x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
“ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.” - ბესიკ ხარანაული და ფრაზები, რომლებიც აუცილებლად დაგამახსოვრებენ თავს
image

ბესიკ ხარანაული ჩვენი საუკუნის მწერალი და პოეტია, გამორჩეული თავისი თითქოსდა არატრადიციული, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებული, ირონიული და იმავდროულად, მოდერნისტული ხელწერით.

მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.

2015 წელს ბესიკ ხარანაულმა მიიღო პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


...

ჩვენს მკითხველს უსათუოდ დაამახსოვრებს თავს მისი საოცარი, გულიდან წამოსული ციტატები.

image


1.

„თითქოს აღარავინ არის ცოდვიანი და ცარიელია ეკლესიები...
თითქოს თვითონვე პატიობენ საკუთარ თავს..."


2.

"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია მას შეატოვა."


3.

"ადრე მეგონა, რომ ყველას ვუყვარდი. მერე მინდოდა, რომ ყველას ვყვარებოდი. ახლა მინდა, რომ თავი დამანებონ."


4.

„ხალხის ნაცვლად დავიტოვოთ ადამიანი.“


5.

"მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა."


6.

"ჩემი თავი რომ დავივიწყე, მაშინ დავმშვიდდი: ეს რამსიმძიმე ოხრობა ვყოფილვარ! დავმსუბუქდი, ამოვისუნთქე... ჭიანჭველაც ალბათ ასეა."


7.

"შიგნით თუ არ არის ადამიანი, გარედან რა უნდა მიაშენო?
ან გარეთ რას გამოიტანს, რაც შიგნით არა აქვს..."


8.
„ადამიანი მეტია, ვიდრე მასზე შეგროვილი მეტყველი ფაქტები.“


9.

"სიმარტოვე დადის გაღიმებულებში."


10.

"რა საშინელი ჯალათობაა შეყვარებულისთვის თვალების ახელა..."


image

11.

"ვიღაც რომ არ იყოს გამორჩეული - სახლში, უბანში, ქალაქში, ვიღაც რომ არ იყოს განსხვავებული - ცხვირით მაინც, სახით, საქმით, თამაშით, ჭკუით... გაიღუნებოდა ეს მიწა რიგითების ტკეპნისგან.“


12.

“ჰეი, თქვენ, ვინც ნიღბებს იკეთებთ, გახსოვდეთ, რომ სწორედ იმ წამს ძალიან შიშვლდებით.”


13.

"მე შენში შენს თავს დავეძებ ხოლმე: მატყუებს-მეთქი თუ მართალია...
წიგნი რომ იყო, სხვასა ვკითხავდი, ოქრო რომ იყო, ოქრომჭედელს გავასინჯებდი...
მაგრამ შენი გამოცნობა მე მავალია და მე შენში შენს თავს დავეძებ."


14.


"მათი სიყვარულის გზა ისეთი ხანგრძლივი და დამღლელი იყო,
რომ, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ,
მხოლოდ ლოყის ლოყაზე მიდება შეძლეს."


15.


"ჩემი უბედურება ისაა, რომ ყველაფერთან რწმენით ვარ დაკავშირებული. დამენგრევა კიბესავით და წავალ ხოლმე უფსკრულში, იმიტომ, რომ რწმენით ვუყურებ პურის ნამცეცსაც, ღმერთსაც და ადამიანსაც და ვერ ვუძლებ, რომ დამენგრევა".


16.

“ადამიანი მიტოვებულია. არის მესაქონლობა, მეძაღლეობა და მებოცვრეობა, მაგრამ არ არის მე-ადამიანეობა.”


17.

“დაიმახსოვრე! უკიდურესობაზე ხეთქებამ დაამსხვრია ადამიანი.”


18.

"ნახეს კაცი, ერთი წამით რომ ისვენებდა
და წაიღეს უმალ ამბავი,
კარგად არისო."


19.

და... განა შეიძლება იყო გულწრფელი და არ იყო წასაგებად გამზადებული?


20.

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
– ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!
image
“ხეები”

ღმერთო, როგორი წუთიერი არის ცხოვრება,
შეყვარებულნი სიყვარულსაც ვერ მოასწრებენ.
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი ტკივილებისთვის,
როგორ არ ჰყოფნის დიდ საქმეებს ერთი ცხოვრება,
მაგრამ როგორი ხანგრძლივია იგი ჩვენი წვრილმანებისთვის.


რაც კი ვიცხოვრე, იმდენ ხანს რომ მგლებში მეცხოვრა,
ხომ ძმად ჩამთვლიდნენ,
ხომ აღარასდროს მიმტყუნებდნენ, არ გამწირავდნენ.
მე მგელს კაცს როგორ შევადარებ,
მაგრამ განა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივესი მეშინია და ვეკრძალები,
უფრო იმიტომ, რომ ამ არსებებს,
მეტი ასხვავებს ვიდრე არის შედარების მათის მიზეზი.


მგელი თავის ზნეს არასოდეს არ გამოიცვლის
და ის-ზნეს თვისას ვინც ერთგულებს ხომ მართალია,
და მართალი ხომ მშვენიერიც არის და სანდოც…
დამნაშავეა, თავის ზნეს მალიმალ იცვლის
და დამნაშავე მართალს აბა ვით შევადარო!


რაც ხალხში ვიცხოვრე, იმდენხანს რომ ტყეში მეცხოვრა,
ხეებს ხომ მაინც გავარჩევდი ერთმანეთისგან… ვიშრიალებდი მეც იმათთან.დღეს გაცნობილი ახალ თვისებით ხვალე აღარ გამაკვირვებდა.


რაც ხალხში ვიცხოვრე იმდენ ხანს რომ ცაში მეცხოვრა,
ვიკიაფებდი მეც ვარსკვლავად,
მაგრამ საბრალოს მაინც მიწისკენ მექნებოდა მზირალი თვალი,
ვით მგლის ყმუილი და მარტოობის ხვეწნა-შრიალი…


რადგან: ესაა მიწა, მე აქ მცივა და აქა მცხელა,
ესაა ხალხი, ჩემი მტრები და ჩემი ძმები და რად ვებრძოლო,
ან სულმოკლედ რატომ მიყვარდეს
განა მათ არ შექმნეს პოეტად თავიანთი უხეში ხელით?!


რადგან: მე ვწერ ადამიანებზე,


საამისოდ მე ამღძრავს ჩემი ახირებული თვისება, რომ მათ ვეკუთვნოდე.
მე ვწერ ადამიანებზე, საამისოდ მე ამღძრავს მათი ახირებული თვისება – განიცადონ, ეწამონ…


და ვიღაცეებში აღმოაცენონ უნარი, რომ მათი ვნებები თანაგრძნობით აღიწეროს!


0
919
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0