x
image
მარიამ პირველი
რუსი მეზღვაურის მიერ 1969 წელს დაწერილი წერილის საოცარი ისტორია, რომელმაც პრესის ყურადღება მიიპყრო
image

ალასკაზე მამაკაცმა იპოვა ბოთლში მოთავსებული წერილი, რომელიც რუსმა მეზღვაურმა გადააგდო წყალში 50 წლის წინ.



ტაილერ ივანოფმა თქვა, რომ იგი ბერინგის სრუტის ჩრდილოეთით - წყნარი ოკეანის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში იმყოფენოდა, როდესაც აღმოაჩინა ბოთლი, რომელში მოთავსებული წერილი დათარიღებულია 1969 წლის 20 ივნისით რუსი მეზღვაურის მიერ. მან პრესასთან საუბრისას აღნიშნა რომ

“ქაღალდი ძველი ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი, მშრალი და ნოტიო იყო ''

ბატონმა ტაილერ ივანოფმა, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა რუსი მეზღვაურის წერილი გადათარგმნის თხოვნით. წერილზე გარკვევით იკითხება შემდეგი ტექსტი :

“გულწრფელი სალამი! რუსული შორეული აღმოსავლეთის ფლოტიდან ვ.რ.ხ.ფ. “სულაკ''.


მოგესალმებით თქვენ, ვინც იპოვნეთ ბოთლი და გთხოვთ, რომ უპასუხოთ მისამართზე ქალაქი ვლადივასტოკი -43 ვ.რ.ხ.ფ.- ს “სულაკ''-ის მთელ ეკიპაჟს. გისურვებთ ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივ წლებს და ბედნიერ ცურვას.''


50 წლის წინანდელი წერილით რუსული მედია დაინტერესდა და ძიების შედეგად იპოვეს წერილის ავტორი, რუსი მეზღვაური სპიკ ბოტსანენკო, რომელიც ახლა 86 წლისაა, როდესაც მას წერილის შესახებ უამბეს სიხარულისგან თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

მან რუსულ ტელევიზიას როსია 1-ს განუცხადა: "ეს ჩემი ხელნაწერია. ნამდვილად. აღმოსავლეთ ინდუსტრიის სათევზაო ფლოტი! '' რომლითაც 1966 წლიდან 1970 წლამდე ცურავდა.

image

მისტერ ივანოფმა ფეისბუკზე აღნიშნა, რომ ”ძალიან მაგარია, თუ როგორ გადაიქცა პატარა ფოტო საინტერესო ისტორიად” და თქვა, რომ შესაძლოა მან ერთი დღით ბოთლში საკუთარი წერილის გაგზავნა განიხილოს.

“ეს არის ის, რისი გაკეთებაც შემიძლია მომავალში ჩემს შვილებთან ერთად”, - თქვა მან Associated Press- ის განცხადებით. ”უბრალოდ გაგზავნეთ წერილი ბოთლში იქ და ნახეთ სად მიდის.”



0
411
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0