x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97197
  • ვიდეო:344049
  • სურათი:459144
მილიარდერები, რომლებმაც მილიონები "წუთიერი" სიამოვნებისთვის დახარჯეს...

ფულის სწორად ხარჯვა ყველაზე კარგად ბიზნესმენებს გამოსდით, მათ კარგად იციან, თუ როგორ გადაანაწილონ ფინანსები, თუმცა ზოგჯერ ისინიც უშვებენ შეცდომას დროებითი სიამოვნებისთვის. წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებმაც მილიონები "წუთიერი" სიამოვნებისთვის დახარჯეს...


image









1. გიგი ჩაო - საუბარია მილიონერ მამაზე, რომელსაც ქალიშვილის გათხოვება სურს. გოგონა გარეგნულად მომხიბვლელია, თუმცა მას მხოლოდ გოგონები მოსწონს. რაც შეეხება ბიზნესმენს, ის მომავალზე ფიქრობს და შვილიშვილი მისთვის აუცილებელია. გიგი ჩაომ სოციალურ ქსელში ვაკანსია განათავსა, რომლის თანახმადაც, მამაკაცი, რომელიც თავის ქალიშვილს თავს შეაყვარებს, მას 8 000 000 დოლარს და უამრავ ძვირფასეულობას აჩუქებს. ნაგუსლიხმევ ვაკანსიას 40 000 მდე მამაკაცი გამოეხმაურა, თუმცა გოგონამ ყველა დააიგნორა.

image





2. მაიკ ტაისონი - The Hangover -ის ფილმიდანაც მიხვდებით, რომ ტაისონი შეყვარებულია ვეფხვებზე. მან ფილმში მონაწილე ვეფხვებიდან ერთ-ერთი 70 მილიონ დოლარად შეიძინა და მის გამოსაკვებად 200 000 დოლარზე მეტი უკვე დახარჯა. დღიურად ვეფხვის გამოკვება 1500 დოლარი უჯდება, გარდა ამისა როდესაც გადაღებებზე ლას ვეგასში იმყოფებოდა, დაიქირავა ვეფხვის მომვლელი, რომელსაც 125 000 დოლარი გადაუხადა.

image





3. ჯეფ ბეზოსი - Amazon -ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ყველაზე მდიდრების ჩამონათვალში ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა. მან ძალიან დიდი თანხა გაწირა იმისთვის, რომ ატლანტიკის ოკეანის სიღრმიდან აპოლო 11 -ის ძრავი გამოეტანა. ამით არ დაკმაყოფილებულა... შემდეგში მან 10 000 წლით დათარიღებული გიგანტური საათი ტეხასის ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ამოაღებინა. ამ სამუშაოების შესასარულებლად მთლიანობაში 42 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ბეზოსისთვის "ზღვაში წვეთია"!

image





4. რიჩარდ ბრენსონი - Virgin Group-ის მფლობელი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია მთელ მსოფლიოში. მისი ჰობი კოსმოსური ტრანსფერების განხორციელება იყო, მიზანს მიაღწია კიდეც... 200 მილიონი დოლარი დაუჯდა ის სიამოვნება, რომლის საშუალებითაც ადამიანებს კოსმოსში აგზავნის. ხოლო ფრენის საფასური 200 000 დოლარია.


image





5. ჰასანალ ბოლკია - ბრუნეის სულთანი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია ჩვენს პლანეტაზე. მის სიმდიდრეზე ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა როგორც ცნობილია, უბრალოდ თმის შეჭრის და შესწორებისთვის პარიკმახერს ერთ ვიზიტზე 20 000 დოლარს უხდის.

image





6. სტივენ კოენი - მას უფრო მეტი სურს ყოველთვის. სტივენ კოენმა 1 მილიონ დოალრზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ სახლში გიგანტურ ზვიგენს მოუაროს. მას ჰყავს 5 მეტრის სიგრძის მტაცებელი ზვიგენი.

image





7. ჯოკელინ უაილდენშტაინი - ამ ქალმა ნამდვილად არ იცის, ფული რაში უნდა დახარჯოს. პლასტიკური ოპერაციების მსხვერპლი ვერაფრით ვერ გალამაზდა და ამჟამად უბრალოდ კატას ჰგავს. ჯოკელინმა ოპერაციებში 2 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

image





8. რომან აბრამოვიჩი - ლონდონის ჩელსის მფლობელმა 450 მილიონი დოლარი გადაიხადა იახტისთვის, რომელსაც მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის იყენებს. ჩელსიში განხორციელებული უიღბლო ტრანსფერების შემხედვარემ გადაწყვიტა მან ამ იახტის შეძენა.

image





9. ბილ გეიტსი - მაიკროსოფტის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მილიარდერმა შეიძინა წიგნი Codex Hammer. ლეონარდო და ვინჩის ნაწარმოების ღირებულება 31 მილიონი დოლარი დაჯდა.

image















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



რა მოხდება დედამიწაზე, თუ ყველა ატომურ ბომბს ერთდროულად ავაფეთქებთ?

image





ბავშვის დედის წერილი ექთნების შესახებ, რომელიც ამ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ...

image





ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ

image





და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილად" იღბლიანები...

image





რომელი ენის სასწავლებლად გჭირდებათ უფრო მეტი დრო? - მეცნიერების კვლევის საინტერესო შედეგი (+რუკა)

image





1
1444
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
1444
  
17 ოქტომბერი, 23:15
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 1