x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სამოთხე დედამიწაზე - სოფელი, საიდანაც არასდროს მოგინდება გამგზავრება (ფოტოები)
image
როგორც ჩანს დედამიწაზე ყველაზე მშვიდი და კომფორტული ადგილი ნაპოვნია. ეს გახლავთ სოფელი გიტჰორნი, ჰოლანდიაში, რომელსაც არაჩვეულებრივი პლუსი აქვს - იქ ვერც მანქანით და ვერც ავტობუსით შეძლებთ გადაადგილებას, რადგან ქუჩაში მხოლოდ წყლის არხებია და ძირითადი ტრანსპორტიც ნავია.


imageimage


სოფელს მეორენაირად ჰოლანდიურ ვენეციასაც უწოდებენ. სწორედ ამიტომ არის განუმეორებელი ატმოსფერი, სიმშვიდე და იდეალური ადგილი დასვენებისთვის.


imageimageimage




აქ ყველაფერი სუნთქვს სიმშვიდით. ეს გახკავთ მე 18 - ე საუკუნის სოფელი, სადაც სახლისკენ მიმავალი საკუთარ ნავს გააჩერებ სახლის წინ, შეხვალ სახლში და მშვიდად დატკბები არაჩვეულებრივი ხედით.


imageimageimage



გიტჰორნში სულ რაღაც 2600 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივები ხუმრობენ კიდევაც, რომ ყველაზე ხმაურიანი ბგერა, რამაც შეიძლება ადამიანის სმენამდე მოაღწიოს ბატების ყიყინი ან ჩიტების გალობაა, რადგან გარემო ზღაპრულად მშვიდია.


აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ჰოლანდიელმა ლტოლვილებმა 1230 წელს აქ დასახლებისას უზარმაზარი ტორფის საბადოები აღმოაჩინეს და მისი მოპოვების შედეგად, ტერიტორია უამრავმა ორმომ მოიცვა, რომლებიც მოგვიანებით ულამაზეს წყლის საცავებად გადაიქცა. მათ აქვე აღმოაჩინეს თქის რქები და სოფლის სახელიც აქედან მომდინარეობს.

imageimageimage


სოფელში მდებარე სახლები ძირითადად კუნძულებზე მდებარეობს და ერთმანეთს უკავშირდება ხის ხიდებით, რომელბიც 50-ზე მეტია.


სოფელში ყველა სახლის სახურავი თითქმის ერთნაირი, ლერწმითაა გადახურული. ჭაობიანი ადგილების გამო ეს ბევრად მოსახერხებელი იყო. მდიდარი ადამიანები კი სახურავს კრამიტისგან ამზადებდნენ. ახლა პირიქითაა ლერწმის გადახურვა უფრო ძვირად ფასობს.


სოფელი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეჟისორმა ბერტ ჰაანსტრამ საკუთარ ფილმში გადაიღო.



imageimage


2
691
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
691
  
2019, 16 აგვისტო, 1:24
კიი, მართლაც კარგია
2019, 16 აგვისტო, 0:59
ლამაზი სოფელია უდაოდ მეც მქონდა წლების წინ ამ სოფელზე სტატია
0 1 2