x
მეტი
  • 15.09.2019
  • სტატია:94755
  • ვიდეო:342547
  • სურათი:456796
"მსმენელი 3 საათის განმავლობაში თავს სხვა სამყაროში იგრძნობს" - დავით ოქიტაშვილი სუპერვარსკვლავი მევიოლინეს თბილისში ვიზიტის დეტალებს ამხელს

image

"აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ ახა­ლი ქვეყ­ნის აღ­მო­ჩე­ნით! 13 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში შე­გიძ­ლი­ათ გვნა­ხოთ" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დე­ვიდ გე­რე­ტი სა­კუ­თარ კონ­ცერტს, რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თე­ბა.


გე­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში უბ­რა­ლოდ კი არ ეს­ტუმ­რე­ბა, არა­მედ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის 10 წელს სწო­რედ აქ აღ­ნიშ­ნავს, მსოფ­ლიო ტურ­ნე­საც თბი­ლის­ში გახ­სნის და ახალ ალ­ბომს UNLIMITED - LIVE 2019-საც შე­ას­რუ­ლებს. მე­ვი­ო­ლი­ნე და მისი ბენ­დი შე­ას­რუ­ლე­ბენ იმ ცნო­ბილ და პო­პუ­ლა­რულ კომ­პო­ზი­ცი­ებს, რო­მელ­მაც მათი შე­მოქ­მე­დე­ბა მსმე­ნელს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­აყ­ვა­რა: Smooth Criminal, Nothing Else Matters, He’s a Pirate, Viva la Viva, Thunderstrck...


სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა, რომ­ლის მოწ­ვე­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბი­თაც კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა, და­უ­ვი­წყარ 3-სა­ა­თი­ან სა­ღა­მოს პირ­დე­ბა მსმე­ნელს. დე­ვიდ გე­რე­ტი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის სი­ურპრი­ზებ­საც ამ­ზა­დებს.

კონ­ცერ­ტის დე­ტა­ლებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენტი დათო ოქი­ტაშ­ვილი სა­უბ­რობს:


- სუ­პერ­ვარ­კვლა­ვი მე­ვი­ო­ლი­ნე დე­ვიდ გე­რე­ტი და მისი ბენ­დი კონ­ცერტს Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში მარ­თა­ვენ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის მათი კონ­ცერ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა?


- ამ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ენა­ხა. დე­ვიდ გე­რე­ტი ჩვენს რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­დის. პირ­ველ რიგ­ში, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რად­გან მისი ვი­ზი­ტე­ბი ყო­ველ­თვის მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა.


ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჩა­მო­დის და მე მი­ხა­რია, რომ 13 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იქ­ნე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ვა გერ­მა­ნი­ის თით­ქმის ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზია, რათა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­შუ­ქოს.


დე­ვიდ გე­რე­ტი თა­ვად შემ­პირ­და, რომ ყო­ველ­თვის, როცა ახა­ლი პროგ­რა­მა ექ­ნე­ბა, ის სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვა და ქარ­თველ მსმე­ნელს მო­ე­ფე­რე­ბა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რად­გან მე­ვი­ო­ლი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს და თა­ვა­დაც, სა­კუ­თარ Instagram-ზე და­წე­რა, რომ ბედ­ნი­ე­რია ახა­ლი ქვეყ­ნის აღ­მო­ჩე­ნით, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია.

image

ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში ქალ­ბა­ტონ ნანი ბრეგ­ვა­ძის სა­ერ­თა­შო­რი­სო ახალ­გაზ­რდუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ფუძნ­დე­ბა, ტუ­რის ფარ­გლებ­ში კი დე­ვიდ გა­რე­ტი და­ხუ­რავს ამ ფეს­ტი­ვალს. სა­ქარ­თვე­ლო ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლია.


- თა­ვად ვირ­ტუ­ოზ მე­ვი­ო­ლი­ნეს რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით?


- ნერ­ვი­უ­ლობს. მან მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ერთი სული აქვს, რო­დის შეხ­ვდე­ბა მას. გერ­მა­ნი­ა­ში მის კონ­ცერ­ტზე ვი­ყა­ვი და მი­თხრა, მე ვიცი და გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში მღე­რი­ან, სა­ქარ­თვე­ლო არის მუ­სი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა და ერთი სული მაქვს, რო­დის შევ­ხვდე­ბი მათ, იმი­ტომ რომ ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სის­თვის სა­ოც­რე­ბაა, როცა დარ­ბაზ­ში ზის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარ­ხარ, პა­ტივს გცემ და ეს­მის, შენ რას უკ­რავ.

image

- რითი იქ­ნე­ბა ეს კონ­ცერ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის? გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ცერ­ტზე სი­ურპრი­ზე­ბიც გვე­ლო­დე­ბა...


- დე­ვიდ გე­რე­ტი მსმე­ნელს უმ­ზა­დებს სი­ურპრიზს, რო­მელ­საც ჩვენ არ გვე­უბ­ნე­ბა. თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს, რად­გან კონ­ცერ­ტის გრა­ფი­კი დე­ტა­ლუ­რად აქვს გა­წე­რი­ლი. ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გვაქვს და მა­ყუ­რე­ბელს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­ვუქ­მე­ნით, რომ 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი სხვა სამ­ყა­რო­ში იგ­რძნოს.


ზოგს აინ­ტე­რე­სებს, კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ. ეს სივ­რცე მან თა­ვად აირ­ჩია, იმი­ტომ რომ შოუს გა­კე­თე­ბას გეგ­მავს. კონ­ცერ­ტზე მი­სუ­ლე­ბი სპორ­ტის სა­სახ­ლეს სა­ერ­თოდ ვერ იც­ნობთ, რად­გან ის არის იმ აკუს­ტი­კა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, რა ტექ­ნი­კა­სა და აკუს­ტი­კა­საც იყე­ნებს. ამ ადა­მი­ა­ნის ფე­ნო­მე­ნი არის ის, რომ 5 000-კა­ცი­ან დარ­ბაზ­ზე ნაკ­ლებ სივ­რცე­ში არ უკ­რავს, იმი­ტომ რომ მისი შოუ მა­სა­ზეა გათ­ვლი­ლი და სპორ­ტის სა­სახ­ლეც ამი­ტომ შე­არ­ჩია.

image

- ქარ­თველ მსმე­ნელს რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს დე­ვიდ გე­რე­ტი­სა და მისი ბენ­დის პერ­ფორ­მანსთან და­კავ­ში­რე­ბით?


- მსმე­ნელს ძა­ლი­ან უყ­ვარს დე­ვიდ გე­რე­ტი და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვაც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს -ბი­ლე­თე­ბის 80% უკვე გა­ყი­დუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ტურ­ნეს მთელ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­აგ­რძე­ლებს, რაც 2-3 თვის შემ­დეგ დას­რულ­დე­ბა. არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში მის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი აღარ არის, ყვე­ლა გა­ყი­დუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას კი კი­დევ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა და შან­სი, რომ მოხ­ვდეს მის კონ­ცერ­ტზე.


დე­ვიდ გე­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ჩვენ­თან, ოფის­ში მო­დი­ან მისი ფა­ნე­ბი, გვთხო­ვენ მის მა­ი­სუ­რებს და ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მე მი­ხა­რია და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყო­ლია.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­ვიდ გე­რეტ­მა კლი­პი გა­ა­კე­თა, რო­მელ­შიც ჩანს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც. ეს ხომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის რეკ­ლა­მაა. ვი­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უყ­ვარს და მას ეფე­რე­ბა, მე ყვე­ლა მიყ­ვარს.


- სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში რა წვლილს შე­ი­ტანს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი?


- ბი­ლე­თე­ბის 40% უცხო­ე­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს. ბი­ლე­თე­ბი შეკ­ვე­თი­ლია ყა­ზა­ხე­თი­დან, რუ­სე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ინ­დო­ე­თი­დან. რა თქმა უნდა, რუ­სე­თის მხრი­დან ავი­ა­მი­მოს­ვლა­ზე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ ეს პრო­ცე­სი ცოტა გა­არ­თუ­ლა, მაგ­რამ ვი­საც ჩა­მოს­ვლა უნდა, ცდი­ლობს, რომ კონ­ცერტს და­ეს­წროს.


რო­დე­საც რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბას აკე­თებ, მისი მეშ­ვე­ო­ბით შენს ქვე­ყა­ნას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია უნდა გა­უ­წიო. ამ ადა­მი­ან­მა ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა: თა­ვის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მო­უ­წო­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის­კენ.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0