x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
104 საჰაერო ბრძოლა და მეოთხე თაობის ამერიკული გამანადგურებლის " F-15"-ის მიერ საბჭოთა წარმოების გამანადგურებლების "МиГ-29"-ის და "МиГ-23"-ის დამცირება

image 104–საჰაერო ბრძოლა და არცერთი დამარცხება-ასეთია ამერიკული "არწივის" ოფიციალური შედეგი, თუნდაც მისი თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვის მიუხედავად ეს ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავია.
"F-15"-ის გამარჯვება მოძველებულ საბჭოთა წარმოების "МиГ-21"-ზე, "МиГ-23"-ზე და "Су-22"-ზე გასაგებია და აქ გასაკვირიც არაფერია, მაგრამ "არწივის" ანგარიშზეა 7 ჩამოგდებული ბევრად თანამედროვე "МиГ-29", რომელიც ამერიკული "არწივის" პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება.
ამერიკულმა "არწივმა" დამარცხების გარეშე შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვა იუგოსლავიის, ლიბანის, ერაყის და ლიბიის საჰაერო სივრცეებში.
და მაინც რა იმალება ამდენი გამარჯვების მიღმა? პასუხი უნდა ვეძებოთ "F-15"-ის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებში და მის საჰაერო კონკურენტებში, ასევე ამერიკელი პილოტების მომზადების დონეში.
ისმევა კითხვა რითი ჯობია ამერიკული "არწივი" "МиГ-21"-ს და "МиГ-23"-ს? პასუხი მოკლე და კონკრეტულია-ყველაფრით! ეს იგივეა "ჟიგული" შეადარო "ფერარს".
"F-15"-ის კონსტრუქციაში ჩაიდო უმაღლესი მანევრულობა და შეიარაღების მაღალი ხარისხი და რაოდენობა, აღნიშნულ გამანადგურებელს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ბრძოლა მოკლე დისტანციაზე, სწრაფი მანევრებით შეიცვალოს ფრენის კურსი, ფრენის სიმაღლე და მოწინააღმდეგის საფრენ აპარატებს მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა.
თვითმფრინავში მაქსიმალურად გაძლიერებულია წევის ძალა, ასევე გამოყენებულია ამერიკული მაღალტექნოლოგიური ელექტრო სისტემები, რომლითაც ამერიკული თვითმფრინავები მუდამ ერთი თავით თუ მეტით არა მაღლა იდგნენ საბჭოთა და ახლა უკვე რუსულ სამხედრო შესაბამისი კლასის თვითმფრინავებზე.
რუსეთში გავრცელებული მითი თითქოს ამერიკული "F-15"-ის ტექნოლოგია გადატანილ იქნა საბჭოთა "МиГ-25"-დან სრული აბსურდია, რადგან ამერიკული გამანადგურებელი პირველად აფრინდა 1972 წელს, ხოლო მფრინავმა ბელენკომ საბჭოთა თვითმფრინავი გაიტაცა 1976 წელს.

Фото красивее найти пожалуй,  невозможно,  хотя Су-27 смотрелся бы тоже неплохо)
ტექნიკური მახასიათებლით ამერიკული გამანადგურებელი სჯობნიდა საბჭოთა გამანადგურებლებს, "არწივის" სრაფად აწევა ცაში 250 მეტრი/წამზე მეტია, როცა "МиГ-23МЛ"-ის 200 მ/წმ-ია.
უნდა ითქვას, რომ ერაყელი და სერბი მფრინავების მომზადების დონე ძალიან მაღალი იყო, არც მათი საბრძოლო განწყობა იწვევდა ეჭვს, თუმცა ამერიკულმა გამანადგურებელმა დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. მართალია ბევრჯერ დაიწერა, რომ ერაყში და სერბეთში ჩამოგდებულ იქნა ამერიკული "არწივი" თუმცა ოფიციალურად არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.
F-15C в прицеле МиГа
"F-15C"-"მიგის" სამიზნეში!
თუმცა უნდა ითქვას, რომ ამერიკული "არწივების" გამარჯვება ხდებოდა საშუალო და დიდ მანძილზე-ამერიკელი პილოტები არ შედიოდნენ საბრძოლო კონტაქტში "მიგებთან", რადგან ამის საჭიროება ამერიკელებს არც ჭირდებოდათ.
ჩნდება ლოგიკური კითხვა-თუ რატომ არ შედიოდნენ მოკლე მანძილზე ამერიკელი პილოტები საბრძოლო კონტაქტში მოწინააღმდეგეებთან ან რატომ არ იყო ამისი საჭიროება?
პასუხი ერთია-ამერიკული "არწივი" აღჭურვილია მძლავრი აქტიური, ფაზირებული ცხაურებიანი ანტენით, რომლის დახმარებითაც ის "მიგებს" ასხივებდა შორ დისტანციაზე და ანადგურებდა ან აზიანებდა მათ "AIM-120" და "АIM-9" რაკეტებით, რომლისგან გაქცევას "მიგები" ვერ ახერხებდნენ. იუგოსლავიაში იგივე დღეში აღმოჩნდა შედარებით თანამედროვე
"МиГ-29". ამერიკული "არწივები" მათ მართვად რაკეტებს ესროდნენ 80-100 კილომეტრი მანძილიდან, როცა "მიგს" კონტრ ზომის მიღება ასეთ დისტანციაზე არ შეეძლო.

"МиГ-29"-ს, რომელიც თავად ამერიკელი ექსპერტების მიერ მაღალი ქულებითაა შეფასებული, მიუხედავად მაღალი სისწრაფისა და მანევრირებადობისა არ შესწევდა ძალა გაქცეოდა ზებგერითი სისწრაფის და მაღალ მანევრირებად რაკეტას "AIM-120"-ს.
სწორედ იუგოსლავიის ცაში განიცადა ყველაზე გამანადგურებელი მარცხი "МиГ-29"-ამ, ჩამოგდებულ იქნა 7 გამანადგურებელი. როგორც იტყვიან ამერიკულმა "არწივმა" შესძლო დაემცირებინა მეოთხე თაობის რუსული წარმოების გამანადგურებლები. "F-15" გახდა ერთადერთი გამანადგურებელი, რომელსაც არ გამოუტოვებია არცერთი მსხვილმასშტაბიანი ომი რომელიც გასული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნეში ხდება.
ამერიკული გამანადგურებელი ერთადერთი გამანადგურებელია მსოფლიოში ამ ეტაპზე, რომლის ჩამოგდების დადასტურებული არცერთი შემთხვევა არ არსებობს.

0
977
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
977