x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
გილგამეშის ეპოსი
  • ეპოსი

    გილგამეში-ქალაქ ურუქის მეფე, ურუქის პირველი დინასტიის წარმომადგენელი, ლუგალბანდასა და ნინსუნის ვაჟი.ის სავარაუდოდ მოღვაწეობდა ძვ.წ XXVII საუკუნის მიწურულს და XXVI ს-ის დასაწყისში.დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის “შუმერ მეფეთა სია” ეს ძველი მანუსკრიპტი იუწყება, რომ გილგამეში ურუქს 126 წელი მართავდა.ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, მეფობის დასაწყისში გილგამეში ემორჩილებოდა კიშის მმართველ აგას.გადმოცემის თანახმად, ერთხელ აგამ შიკრიკები გაუგზავნა გილგამეშს და კიშის საირიგაციო სამუშაოებში ურუქის ჩართვა მოსთხოვა.მიუხედავად უხუცესთა საბჭოს რჩევისა, დათანხმებულიყო აგას მოთხოვნას, გილგამეშმა ბრძანება არ შეასრულა.ყოველივე სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.აგას რაზმმა ნავებით გადალახა მდ.ევფრატი და ურუქს ალყა შემოარტყა, მაგრამ გილგამეშმა მალევე მოიგერია და დაამარცხა მტრები.დაახლოებით ძვ.წ 2675 წელს გილგამეში ურუქს დამოუკიდებლობას მოუპოვბს და ქვედა ან სამხრეთ მესოპოტამიის ჰეგემონობა მის ხელთ აღმოჩნდება.გილგამეში როგორც ჩანს აფართოებს თავის გავლენის სფეროებს და იპყრობს ქალაქებს: ადაბს, ნიპპურს, ლაგაშს, უმმას და სხვ. ტუმალის წარწერიდან ვიგებთ რომ გილგამეშმა და მისმა ვაჟმა ურლუგალმა აღადგინეს ქალღმერთ ნინლილის ტაძარი.
    ჩვენამდე შემორჩენილი მხოლოდ ხუთი შუმერული თქმულებით ვიცნობთ ურუქელი მეფის საგმირო თავგადასავალს. ესენია: „ინანა, ალვისხე და გილგამეში“, „გილგამეში და ზეციური ხარი“ (ფრაგმენტულია), ე.წ. „გილგამეშის სიკვდილი“ (ასევე ფრაგმენტულია) და „გილგამეში და აგა“. ეს თქმულებები ცალკეული ეპიზოდებია გმირის ცხოვრებიდან, რომლებიც არ ქმნიან ერთ ქრონოლოგიურ ჯაჭვს. პოემები თუ ამბები, ასე ვთქვათ ინტერპრეტირებულია მოგვიანებით ავტორის მიერ და გაერთიანებულია ერთ ეპოსში რომელსაც დღეს ჩვენ “გილგამეშის ეპოსი”-ს სახელით ვიცნობთ და რომელიც მსოფლიო მასშტაბის პოპულარობით სარგებლობს. რატომ მაინცდამაინც გილგამეშის თქმულებები გააერთიანა ერთ ეპოსად აქადელმა პოეტმა, რთულია ამ კითხვას პასუხის გაეცეს, მაგრამ ის კი ცხადია, რომ სანამ გილგამეში აქადური ეპოსის გმირი გახდებოდა, მანამდე მისი სახელი შუმერის ისტორიაში ერთ მნიშვნელოვან დინასტიას დაუკავშირდა. ურის ახალშუმერული სახელმწიფოს მეფენი (ძვ. წ. XXII-XXI სს.) დიდების შარავანდით მოსავენ გილგამეშის სახელს, შერაცხავენ თავიანთ „დიდ ძმად“ (შეშ-გალ), რაკი ეამაყებათ ურუქელობა და გილგამეშის დედის, ნინსუნას, წიაღიდან წარმომავლად მიიჩნევენ თავს. უნდა ვიფიქროთ, რომ ურის უკანასკნელი, III დინასტიის, მეფეებმა - ურნამუმ, შულგიმ და სხვებმა - ხელი შეუწყვეს გილგამეშის სახელის გაბრწყინებას აქადურენოვანი კულტურის წრეშიც. სწორედ მათი მეფობის დროს დაიწერა ზემოთხსენებული თქმულებები..გილგამეშის რეალური არსებობა მეცნერთათვის საეჭვო იყო, რადგან, ყველა ლურსმულ პოემაში, მონათხრობში და მათ შორის ყველაზე ცნობილ ეპოსში გილგამეში ნახევრად ღმერთია(⅔ ღმერთი და ⅓ ადამიანი-ეპოსის მიხედვით) აქედან გამომდინარე ბევრნი მიიჩნევდნენ რომ ის მხოლოდ და მხოლოდ გამოგონილ, ზღაპრულ პერსონაჟს წარმოადგენდა.მაგრამ ეპოსშივე მტკიცდება გილგამეშის ისტორიული არსებობა ყოველივე მისი მოღვწეობის კიშის ორ მმართველ აგასა და მის წინამორბედ ენმებარაგესთან დაკავვშირებით ხდება.რომელთა არსებობაც არქეოლოგების მიერაა დადასტურებული.გილგამეში მხოლოდ მესოპოტამიურ წყაროებში როდი გვხვდება.კუმრანულ გრაგნილზე რომელიც “გოლიათთა წიგნის” სახელითაა ცნობილი ვაწყდებით გილგამეშისა და ჰუმბაბას სახელთა კონსონანტურ ფორმებს ისინი აქ წარმოდგენილნი არიან როგორც გოლიათნი, იგივე ნაწარმოები მოგვიანებით გავრცელებულია მანიხიზმურ სექტებში და არაბული ფორმა გილგამიში/ჯილჯამიშ ეგვიპტელი მღვდელმთავარ ალ-სუიუტის(ახ.წ XV ს.) მიხედვით უნდა ნიშნავდეს დემონს.გილგამეში ჰყავს ნახსენები როგორც “გილგამოს” რომაელ ავტორსა და მასწავლებელ აელიანს თავის ნაწარმოებში “De natura animalium” (ახ.წ II ს.) კლაუდიუს აელიანის ამბავში ბაბილონის მეფე სეუეხორუს ან ეუეხორუს(ერთ-ერთი ვერსიით სარგონ აქადელი) ორაკულის წაქეზებით, რომელიც ატყობინებს რომ მისი შვილიშვილი გილგამოსი მოკლავს მას, თავის შთამომავალს მაღალი კოშკიდან გადააგდებს, მაგრამ ახალშობილს არწივი გადაარჩენს ხოლო შემდეგ მას მებაღე აღზრდის მოგვიანებით ის მეფე ხდება. სირიელი აპოლოგეტი თეოდორ ბარ კონაი (ახ.წ VIII ს.) ახსენებს მეფე “გლიგმოსს”, ”გმიგმოსს” ან “გამიგოსს” როგორც ერთ-ერთ წარმომადგენელს იმ თორმეტი მეფის ხაზისა, რომელნიც იყვნენ თანამედროვენი მმამთავრებისა პელეგიდან აბრაამის ჩათვლით.გილგამეშის ეპოსი მიჩნეულია უძველეს, პირველ ლიტერატურულ და ეთიკურ-ფოლოსოფიურ ნაწარმოებად.ეს უკანასკნელი ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელელბული იყო შუმერულ აქადურ და ხურიტულ ენებზე.ეპოსის უამრავი ვერსია არსებობს უძველესი, ჩვენამდე მოღწეული “ბაბილონური ვერსია” თარიღდება ძვ.წ მე-18 საუკუნით და დასათაურებულია მის დასაწყისში მითითებული რამდენიმე სიტყვის მიხედვით “Shūtur eli sharrī”(“ყველა მეფეზე აღმატებული”) მისი მხოლოდ მცირე რაოდენობის ფირფიტაა გადარჩენილი.შემდეგ ვხვდებით სტანდარტულ ვერსიას რომელიც თარიღდება ძვ.წ მე-13-10 სს. ეპოსის ამ ვერსიის დასაწყისში მიწერილია სიტყვები “Sha naqba īmuru”(“ის ვინც იხილა სიღრმე” ან “ის ვინც იხილა შეუცნობი”-თანამედროვე ვარიანტი) ამ უკანასკნელის დაახლოებით ⅔ ანუ 20 ფირფიტაა აღმოჩენილი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასურბანიფალის ბიბლიოთეკის გათხრას რადგან აქ აღმოჩნდა ეპოსის სტანდარტული ვერსიის საუკეთსო ეგზემპლიარები.ძვ.წ მე-7 საუკუნეში ახალი ასურული იმპერიის მეფე ასურბანიფალის მიერ აგებული სამეფო ბიბლიოთეკის აღმოაჩინა ინგლისელ არქეოლოგ, მოგზაურ, პოლიტიკოს, დიპლომატ, მწერალ, კოლექციონერ, შუმეროლოგს აუსტინ ჰენრი ლეიარდს მიეწერება(ლეიარდის პირველი აღმოჩენა მეფე სანხერიბის(ძვ.წ 705-681წწ) სასახლე გახლდათ უშუალოდ ასურბანიფალის(ძვ.წ 668-627წწ) ბიბლიოთეკა ჰორმუზდ რასსამმა გათხარა.) ამ აღმოჩენამ მსოფლიოს წარუდგინა ძალიან საინტერესო უძველესი ლურსმული ფირფიტაზე ამოკაწრული ნაწარმოებები მათ შორის ზემოთხსენებული გილგამეშის ეპოსის სტანდარტული ვერსიის საუკეთესო ყველაზე ვრცელი ეგზემპლიარი.ეპოსი ჰეროიკული ხასიათისაა იწყება ქალაქი ურუქუს ქებითა და ხოტბის შესხმით და იმავეთი სრულდება.
  • ”წმიდა ეანას კურთხეულ ბეღელს.

    ახედე ზღუდეს, ლარივით გამართულს!

    ქვაკუთხედს დახედე - მის დარს ვინ შექმნის!

    ზღურბლს ხელი შეახე, შორიდან მოტანილს!”


    ქალღმერთი ინანა-იშთარის მფარველობა ქალაქ ურუქს სხვათაგან გამოარჩევს.გარდა ამისა ურუქი ერთგვარი ოაზისი იყო, ცივილიზაციის, კულტურის, ადამიანის მიღწევათა ზენიტი გარშემო უდაბური უდაბნოთი იყო გარშემორტყმული, ეპოსის კითხვისას ხშირად შევხვდებით ისეთ ეპიზოდებს სადაც ქალაქგარე სამყარო წარმოდგენილია საშიშ, გავერანებულ, უცნობ გარემოდ.ეს ალბათ უნდა იყოს განპირობებული იმ ფაქტის მიხედვით, რომ მაშინდელ საზოგადოებაში და მათ შორის პოეტის ცნობიერებაში ურუქის როგორც ქალაქის ფენომენი იმდენად მაღლა იყო აყვანილი, რომ მის გარეთ რაიმე უკეთესის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.გილგამეშის ეპოსი ნამდვილად გამოცებელი თავისი სიუჟეტურობით, პერსონაჟთა ან გმირთა ევოლუციით, მისი მოტივებით და სიმბოლიკით.ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლავთ ურუქის მეფე გილგამეში უძლეველი გმირი, დიადი მეფე ⅔ ღმერთი და ⅓ ადამიანი მისი მიღწევების მიუხედავად ხალხი უკმაყოფილოა გილგამეშით, რადგან მისი განცხრომა და ძალაუფლებით სარგებლობა საზღვრებს სცდება.მისი დაუოკებელი ძალა და ტრადიცია რომლის მიხედვითაც “არ უშვებს გილგამეში ქალწულს საქმროსთან,

    მეომრის ასულს, სასძლოს მოყმისას.“ ხალხს განსაცდელში აგდებს ისინი ღმერთებს დახმარებას თხოვენ. ყოველივე ღმერთი ანუს ყურამდე მივა რომელიც ქალღმერთ არურუს დაავალებს შექმნას ისეთი ქმნილება რომელიც გილგამეშის თანასწორი იქნება და მას დააცხრობს, გარდაქმნის, დააბალანსებს.ქალღმერთიც მიწის მტვრისაგან და დანერწყვილი თიხისგან შექმნის ნახევრად ველურ ენქიდუს.„გილგამეშიანში“ მოთხრობილი ენქიდუს ამბავი ცალკე ეპოსის სიუჟეტადაც კი გამოდგებოდა, რადგან მის თავგადასავალში შეკუმშულადაა გადმოცემული მთელი კაცობრიობის გზა, იმგვარად, როგორც ეს წარმოდგენილი ჰქონდა შუამდინარელ მითოლოგოსს. ამ მხრივ, აქადელი მწერალი/ეპიკოსი ორიგინალურს არაფერს ქმნის - იგი ეყრდნობა კაცთა მოდგმის გაჩენისა და განვითარების მითოსს. ოღონდ სიახლე იმაშია, რომ მან კაცობრიობის ფილოგენეზის ხანგრძლივი პროცესი ერთი კერძო კაცის მაგალითზე აჩვენა.ენქიდუ იბადება არა იმგვარად, როგორც ურუქში იბადებიან დედ-მამის შვილნი, დედის საშოდან, არამედ ისე, როგორც გაჩნდა მითოსურ ხანაში პირველკაცი, ანუ შეიქმნა ქალღმერთის ხელით. მისი სამყოფელი, მისი ასე ვთქვათ მშობლიური გარემო ნადირთა შორისაა, აქადის მახლობელ უდაბნოში.ენქიდუ თავის ჯოგთან ერთად მონადირეთა ხაფან-მახეებს ანადგურებს და მათ ხელს უშლის თავიანთი საქმის წარმოებაში.ერთ-ერთი მონადირე ყოველივესგან შეწუხებული მივა ურუქში და მეფე გილგამეშს მოახსენებს მისტიკური ქმნილების შესახებ.მეფეც დაინტერესდება და სამეფო კარის მეძავს შამჰათს გაგზავნის უცნაური არსების ქალაქში მოსაყვანად.შამჰათი(“მხიარული”) გვარეობით სახელს წარმოადგენს ამ სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ იშთარის ტაძრისთვის შეწირული ქალები, რომელთაც ქალღმერთისგან შთაგონებული და დალოცვილი “დიაცური საქმით” სიხარული მოჰქონდათ მომწიფებული მამაკაცისთვის.როსკიპი მონადირის დახმარებით იპოვის ენქიდუს მასთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და კაცად აქცევს აღვიძებს სქესს, ადამიანობასა და ცნობიერებას მასში.ეკქიდუ ტოვებს უდაბნოს და მიჰყვება შამჰათს ურუქში სადაც იგი იხილავს თუ როგორ განცხრომაში იყო გილგამეში ახლად გათხოვილ პატარძალთან ამის მომსწრე მას ბრაზი მოიცავს და გილგამეშს ბრძოლას გაუმართავს, მათი ერთგვარი პაექრობა რაღაც არაადამიანური, არაამქვეყნიური და წარმოუდგენელი იყო ხანგრძლივი პაექრობის შემდეგ აღმოჩნდა რომ გიგლგამეშისა და ენქიდუს შესაძლებლობები ერთნაირი იყო არც ერთ მათგანს მეორის დამარცხება არ ძალუძდა ქანცგაცლილი გილგამეში ენქიდუს მეგობრად აღიქვამს თავის სწორად მიიჩნევს და ძმურად გადაეხვევა.გრკვეული დროის გასვლის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ახლად შეძენილი მოძმე ურუქის მეფეზე დადებით გავლენას ახდენდა და უკეთესობისკენ ცვლიდა მის პიროვნებას გილგამეში მაინც ვერ იოკებდა ძალაუფლებისკენ სწრაფვას ის ასე ვთქვათ მშვიდობითა და ჰარმონიული ცხოვრებისგან დაღლილი კედრის ტყეში დემონი ჰუმბაბას დამარცხებას განიზრახავს, ამოიჩემებს ენქიდუ ცდილობს მეგობრის გადარწმუნებას, მაგრამ ამაო მცდელობების შემდეგ ნებდება გილგამეშის სურვილს. დიდი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ გმირნი მიადგებიან დანიშნულების ადგილს კედრის ტყეს სადაც შეებრძოლებიან საზარელ ჰუმბაბას ხრიკებითა თუ ღმერთი შამაშის დახმარებით ისინი გამარჯვებას მოიპოვებენ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გილგამეში ჰუმბაბას მოკვლას არ აპირებდა მაგრამ ენქიდუს დაჟინებით მან სიცოცხლეს გამოასალმა დემონი.გმირებმა საწადელი აისრულეს და ურუქში დაბრუნდნენ სადაც მათ ქალღმერთი იშთარი პასუხს მოთხოვს ჩადენილისთვის ამ უკანასკნელს კერძოდ პირადი ინტერესები ამოძრავებდა გილგამეშის მიმართ ლტოვა ჰქონდა და დანაშაულის გამოსასყიდად სწორედ თავის ქმრობას შესთავაზებს ის ურუქის მეფეს რომელივ უარს ეუბნება ქალღმერთს და ამის გასასამართლებლად იშთარის ძველ მის მიერ გაუბედურებულ საყვარლებსა თუ ქმრებს ჩამოთვლის. მოვლენათა ამგვარი განვითარება ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან ყოველივე მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო გილგამეშისთვის ეს ხო მისი, არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ ვალდებულება იყო, ღმერთების წინაშე, რომელიც შედიოდა მეფის ფუნქციებში და უსათუოდ უნდა აღსრულებულიყო, თუკი სურდა ქვეყნის მეფედ დარჩენილიყო.ალბათ მართებულია ვიფიქროთ რომ გმირის ზნეობრივი სიმაღლის შესანარჩუნებლად და სრულყოფილების კიდევ ერთ საფეხურზე ასაყვანად ეპიკოსმა უარი ათქმევინა მას ამ წინადადებაზე, რადგან მის თვალში ეს იშთარი აღარ არის ის დიდებული ქალღმერთი, დედოფალი, როგორც ჩანს იგი შუმერული ხანის ძეგლებში ან, თუნდაც, მის თანადროულ სატაძრო ჰიმნოგრაფიაში. იშთარის ის სახე, რასაც მკვახე სიტყვებით ამხელს გილგამეში, მოდის არა საღვთო კულტიდან, არამედ დესაკრალიზებული მითოსიდან, რომელიც დროთა ვითარებაში შეივსო ზღაპრული ეპიზოდებით. ხალხის წარმოდგენაში იშთარი, როგორც ჩანს, გარდაისახა ვერაგ ქალღმერთად, რომელიც ბოროტი განზრახვით სიყვარულის ქსელში აბამს მიმნდობ და გულუბრყვილო არსებებს და მერე ღუპავს, შეცბუნებული იშთარი განრისხდება და შურის ძიების მიზნით ცეცხლოვან ხარს მოუვლენს ურუქს.ამის გამო ქალაქი საშინალდ დაზარალდა, ხარის მიერ გამოწვეული გვალვები ძალზედ დიდად აზარალებდა ქალაქს, ამ ყოველივეს აღმოსაფხვრელად ხარს შეერკინებიან ენქიდუ და გილგამეში და ამჯერადაც მათ მოიპოვეს გამარჯვება. ამის შემდეგ მოძმენი იხილავენ მომტირალ-მგლოვიარე ქალღმერთს, რომელიც ძალზედ გააღიზიანებს ენქიდუს, ის ხარს ბარკალს მოატეხს და იშთარს სახეში გაარტყამს შეურაცხყოფილი ქალღმერთი ენქიდუს დაწყევლის-დაასნეულებს, რაც შემდეგ მისი მალევე გარდაცვალებით დაგვირგვინდება მთელი ქალაქი გილგამეშის ბრძანების მიხედვით გლოვობდა ენქიდუს თვით ურუქის მეფე ძალიან იცვლება როგორც ფიზიკურად(თმები გაეზრდება და უფრო და უფრო ემსგავსება თავის მეგობარს) ასევე მენტალურად თავზარდაცემულია მეგობრის დაკარგვით, მაგრამ სიკვდილის არსი მისი შიში და მისი დაძლევის სურვილი გილგამეშს უბიძგებს უკვდავების ძებნისკენ ის განიზრხავს თავისი შორეულ შთამომავალის უთანაფიშთის-დიდ წარღვნას გადარჩენილი ერთადერთი კაცის მონახულებას და დილმუნში-უთანაფიშთისა და მისი მეუღლის სამყოფელში წასვლას, რომელიც სხვა სამყაროში მდებარეობდა დიდი დაბრკოლებებით სავსე გზას ადგას ურუქის მეფე ის გადაივლის მთებს, ზღვებს, გზად მონსტრების მოგერიება, დამარცხება უწევს, საბოლოოდ ის მიაღწევს მაშუს მთის ტყუპ მწვერვალებს, რომელთაც ორი საზარელი ღრიანკალ-კაცი არსებები იცავენ გილგამეშის ამბის მოსმენის შემდეგ ისინი უფლებას აძლევენ მას გზა განაგრძოს ურუქის მეფე უკუნ გვირაბში ხვდება, სადაც მზე მოგზაურობს ყოველ ღამით. ზუსტად იმ დროს, როდესაც სადაცაა გილგამეშს მზე წამოეწევა და ჩრდილოეთის ქარი და ყინვა აწუხებს, გმირი გვირაბის გასასვლელს მიაღწევს და გასაჭირს თავს დააღწევს. სამყარო, რომელსაც გილგამეში გვირაბის მეორე მხარეს იხილავს, ულამაზესი და ბრწყინვალეა. აქ ის შეხვდება ქალს სიდურს რომელიც გზავნის მას ურშანაბისთან მეზღვაურთან რადგან უთანაფიშთის სახლამდე მისაღწევად ზღვა იყო გადასალახი, ურშანაბისი გმირის მოგზაურობის ამბების გაგების შემდეგ ეხმარება მას ზღვის გადაცურვაში.უთანაფიშთიმს გილგამეში თავის მიზანს გაანდობს და ამვდროულად გამოჰკითხავს უკვდადების მიღების ამბავს. უთანაფიშთიმი უყვება ურუქის მეფეს, რომ ის დიდ წარღვნას გადაურჩა სწორედ ამიტომ ღმერთებმა უბოძეს მას უკვდავება ის ვერ ხედავდა ვერანაირ მიზეზს თუ რატომ უნდა მიეღო გილგამეშს იმავე, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს ამხელა მოგზაურობა წყალში არ ჩაუყაროს გმირს და მისცეს ერთი შანსი.მაგრამ, ჯერ გამოცდის სახით სთხოვს ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში ძილის გარეშე გაძლოს. როგორც კი უთნაფიშთიმი თავის სათქმელს დაასრულებს, გილგამეშს ჩაეძინება. უთნაფიშთიმი სასაცილოდ იგდებს ურუქის ხელმწიფეს თავისი ცოლის თანდასწრებით და სთხოვს მას გილგამეშის გამოფხიზლებამდე ყოველდღე ერთი ახალი პური დააცხოს, რათა შემდგომ გილგამეშმა ვერ უარყოს საკუთარი წარუმატებლობა. როდესაც შვიდი დღის შემდეგ ურუქის ხელმწიფე იღვიძებს და საკუთარ მარცხს აღმოაჩენს, უთნაფიშთიმი საშინლად გაბრაზებულია და მას და ურშანაბის, რომელიც მის მიერ განდევნილ იქნა დილმუნიდან, ქალაქ ურუქში დასაბრუნებლად გზავნის. გამგზავრების მომენტში უთნაფიშთიმის ცოლი შესსთხოვს მის მეუღლეს შეიბრალოს და წყალობა გამოიჩინოს გილგამეშისადმი, რადგან მან ხანგრძლივი გზა განვლო მათთან მისასვლელად. უთნაფიშთიმი თანხმდება და ურუქის ხელმწიფეს მცენარის შესახებ მოუთხრობს, რომელიც ოკეანის ფსკერზე იზრდება და მისი გამოყენების შემდეგ ახალგაზრდობის დაბრუნებაა შესაძლებელი. გილგამეში მძიმე ლოდებს მოიბამვს ფეხებზე რათა ზღვის ფსკერზე შეძლოს მცენარის მოძებნა ის მართლაც იპოვის მცენარეს თუმცა ეჭვის თვალით უყურებს მცენარის შესაძლებლობებს და გადაწყვეტს ურუქში დაბრუნების შემდეგ მოხუც კაცზე გამოცადოს ის. საუბედუროდ, ცურვის, განბანვის დროს, გილგამეში მას ტბის ნაპირზე ტოვებს, სადაც მცენარეს გველი იპარავს.მცენარის ძალის მეშვეობით ქვეწარმავალი კანს იცვლის და ახალგაზრდავდება. ამის შემყურე ურუქის ხელმწიფეს გოდება აღმოხდება ურშანაბის თანდასწრებით, რადგან მან სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი შესაძლებლობაც დაკარგა. საბოლოოდ, გილგამეში ბრუნდება ურუქში ურშანაბისთან ერთად ის მას წარუდგენს თავის ქალაქს რომლის მასიურ, მტკიცე გალავანს ადიდებს და ხოტბას ასხამს.ეპოსის აღმოჩენილი ფირფიტებიდან მეთორმეტე საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან და განსხვავებული შინაარსი აქვს ფირფიტის მიხედვით გილგამეშს თავისი სათამაშო ბურთები ჩაუცვივდება ქვესკნელში და ამის გამო დასევდიანებულია მოწყენილ მოძმემს შემყურე ენქიდუ გადაწყვეტს ქვესკნელიდან ბურთთა ამოსატანას ურუქის მეფე გაიხარებს და მეგობარს დარიგებებს მისცემს თუ როგორ უნდა შეაღწიოს და გამოაღწიოს ქვესკნელის სამყაროდან მან, მაგრამ სამწუხაროდ ენქიდუს ავიწყდება ყოველივე და მიწისქვეშეთში ჩარჩება შეწუხებული გილგამეში ღმერთებს ევედრება, დაეხმარონ თავისი მეგობრის დაბრუნებაში. ღმერთები – ენლილი და სინი თავს არ იწუხებენ მისთვის პასუხის გასაცემად, ხოლო შამაში და ეა კი მის დახმარებას გადაწყვეტენ. შამაში დედამიწაში ხვრელს აკეთებს, საიდანაც ენქიდუ ამოდის. ფირფიტა იმით სრულდება, რომ გილგამეში ეკითხება ენქიდუს იმის შესახებ, თუ რა იხილა მან მიწისქვეშეთში. მოთხრობის მიხედვით გაურკვეველია ენქიდუ მართლაც უბრუნდება რეალურ ცხოვრებას, თუ იგი მხოლოდ მოჩვენებად არსებობს. გილგამეშის ეპოსსა საინტერესო მსგავსებები აკავშირებს ბიბლიასთან მაგალითად ენკქიდუს “გაკაცება” შაჰმათის მიერ მოგვაგონებს ედემის ბაღში მცხოვრებ ბიბლიურ ადამსა და ევას.ორივეგან ქალია შუამავალი, მიზეზი ძველის დაკარგვისა და ახალთან შეგუების.ადამმა ღმერთთან სიახლოვის უფლება დაკარგა და სულიერად დაეცა ენქიდუ კი კარგავს თავის ძველ ღმერთისგან მინიჭებულ ბუნებას რის გამოც იგი შემდეგ სიკვდილით ისჯება.გველი რომელიც გილგამეშს გამაახალგაზრდავებელ ბალახს მოჰპარავს და გველი რომელიც ევას შეაცდენს გველი ორივეგან წარმოჩენილია ადამიანის მტრად ბოროტ არსებად ძღვენის წამრთმევ დამაქცეველ ქმნილებად მაგრამ ყველაზე საინტერესოა ზემოთხსენებულ ორივე ნაწარმოებში წარღვნის არსებობა.ღმერთის მიერ გაფრთხილებული ნოე ეას მიერ გამხელილი ღმერთების საიდუმლო-უთანაფიშთის გაფრთხილება, კიდობნის და ნავის აგება ყველა ცხოველის გადარჩენა.თვით წარღვნის იდეა აღქმული როგორც სასჯელი, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მათი შეცდომების გამო თავს ატეხს...ყველაფერი თითქმის იდენტურია...ბევრნი ფიქრობენ, რომ ბიბლიაში ინტერპრეტირებულია გილგამეშის ეპოსში აღწერილი წარღვნა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.ამხელა მსგავსების მიზეზი კი დღემდე ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზეც პასუხის გაცემა ან ძალზედ რთულია ან სავსებით შეუძლებელი.მიუხედავად ორივე ნაწარმოებში არსებული თითქმის იდენტური ეპიზოდებისა მათ შორის რა თქმა უნდა არსებობს განსხვავებებიც, მათგან ყველაზე კონტრასტულად შეიძლება მივიჩნიოთ ღმერთის კულტი, ფენომენი.იუდეურ-ქრისტიანულ სწავლებაში ღმერთი, ესაა ქმნილება, რომელიც ლმობიერი, კეთილი, საიმედო დამხმარეა მაგრამ ამავდროულად მკაცრი და სასტიკიც შეიძლება იყოს. ის ასევე წარმოადგენსს მორალურ იდეალს, რომელთან მიახლოებაც უნდა წარმოადგენდეს ყველა ადამიანის მიზანს, ცხოვრების არსს, ეპოსში კი წარმოდგენილი არიან ღმერთები, რომელთაც ყველას თავისი სურვილები და მიზნები აქვთ და, რომელნიც, თუ რაღა თქმა უნდა იშთარის მაგალითიზე განვიხილავთ, ბავშვური ბუნებისანი არიან მათი გაბრაზება ან უბრალოდ უგუნებობა/უხასიათობა ძალიან ძვირად უჯდება ხალხს.საქართველოში, გასაგები მიზეზების გამო, დიდია ინტერესი ამ უძველესი ეპოსისადმი. პირველად იგი თარგმნა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და სწავლულმა მიხეილ (მიხაკო) წერეთელმა (1878-1965), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით დაინტერესდა ასირიოლოგიით და სწავლობდა მეცნიერების ამ დარგს ლონდონის, ლაიპციგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, ასირიოლოგიის ძლიერ ცენტრებში. ოციან წლებში, იმ დროს, როცა გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ჯერ კიდევ თითო-ოროლა თარგმანი არსებობდა, ხოლო სხვა ევროპულ ენებზე საერთოდ არც იყო თარგმნილი. მ. წერეთელმა გამოაქვეყნა ქართული თარგმანი ცალკე წიგნად, რომელიც ამჟამად ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და ამიტომაც საჭიროდ მიმაჩნია მისი სატიტულო წარწერის მთლიანად მოტანა: „გილგამეშიანი: ბაბილონური ეპოსი მესამე ათასწლეულისა ქრ. წ. ბაბილონურ ტექსტთაგან თარგმნილი მ. წერეთლის მიერ მთარგმნელის შენიშვნებითურთ. გამოცემა კონსტანტინეპოლის ქ. კ. სავანისა კონსტანტინეპოლი. საბეჭდავი ქართველთა კათოლიკე სავანისა 1924“. ამ წიგნში, რომელიც შეიცავს 138 გვერდს, მთლიანად არის ნათარგმნი იმ დროისათვის არსებული ფრაგმენტები გილგამეშის ეპოსისა. თარგმანს ერთვის ორიგინალური გამოკვლევა, სადაც გამოვლენილია პარალელები ჰომეროსის პოემებთან, დანტეს „ჯოჯოხეთთან“, მსოფლიო ფოლკლორულ ნიმუშებთან და, რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანთან“. „მოვიგონოთ, - წერს მთარგმნელი გამოკვლევაში, - ჩვენი უკვდავი რუსთაველის ქმნილებაც, „ვეფხისტყაოსანი“: გაჭრა ტარიელისა ნესტანის საძებნელად, ცხოვრება მისი მხეცებთან, ვეფხისტყაოსნობა, ლომ-ვეფხის ხოცვა, კვება ნადირის ხორცითა - ეს ხომ გილგამეშის საქმეც იყო...“ (გვ. 107). მანვე პირველმა გაამახვილა ყურადღება მეგობრობის საერთო მოტივზე ამ ორ ეპოსში, აგრეთვე სხვა მოტივებზე, განსაკუთრებით: „შევადაროთ აგრეთვე ლოცვა ავთანდილისა ცის მნათობთადმი და ლოცვა გილგამეშისა შამაშისადმი, სინისადმი და იშტარისადმი - ღმერთთადმი, რომელნიც ბაბილონელთა წარმოდგენით ცის მნათობნიც იყვნენ” (გვ. 108). ეს უსათუოდ საგულისხმო პარალელია, მით უმეტეს, რომ ორივეგან ლოცვა მნათობთა მიმართ გზაში ხდება, ხოლო გზაც ორივე ეპოსში მნიშვნელოვანი კონცეპტუალური მომენტია. შორს წაგვიყვანდა მ. წერეთლისეული გამოკვლევის თუნდაც ზერელე განხილვა, ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ასირიოლოგიისა და, კერძოდ, გილგამეშის ეპოსის შესწავლის იმდროინდელი დონისათვის იგი ქართული ფილოლოგიური მეცნიერების ძვირფასი შენაძენი იყო. მეცნიერი ამ პრობლემატიკას შემდგომ აღარ შეჰხებია და, სამწუხაროდ, არც „გილგამეშიანის“ მეორე გამოცემაზე უზრუნია.

    მ. წერეთლის „გილგამეშიანის“ შემდეგ გილგამეშის ეპოსის სამი განსხვავებული თარგმანი გამოქვეყნდა:

    აკადემიური თარგმანი:

  • გილგამეშის ეპოსი, აქადურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ზ. კიკნაძემ, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1963. ეს არის აკადემიური, ბწკარედული თარგმანი ყველა ვერსიისა და ფრაგმენტისა, ახლავს ვრცელი ფილოლოგიური ხასიათის კომენტარები და გამოკვლევა.
  • მხატვრული თარგმანები:

  • გილგამეში, „რომელმან სიღრმე იხილა...“, აქადურიდან თარგმნა ზ. კიკნაძემ, „ნაკადული“, 1963. ეს არის მხატვრული თარგმანი.
  • გილგამეშიანი, ძველი შუამდინარული ეპოსი, აქადურიდან და შუმერულიდან თარგმნა ზ. კიკნაძემ, „განათლება“, თბ., 1984. ეს გამოცემა საგრძნობლად არის გადამუშავებული: გადახალისებულია ენობრივი ქსოვილი, ტექსტში ჩამატებულია ზოგიერთი, მანამდე გამოუყენებელი ფრაგმენტი, ზოგჯერ შეცვლილია ფრაგმენტთა თანამიმდევრობაც, რის გამოც დედნისეულ დაფებს აღარ დაემთხვა თარგმანისეული დაყოფა თავებად; სწორედ ამიტომ თავებს ეწოდა არა „დაფა“, არამედ „კარი“; მეთორმეტე დაფის ტექსტი, როგორც ეპოსისთვის არაორგანული, გადატანილია დამატებაში, იმ ტექსტთან, რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს. ერთიანი ტექსტის აღქმის გასაადვილებლად ცალკეული ეპიზოდები დასათაურებულია მთარგმნელის მიერ და ფრჩხილებშია ჩასმული იმის ნიშნად, რომ ისინი დედნისეული არ არის. მ. წერეთლის კვალზე ნაწარმოების სათაურად ნაცვლად „გილგამეშისა“ ან „გილგამეშის ეპოსისა" დასმულია "გილგამეშიანი".
  • გილგამეში
  • 0
    596
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნიკოლოზ კირკიტაძე
    ნიკოლოზ კირკიტაძე
    596
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0