x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
5 ყველაზე უნიკალური მატარებელი მთელ მსოფლიოში

მატარებელი უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრანსპორტს წარმოადგენს. უამრავი კვლევის შედეგადად დადგენელია, რომ ადამიანების უმეტესობა უპირატესობას მატარებლით მოგზაურობას ანიჭებს. დღეს ჩვენ ყველაზე განსხვავებულ 5 მატარებელზე ვისაუბრებთ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საზოგადოებას ემსახურება.


image








1. ყველაზე კომფორტული მატარებელი

image


Rovos Rail არის ყველა კომფორტული მატარებელი მთელ მსოფლიოში. სატრანსპორტო საშუალება 1989 წლიდან ფუნქციონირებს სამხრეთ და დასავლეთ აფრიკაში. მას აფრიკის "სიამაყეს" უწოდებენ. როვოს რეილი მგზავრს ფანტასტიკურ კომფორტს უქმნის, რაც მატარებლის კვალობაზე საკმაოდ სასიამოვნოა. შესანიშნავი მომსახურების გარდა, შეგიძლიათ დაათვალიეროთ თითქმის ნახევარი აფრიკის კონტინენტი. მატარებლის ვიპკლასი გათვლილია მხოლოდ 72 სტუმრისთვის.








2. ყველაზე სწრაფი მატარებელი

image


ალბათ ყველას გაგიელვათ იმ აზრმა, რომ ეს მატარებელი იაპონიაში იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის! მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მატარებელი ჩინეთში ფუნქციონირებს. Şangay Maglev -ის სახელწოდების მატარებელი საათში 429 კილომეტრს ავითარებს. მოგზაურობა ხორციელდება მხოლოდ შანგაიში, საფასური კი კაცზე მხოლოდ 8 დოლარია.








3. ყველაზე ხალხმრავალი მატარებელი

image


ფოტოდან როგორც მიხვდით, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი მატარებელი ინდოეთშია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ბევრი ხალხი დაჰყავს, პირიქით, ძალიან ცოტა ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ინდოელები გარედანაც ახერხებენ მატარებლით მგზავრობას, ეს მათთვის ყოველდღიური ცხოვრების ერთი ნაწილია. ინდოეთში საშუალოდ ერთ დღეში 25 მილიონი ადამიანი მოგზაურობს მატარებლით, ეს რეკორდული მაჩვენებელია, რადგან არის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ამდენი მოსახლე არცკი ჰყავს. ზოგადად ინდოეთში 7172 სადგურია, რომელზეც 9 000 მეტი მატარებელი დადის.








4. ყველაზე გრძელი მატარებელი


image


მსოფლიოს ყველაზე გრძელი მატარებელი რკინის მომპოვებელ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ავსტრალიაში ფუნქციონირებს. მატარებლის მთლიანი სიგრძე 7353 მეტრია, 682 ვაგონი 8 ლოკომოტივის საშუალებით გადაადგილდება. თითოეული ლოკომოტივი 6 000 ცხენის ძალას ფლობს და AC ძრავზეა. მატარებელს 100 000 ტონა სიმძიმის გადაზიდვა შეუძლია.








5. მატარებლის სადგური, მხოლოდ ერთი მგზავრით

image


ერთადერთი უნიკალური სარკინიგზო ხაზი, რომელსაც მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავს. ნამდვილად... ეს იაპონიაში ხდება. ერთ დროს ჰოკაიდოს ბაქანი ხალხით ივსებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და დღესდღეობით მატარებელს მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავს. სტუდენტი გოგონა, რომელიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ამ მატარებლით მოგზაურობს. ქვეყნის მთავრობამ გოგონას პირობა მისცა, რომ სანამ სწავლას დაასრულებდა, ეს მატარებელიც ყოველთვის გაჩერდებოდა ამ ბაქანზე. ასეთი შემთხვევა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>




ამ დროისთვის 8 ყველაზე დიდი გემი დედამიწაზე

image




გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3

image




დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!

image




ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები...

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( IX ნაწილი)

image




5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ

image




რეინკარნაციის რეალური ისტორია - ტიტუ

image




0
1521
3-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0