x
მეტი
  • 15.12.2019
  • სტატია:97389
  • ვიდეო:344189
  • სურათი:459395
ძალიან ბევრმა არაფერი იცის ამ ქვეყნის შესახებ - გაიცანით მექსიკა!

ოფიციალურად მექსიკის შეერთებული შტატები— ფედერაციული სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. ხმელეთზე მისი ყველაზე დიდი მეზობელია, ჩრდილოეთით მდებარე ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთით და დასავლეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე. მექსიკის სამხრეთელი მეზობლებია გვატემალა და ბელიზი. აღმოსავლეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა და მექსიკის ყურე. ქვეყნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრს (760 000 კვადრატული მილი) მექსიკა მეთოთხმეტე სახელმწიფოა მსოფლიოში ფართობის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მექსიკას მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი უკვაია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ესპანელ-მექსიკელია, რაც მექსიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად. დედაქალაქი: მეხიკო. ახლა გავიცნოთ ქვეყანა უფრო დეტალურად...


image









დროშა და ენა - მექსიკა იყოფა ოცდათერთმეტ შტატად და ერთ ფედერალური რაიონად, ოფიციალურად მექსიკის შეერთებული შტატები ჰქვია. დროშაზე გამოსახულია 3 ფერი: მწვანე- იმედის, თეთრი -სიწმინდის და წითელი - თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლის სიმბოლოა, დროშის ცენტრში გამოსახული არწივი, რომელიც გველს ჭამს, აცტეკების ლეგენდის წარმოქმნის სიმბოლოა. ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა ქვეყანაში 68 ადგილობრივი სასაუბრო ენა არსებობს. გარდა ამ ყველაფრისა, მექსიკა ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, სადაც ესპანურად საუბრობენ.

image





გეოგრაფია - მექსიკის გეოგრაფიული მდებარეობა ცხოვრებისთვის არც ისე ხელსაყრელი პირობებეით გამოირჩევა, ქვეყანაში ხშირა ვულკანური აფეთქება და მიწისძვრა. ბევრმა ადამიანმა არც ის იცის, რომ მექსიკის აღმოსავლეთ სანაპიროები ყოველწლიურად 4 სანტიმეტრით წყალში იძირება. მსოფლიოს ყველაზე დიდი პირამიდა ქოლულაც მექსიკაში მდებარეობს.

image





გენდერული თანასწორობა - ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში გენდერული თანასწორობაა. მექსიკაში მამაკაცები უფრო მკაცრად იზრდებიან, ვიდრე ქალები. მამაკაცებს ასწავლიან ცხოვრებისუელ სირთულეებთან გამკლავებას, ხოლო ქალებს უფრო თავდაჯერებულობას. დაკვირვებული თუ ხართ, მექსიკელებს ძალიან გრძელი სახელი და გვარი გააჩნიათ, ეს იმიტომ, რომ ბავშვები დედის და მამის გვარს ერთდროულად ატარებენ, ზოგჯერ სახელებსაც.

image





გართობა - ქვეყანა უდიდესი კულტურის მატარებელია, თუმცა ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მექსიკური ღამეები. მსოფლიო მასშტაბით პოპულარულია მექსიკური სერიალებიც. გარდა ამისა, მექსიკელები ზარმაცები არიან, მათ ძალიან უყვართ საქმის გადადება. ქვეყნის მასშტაბით სამსახურებში ხელფასები ორჯერ ირიცხება(1 და 15 რიცხვში). მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში მექსკია მეორე პოზიციას იკავებს.


image





ტრადიციები - აღსანიშნავია მათი ყველაზე უცნაური ტრადიცია- "მიცვლებულთა დღე", ქვეყანაში ოფიციალურად 1 ნოემბერი გარდაცვლილი ბავშვების, ხოლო 2 ნოემბერი გარდაცვლილი ზრდასრულების დღეა. ამ ორი დღის განმავლობაში ისინი სტუმრობენ ახლობლების საფლავებს და მიაქვთ ნაირ-ნაირი საჭმელები. ადგილობრივი რწმენის თანახმად, ამ საქციელით სულებს სიმშვიდეს ანიჭებენ. რაც შეეხება საახალწლო ტრადიციას, მექსიკელები ზუსთად 12 საათზე მიირთმევენ 12 ცალ ყურძნის მარცვალს, რწმენის თანახმად, თუ ამ რიტუალს ზუსტად შეასრულებენ, მათი ჩანაფიქრი ასრულდება.

image





კვება - მოგეხსენებათ, რომ მექსიკელებს აქვთ გემრიელი სამზარეულო, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ამ სამზარეულოს შეუცვლელები სანელებლები და მწარეა. ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ მექსიკელმა ტკბილეული მწარე დასაყოლებლით მიირთვას. ტეკილას სამშობლოც მექსიკაა, თუმცა ძალიან ბევრი მექსიკელი უპირატესობას ლუდს ანიჭებს.

image



თუ თქვენც გაქვთ მექსიკის შესახებ ინფორმაცია, გთხოვთ კომენტარების სახით მოგვაწოდოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!

















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



მილიარდერები, რომლებმაც მილიონები "წუთიერი" სიამოვნებისთვის დახარჯეს...

image





რა მოხდება დედამიწაზე, თუ ყველა ატომურ ბომბს ერთდროულად ავაფეთქებთ?

image





და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილად" იღბლიანები...

image





ტესტი - რამდენად კარგად გახსოვთ მნიშვნელოვანი მოვლენები?

image





დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!

image

4
643
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
643
  
22 ოქტომბერი, 14:56
გაიხარე ჩემო ალექს.
17 ოქტომბერი, 23:26
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
17 ოქტომბერი, 21:11
მადლობა. როგორც იქნა შენგან ქება დავიმსახურე :) ამ კომენტარმა გამახარა ყველაზე მეტად
17 ოქტომბერი, 17:15
კარგი სტატიაა.სასურველია ამ უწიგნურობის ხანაში უფრო მეტი ასეთი სტატია გამოაქვეყნოთ.
0 1 4