x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ნიანგებზე მონადირეს" ქალიშვილმა ემოციური პოსტი მიუძღვნა გარდაცვლილ მამას ქორწილის წინ
image

ბინდი ირვინი ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის და ტელეჟურნალისტის სტივ ირვინის ქალიშვილია, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 2006 წელს მორიგი ფილმის გადაღების დროს.


21 წლის ბინდიმ "ინსტაგრამზე" გააზიარა ოჯახის ძველი სურათი(იხილე მთავარი ფოტო), სადაც ბედნიერი მომღიმარი ოჯახია აღბეჭდილი: სტივი, დედა ტერი, უმცროსი ძმა რობერტი და თავად ბინდი.


ამასთანავე დადო კიდევ ერთი ფოტო, სადაც ბინდი საქმროსთან და უმცროს ძმასთან რობერტთან ერთად არის აღბეჭდილი, გოგონა ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ამ მოვლენამ აიძულა ბინდი ირვინს ამაღლევებელი პოსტი, რომელიც გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.ბინდი წერილში წერს, რომ ქორწილში მისი მეჯვარე ძმა-15 წლის რობერტი იქნება, სწორედ ის მიიყვანს საკურთხეველთან პატარძალს, მამა იამაყებდა საკუთარი ვაჟით, რომელიც თავის დროზე მიუხედავად მოზარდი ასაკისა, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის დის გვერდზე იდგა.


image


"მამა, შენ იამაყებდი რობერტით, ის მყარად მიდგას გვერდით ჩემი ცხოვრების ამ ახალ შესანიშნავ ეტაპზე, ვიცი შენ სიამაყით გაბადრული იქნებოდი იმ მომენტში, როდესაც ის საკურთხეველთან მიმიყვანს, როგორ მინდა, რომ შენც იქ იყო"-წერს ბინდი.


შეგახსენებთ, ლეგენდარულ ავსტრალიელ ნატურალისტს, ტელეჟურნალისტს და დოკუმენტური ფილმების ავტორს ნიანგებზე "Discovery
Channel"-ზე სტივ ირვინს 2006 წლის 4 სექტემბერს წყალქვეშა გადაღების დროს თავს დაესხა თევზი სკაროსი, მისი ფარფლის ნემსი პირდაპირ გულში მოხვდა მას.


0
229
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0