მინიქარხნებს.
საქართველოსთვის ეს ძალიან მოგებიანია. ასეა მომავალში ასი პროცენტით. აი ნახავთ!!!
1999 წელი, 8 ნოემბერი, საღამოს 6 საათი
ვხედავ, გაზის პრობლემას საქართველო მომავალში აუცილებლად გადაწყვეტს, იძულებული შეიქნება. რუსებს ჩემი მტერი ენდო! რუსეთიდან საქართველო გაზს სრულყოფილად არასდროს მიიღებს.
ვხედავ უზარმაზარ პროექტებს. თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი – მათ შუა მილი გაივლის. ნავთობის მილების მსგავსად, გაზსადენ მილებს ვხედავ მომავალში ასი პროცენტით. ეს უდიდესი დარტყმაა რუსეთისათვის, მაგრამ ვერაფერს გახდებიან.
გაზის მილი, უნდა თუ არა რუსეთს, მაინც გაივლის საქართველოზე ასი პროცენტით.
მომავალში, ვხედავ, საქართველო არაფრით არ არის დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ ის ნავთობ- და გაზსადენი მილები, რომლებიც რუსეთთან გვაქვს, არ უნდა დაიშალოს. მომავალში მათ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებთ, როცა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდება. ეს ასეც მოხდება, როცა რუსეთი დაწყნარდება და მართლა დემოკრატიულ სახეს მიიღებს.
მოკლედ, გაზსადენ მილზე საქართველოს დიდი ბრძოლები ელის, მაგრამ გავიმარჯვებთ. ამერიკა და ევროპა გვეხმარება, მთელი მასალა და დაფინანსება მათი იქნება. მტრის კარს, რუსეთი ისე გაცოფდება, მაგრამ ცივი წყალი დალიონ.
საქართველოსაც მივმართავ: ძალიან შეგეშინდათ და ვერ რისკავთ, არ იცით, საიდან დაიწყოთ, მაგრამ მაინც ისე მოხდება, როგორც ვხედავ. აი ნახავთ!
1999 წელი, 9 ნოემბერი, დილის 10 საათი
ინგლისი ძალიან დაინტერესდება საქართველოს წყლებით. ეს წყლები – სამკურნალო, გოგირდის წყლები – ძალიან საინტერესოა ყველასათვის. ჯერ ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ბუნებრივი წყლები უძვირფასესი სამკურნალო ნივთიერებითაა სავსე და როცა დაიწყება ნამდვილი გამოკვლევა, მსოფლიო გაოცდება. დიახ, ეს ასეა. ააშენებენ ბალნეოლოგიური კურორტის მსგავს დიდ ლამაზ შენობებს, სამკურნალო ცურვისა და მასაჟის ცენტრს, ყოველგვარი წამლით მკურნალობის გარეშე, რასაც უდიდესი და საოცარი ეფექტები იქნება. ასეთ აუზებში იბანავებენ და იმკურნალებენ დედოფლები, მაგალითად, ინგლისის დედოფალი, მსოფლიო ელიტა. ჩვენი გოგირდის წყლისნაირი მსოფლიოში სხვაგანაც არის? არა, ბატონებო, არსადაც არ არის! ამ სითხეს გასაოცარი სამკურნალო თვისებები აქვს; ვიმეორებ, გასაოცარი!!! ამას პლუს მიწა, ტალახები, რომლებიც საოცარი მკურნალია, საოცარი! არადა თითქმის მთელ საქართველოშია, ყველა კუთხეში მოედინება ეს წყლები. საქართველო პატარაა, მაგრამ ძალიან მდიდარი. ასე ვხედავ მომავალში.
ვატიკანში მოდის ახალი პაპი და იწყება ახალი პაპის ახალი ეტაპი. იგი დიდი პოლიტიკოსია, არანაკლები, ვიდრე იყო იოანე პავლე მეორე. ინგლისს ახალი დედოფალი ეყოლება. ამერიკაში კი ახალი პრეზიდენტი მოდის – „რესპუბლიკელი“.
1999 წელი, 10 ნოემბერი, ღამის 12 საათი
რომის პაპად მოვა მართლმადიდებელი! დიახ, მართლმადიდებლობას თითქოს უარყოფს, ასე ჩანს. ბევრი გაღიზიანდება, მაგრამ ეს მისი კარიერისთვის იყო საჭირო. რასაც ვხედავ და ვწერ, თვითონ მაოცებს... ეს მართლმადიდებელი პაპი უდიდეს სამსახურს გაუწევს ვატიკანს და საერთოდ, მსოფლიოში სარწმუნოების კუთხით დიდი ცვლა იქნება. ასე ნებავს ღმერთს — ამინ!!!
1999 წელი, 12 ნოემბერი, დღის 12 საათი
პარლამენტი, მინისტრები – ვინ არიან?..
მოდის ძალიან რთული პერიოდი, დაპირისპირებები, ერთმანეთის ჭამა, გაყიდვა, ტერორები. პარლამენტში რომ გაარჩევენ საქმეს, მერე ქუჩაში გადადიან და ხოცავენ ერთმანეთს. რამდენიმე პარლამენტარის სიკვდილს ვხედავ. მოკლედ, ვერ აღვწერ, რასაც ვხედავ. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვის გაფილტვრაა საქართველოში, დიახ, ნაგვის!
მათ პატარა პერიოდი აქვთ. პრეზიდენტს აღარ აქვს ძალა და ენერგია. ეს მალე გამოჩნდება. მისივე მოყვანილი ხალხი უღალატებს, ვისიც ვითომ მართლაც სჯერა. მოკლედ, საზიზღარი პერიოდია.
მომავალში იქმნება ახალი პარტიები, მოდის ახალი თაობა და პრეზიდენტი „გიორგი“ – ის ახალგაზრდა, ვისაც დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ. დღეს კი პრეზიდენტს ძალიან, ძალიან გაუჭირდება; ისეთ დღეში ჩააგდებენ, მტრის კარს!
1999 წელი, 20 დეკემბერი, დილის 8 საათი
პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას არ ენდობა, მაგრამ სურს გამოიყენოს სათავისოდ. ჟვანიაც თავს გამოაყენებინებს, რათა მერე თვითონ გამოიყენოს პრეზიდენტი; და საერთოდ, ამ ეტაპზე შევარდნაძე აწყობს პრეზიდენტად. ეს ოთხი წელი არის მისი მზადებისა და დიდი ბრძოლების პერიოდი, რათა პრეზიდენტად მოვიდეს. ამიტომ იქნება ძალიან რთული პერიოდები, შანტაჟები და ტერორები.
„მოქალაქეთა“ ქმედებები ზღვარს გადააბიჯებს და პრეზიდენტს ბრწყინვალე საშუალება მიეცემა, რათა ჟვანიას ხელი შეუშალოს სახალხოდ პრეზიდენტად მოსვლაში. ეს ძალიან ტექნიკური და ჭკვიანური თამაში იქნება...
პრეზიდენტი კატასავით მიიძინებს (ეს მისი ტაქტიკაა), რათა საშუალება მისცეს ჟვანიას, დაკარგოს სიფხიზლე, ფრთები შეისხას და იგრძნოს, რომ ეხლა მათი დროა. და ეს სწორედ მაშინ, როცა მისი დრო არ არის...
2000 წელი, 4 იანვარი, დღის 1 საათი
რუსეთში დიდი ცვლა იქნება მთავრობის ხაზით. პუტინი ძალიან სუსტი პოლიტიკოსია, უფრო ჯარისკაცია. ეს მალე გამოჩნდება. მან საბრძოლო პროგრამა ჩეჩნეთში უნდა ჩაატაროს ბოლომდე. ეს მისი საქმეა. მე მას ვერ ვხედავ მომავალში. იგი ბევრ და დიდ შეცდომებს დაუშვებს. უკან უდგას ძალიან დიდი მაფია, რომელსაც უზარმაზარი თანხები აქვს. მათ ჩეჩნეთში ომიც ძალიან აწყობთ და პუტინის პრეზიდენტობაც, მაგრამ პუტინი ვერ დაალაგებს რუსეთის პოლიტიკას. იგი მეტად საშიშია. სისულელეები რომ არ ჩაიდინოს, ყველა ეფერება – ამერიკა, ევროპა, აზია, საქართველო, მაგრამ მაინც გააფრენს.
მომავალში ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტს მუსლიმები მოკლავენ. ამას ვხედავ ასი პროცენტით. დროს არ ვხედავთ, მაგრამ ყველაფერი ეს ასრულდება.
ჩეჩნეთიდან ისეთი უზარმაზარი, შავი ენერგიები დაიძვრება, მტრის კარს! რუსეთი მუსლიმებს ვერ გაუმკლავდება.
2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი
ეკლესიას ძალიან გაუჭირდება. მიდის შიდა ბრძოლები, ვხედავ. ვინც თითქოს ჭკუა ისწავლა, არ ერევა და ნეიტრალიტეტს იკავებს. მოდის ის ხალხი (ანუ მღვდლები), რომელთაც აქვთ წარსულის დანაშაული და რომელსაც მომავალში გაიმეორებენ.
ისევ ორ შავოსანს ვხედავ. ისინი მომართულნი არიან უარყოფითი ენერგიით — ყველა ღონეს იხმარენ ეკლესიაში ისევ განხეთქილების შესატანად. პატრიარქი უძლური იქნება, შეაჩეროს ეს მიმდინარეობა. ძალიან ბევრმა უარყოფითმა შავოსანმა მოიყარა თავი ეკლესიაში, ამიტომ ხალხს უარყოფა ექნება.
რატომღაც ყველაფერი მოდას დაემსგავსა. ეს სწორედ ისეთი პერიოდია, სინაგოგაში რომ ვაჭრობდნენ და ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ, რას ჩადიოდნენ, სანამ არ გამოჩნდა იესო და არ დაამტვრია სავაჭრო დახლები. აი ასეთი „ქრისტე“ მოევლინება მალე მართლმადიდებელ ეკლესიებს, ვხედავ. რისხვა უფლისა ჩვენისა ბევრ სიბინძურესა და ვაჭრობას განდევნის და დაამსხვრევს. ამინ!
ძალიან მიჭირს ეკლესიაზე ასეთი ხილვის წინასწარმეტყველება, მაგრამ, რა ვქნა, არ შეიძლება, რომ არ გადმოვცე.
უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.
უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით, ისევ მართავს საქართველოს ეკლესიას. ამინ! ამინ! ამინ!
მართალია, ძალიან რთული პერიოდები იქნება, მაგრამ სატანები დამარცხდებიან. ბევრი გამოააშკარავებს თავს, ბევრს ჩამოაცლის უფალი ნიღაბს და აი მაშინ გაიწმინდება ქართული ეკლესიები, ხალხიც წყნარდება და სულ სხვა ენერგიები დატრიალდება ტაძრებში.
პოლიტიკურ დაპირისპირებებში ეკლესიას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერი დაინგრევა ირგვლივ (ანუ პოლიტიკა), ეკლესიას კი გაბრწყინებულს და განდიდებულს ვხედავ.
პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის უთანხმოება მოხდება. რასაც პრეზიდენტი მოსთხოვს, პატრიარქმა ის არ უნდა გააკეთოს! არც აჰყვება, ვხედავ. ამით გადაარჩენს საქართველოს მართლმადიდებლობას. ამინ! ასეთია ნება ღვთისა...
2000 წელი, 6 თებერვალი
რაც შეეხება ევროპას, არ გამოვრიცხავ ისევ წყალდიდობებს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, და არც ძლიერ ქარიშხალს, რომელიც კიდევ შეარყევს ეიფელის კოშკს საფრანგეთში...
2000 წელი, 7 თებერვალი, დილის 10 საათი
ეკლესიის ირგვლივ შავი ღრუბლებია შეყრილი; შავი ძალები ამოძრავდებიან. საშიში ის არის, რომ ბევრმა უღალატა მართლმადიდებლობას. ასეთები უკვე მრავლად არიან მთავრობაში, შინ თუ გარეთ...
გარკვეული ჯგუფი შავოსანი მღვდლებისა, ვხედავ, ემზადება და მერე როგორ?! აქ ჩართულია ყველა – ამერიკა, ევროპა, რუსეთი, სხავდასხვა სამსახურები. რასაც ვხედავ, გაოცებული ვარ იმით და ვერც აღვწერ – გაოგნებისგან ვერ აღვწერ! თურმე ამ ხალხს არც ღმერთი სწამს და არც არაფერი, ატარებენ ბინძურ პოლიტიკას, წამიერ ყოფას უფრო აფასებენ და ასე ცხოვრობენ… მაგრამ ყველაფერი ეს დროებითია. თვითონვე დაერევიან ერთმანეთს და გაქრებიან, აღიგვებიან მიწის პირისაგან და დაისვენებს დედამიწა.
შიო მღვიმის მონასტერი: რაღაც მოძრაობას ვხედავ. ეს კარგია. საერთოდ, ეპარქიებს და მონასტრებს უნდა გადახედოს პატრიარქმა. ეს საჭიროა, ბევრი რამ არის საყურადღებო. ზოგ ეპარქიაში მის წინააღმდეგ არიან მომართულნი. კაცმა არ იცის, ვინ რა თამაშს თამაშობს...
(გაგრძელება იქნება)image
0
207
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0